მოდი ჩამოვყალიბდეთ რაზე ვბაზრობთ ბრატცი.
თესლი გუნდი იყო რეალი ყველაზე მცირე 2010 წლის ზაფხულიდან,
თესლი გუნდია როა არ უარვყოფთ, თქვენ ეს ოთხი წელია იმუქრებით, რო ვინ უნდა გაგაჩეროთ.
ვაბშე ყველა სეზონში. და ყველა ამ სეზონში დარჩით იმედგაცრუებულები, კბილებში გაჩხერილი ჩალით.
კაი წელს ვამბობთ რო მართლა თესლი გუნდია, მარა მეორეს მხრივ იმ თავის ჩემპში ლიდერებთან, 3 თამაშიდან 2 წააგო,
მესამე წასაგებ თამაშში გამოაძრო ერთი ქულა. ლიგაზე სერიოზულ თამაშში სერიოზული თამაში არ გვინახავს, საშინელ ფორმაში მყოფ იუვეს რის ვაი-ვაგლახით მოუგო.
ხოდა მე იმას ვამბობ, სერიოზულ საქმეში რეალის მძლავრი თამაში არ გვინახავს.
ამიტომ პროგნოზებში ფრთხილები უნდა იყოთ, იმიტომ რომ გუნდის თესლობა არაერთგზის გამოდგა ოპტიკური ილუზია, რომელიც თავზე ჩამოგენგრათ.
ხოდა არ ჯობია მთელი ფორუმის წინ თავის გამასხარავებას ზედიზედ მეხუთედ, ერთი წელი მოითმინოთ, ჯერ ახტეთ და ჰოპ მერე დაიძახოთ?
მე მგონია რო ჯობია

თორე თესლი გუნდი როა რეალი არავის ამაში ეჭვი არავის ეპარება,
ისევე როგირც არ გვეპარებოდა 2011, 12, 13 წლებში

რაც შეეხება 13 წელს, 21 საუკუნის ტემპებით დაახლოებით იგივეა რაც მეოცეში 50, ძალიან ბევრი. იმის გათვალისწინებით თუ რა როლი შეიძინა ფულმა ამ სპორტში და როგორ შემცირდა პრეტენდენტების სია.
ასე რომ ტყუილად აპრავებთ, 13 წელი ულიგობა რეალისთვის დღევანდელ რასკლადში, დახარჯული ფულის გათვალისწინებით არის შეურაცხმყოფელად სასირცხვილო და 30-იანი წლების მაგალითებით არ პრავდება.