დღეს, იტალიურმა სპორტულმა არხმა skyCalcio-მ მაყურებელს შესთავაზა კადრები 1/4 ფინალური კენჭისყრის ცერემონიის რეპეტიციიდან, სადაც წყვილების ვინაობა უკვე გარკვეულია.
ფოტოზე ხედავთ, რომ "კენჭისყრის" შედეგები უკვე ცნობილია და სინამდვილეში კენჭისყრა მხოლოდ ფორმალობაა.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა. პაპარაცებმა შარშანდელი 1/2 ფინალური კენჭისყრის რეპეტიციაზეც მოახერხეს კადრების გადაღება, სადაც ყველაფერი უკვე ნათელი იყო.
ჯერჯერობით უცნობია რა შემოგვთავაზა skyCalcio-მ: უბრალო ჭორი თუ მწარე რეალობა