ეს ხომ მაგარი კაცია მაგრამ ეს
........................
ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა საფეხბურთო კლუბ “სპორტ ბოიზთან” კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ქვეყნის უმაღლეს ლიგაში გამოდის. 54 წლის მორალესი გუნდში 10-ნომრიანი მაისურით ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებს.
“ჩვენ გადავწყვიტეთ იმ იდეის რეალიზება მოვახდინოთ, რომელიც პრეზიდენტთან საუბარში წარმოიშვა. მას ფეხბურთი უყვარს და კარგად თამაშობს” – იუწყება გამოცემა Еluniverso “სპორ ბოიზის” პრეზიდენტის მარიო კრონენბოლდის სიტყვებს.
მორალესი ხელფასის სახით თვეში 214 დოლარს მიიღებს, რაც ბოლივიაში მინიმალური ანაზღაურების ექვივალენტია. ახალწვეული გუნდში მატჩებს იმის მიხედვით ჩაატარებს, რასაც ხელს სამუშაო გრაფიკი მისცემს. აღსანიშნავია, რომ ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც პროფესიონალური კლუბის მოთამაშე გახდება.
მორალესი ბოლივიის პრეზიდენტი 2006 წელს გახდა. ის ეროვნული ნაკრების ფანკლუბის წევრია და ბევრ გასვლით მატჩსაც ესწრება. ვარაუდობენ, რომ მორალესი “სპორტს ბოიზში” თამაშით, წლის ბოლოს დანიშნული არჩევნებისთვის რეიტინგს გაიზრდის.
