FC Bayern Geo Fans <<< უფრო მეტი ვიდრე ოფიციალურ საიტზეინტერვიუ ჟერომ ბოატენგთან.
- ფრანკფურტთან შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად Bild-ისგან დაბალი შეფასება (4) მიიღეთ, სამართლიანად?
``ჩემი აზრით, ფრანკფურტთან ძლიერად არ მითამაშია. ორი, სამი არაზუსტი გადაცემა გავაკეთე, ამის უფლება არ მაქვს. საკუთარი თავისგან ამაზე ბევრად მეტს მოვითხოვ. შესაბამისად, ჩემი თამაშით კმაყოფილი არ ვარ. სწორედ ამის გამოსწორებას ვცდილობთ დაცვაში: რაც არ უნდა დამაჯერებლად ვიგებდეთ, ყურადღება მაღალ დონეზე უნდა იყოს შენარჩუნებული.``
- ახლა დაცვის ახალი შეფის თვითკრიტიკა მოვისმინეთ?
``ცენტრში მე და დანტე ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ, ორივე ვიძლევით მითითებებს. არც ის არის დაცვის შეფი და არც მე. ჩვენ ორივე ერთად ვართ. მინდა საკუთარი ძლიერი თამაშით პასუხისმგებლობა ავიღო, მაგრამ არა მხოლოდ ხმამაღალი ფრაზებით.``
- შაბათს ნიურნბერგთან დერბიში ფრანკფურტისგან განსხვავებულ თამაშს ელით?
``ნიურნბერგში თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. წარსულში იქ ქულებს ხშირად ვკარგავდით. ვიმედოვნებ, ძალიან კარგად ვითამაშებთ და ჩვენს საფეხბურთო დონეს კვლავ ავამაღლებთ. ეს ჩვენი მიზანია. რადგან ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი კვირებიც იწყება.``
- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნორმალური თამაში გუარდიოლას არ აკმაყოფილებს. მართლა ასეა?
``მართალია: ჩვეულებრივი გამარჯვებებით კმაყოფილები არ ვართ. სწორედ ეს გამოარჩევს გუნდს. რადგან ვიცით, რომ უკეთესად თამაში შეგვიძლია. მიუხედავად ამდენი საქებარი განცხადებებისა, მომატების პოტენციალი თითოეულ ჩვენგანში დიდია.``
- რა წვლილი მიუძღვის ამაში პეპ გუარდიოლას?
``მწვრთნელმა გუნდის მიმართ მოთხოვნის თამასა კიდევ უფრო მაღლა აწია. რადგან კარგად ხედავს, რის შესაძლებლობა გაგვაჩნია. შეიძლება მწვრთნელი კონკრეტულ მომენტში ჩვენით კმაყოფილი იყოს, მაგრამ მალევე შემდეგი ნაბიჯის გადადგმას ითხოვს. ჩვენთვის ეს ძალიან კარგია, რადგან ასე არ ვდგებით იმ საფრთხის წინაშე, რომ წარმატების შემთხვევაში მოვდუნდებით და დავისვენებთ. ყოველთვის წინ, ყოველთვის ზევით ასვლა გვინდა - მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით.``
- რამდენად გეხმარებათ ამ ყველაფერში მოგებული ტრიპლი?
``ტრიპლის მოგებამ გარკვეული სიმსუბუქე შეგვძინა. თითოეული ფეხბურთელი უფრო მეტად თავდაჯერებული გახდა. მაგრამ პეპ გუარდიოლას როლი ძალიან მნიშვნელოვანია: ტაქტიკური ცვლილებების წყალობით უფრო მეტი ბურთის ფლობა გვაქვს, დაკარგულ ბურთს უკან სწრაფად ვიბრუნებთ.``
- ანუ ბაიერნში ყველაფერი ``სუპერ-სუპერაა``, როგორც ამას გუარდიოლა ამბობს ხოლმე?
``ყველაფერი სუპერ-სუპერ მაშინ იქნება, თუ კვლავ ტრიპლს მოვიგებთ. აქამდე კარგად მოვდივართ. ჩემპიონატში კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით. ოთხშაბათს მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს ჰამბურგთან გერმანიის თასზე, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონში არსენალის წინააღმდეგ. არსენალთან დაპირისპირებისას რეალურად გამოჩნდება, სად ვდგავართ, რადგან საერთაშორისო კლასის გუნდს ვეთამაშებით.``
- არსენალთან დუელი ბაიერნისთვის საფრთხეს შეიცავს?
``არსენალთან პლეი-ოფის მატჩებია, ორი კვირის მერე ვერ იტყვი - შემდეგ თამაშებში შედეგს გამოვასწორებ. თუ მოქმედი ჩემპიონის რანგში მერვედფინალიდან გამოეთიშები ასპარეზობას, მთელი სეზონი გაფუჭებულია. ამ შემთხვევაში გერმანიის ჩემპიონატში 13 ქულიანი უპირატესობა ვერაფერს გიშველის.``
----------
Bild
https://www.facebook.com/503146609707533/ph...?type=1&theater