FC Bayern Geo Fans <<< უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე ოფიციალურ საიტზე11.04.2014. მატჩისწინა პრესკონფერენცია. ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა პეპ გუარდიოლა.
. . . რას ელის ჰამბურგისგან: ``ხვალ ტიტულის მოგება არა, მაგრამ წაგება შეგვიძლია. ჰამბურგის სიტუაცია ძალიან, ძალიან საშიშია. მეტოქე გუნდის ფეხბურთელთა ხარისხი სახეზეა. მართალია, როდესაც ბოლო მატჩები წაგებული გაქვს, თავდაჯერებულობაც ნაკლებია. მაგრამ ჰამბურგი დიდი გუნდია.``
. . . იქნება თუ არა ბასტიან შვაინშტაიგერი ხვალ გუნდთან ერთად: ``მინდა, შეძლებისდაგვარად მალე დაუბრუნდეს გუნდს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. უნდა დაველოდო ბოლო ვარჯიშს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორი თვე ტრავმირებული იყო. მეტოქის აგრესიულობა პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ მისი კონდიცია და ფიტნეს ფორმა შეიძლება ჯერ პრობლემა იყოს.``
. . . ბალანსი ჰამბურგთან: ``ეს არ მაინტერესებს. მნიშვნელოვანი ხვალ 20:30 სთ-ა.``
. . . ჰამბურგის ბრძოლა გავარდნის ზონაში: ``არიან გუნდები, რომლებიც მუდამ ქვედა ზონაში თამაშობენ, ეს მათთვის ნორმალურია. როდესაც დიდი გუნდები გასავარდნ ზონაში ხვდებიან, სულ სხვა სიტუაციაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მეტოქე გუნდის ფეხბურთელთა ხარისხი არ უნდა დაგვავიწყდეს. ასევე მათი მწვრთნელი (მარვიკი), რომელიც 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იყო. ჯერ ლონდონზე ფიქრის უფლება არ გვაქვს. ახლა გერმანიის თასის ნახევარფინალში გასვლის შესაძლებლობა გვეძლევა, ხვალ ბერლინისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება. ეს ხომ განსხვავებული ტურნირია, მხოლოდ ერთი მატჩია. ამიტომაც ბურთით, თუ უბურთოდ, ძალიან აგრესიულად უნდა ვითამაშოთ.``
. . . ტონი კროოსის ``დასჯასთან`` დაკავშირებით: ``დასჯა? ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვყავს და ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. როდესაც კადრში ყველა ჯანმრთელი იქნება, თითოეული ითამაშებს. ბოლო ორ შეხვედრაში ოდნავ სისტემა შევცვალეთ. ამიტომაც კროოსის არყოფნა ტატქიკური გადაწყვეტილება იყო. ტონი კროოსი ძალიან დამეხმარა მეც და გუნდსაც. ეს მომავალშიც ასე იქნება.``
``ყოველთვის ვახდენ ჩემი და მეტოქე გუნდების ანალიზს, განვიხილავ ძლიერ და სუსტ მხარეებს. ამის შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას, ვის ვათამაშებ და ვის არა. ჩემი კარიერის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფეხბურთელი ჩემს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ასეთი რამ ბარსელონაშიც ბევრჯერ მომხდარა. როდესაც ფეხბურთელი არ თამაშობს და ბრაზდება, ჩვეულებრივი მომენტია. ჩემი ერთადერთი მიზანი, მოგებაა. თუ ფორვარდით თამაშის გადაწყვეტილებას ვიღებ, მაშინ მარიო მანჯუკიჩი გვჭირდება. თუ უფორვარდოდ, მაშინ სხვა ფეხბურთელი ითამაშებს, თუნდაც კროოსი. მან ამას უნდა გაუძლოს.``
. . . ფეხბურთელების ფიქრი ნაკრებზე: ``ეს მარტივია: თუ ისინი ჩვენთან ცუდად თამაშობენ, აღარ ითამაშებენ - ეს კი ცუდია მათთვის ნაკრების კუთხით. ახლა მხოლოდ შემდეგ მატჩზე უნდა მოახდინონ ფოკუსირება. მსოფლიო ჩემპიონატამდე კიდევ გვაქვს სხვა მიზნები.``
. . . რიბერის არყოფნა: ``ფრანკი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენთვის. მის გვერდით უნდა ვიყოთ და გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.``
. . . რამდენად არის მის პროფესიაში მასწავლებლის როლი: ``ფეხბურთელები, რომლებიც არ თამაშობენ, მუდამ გაბრაზებულები არიან. მათ არ აქვთ ის ხარისხი, რომ მწვრთნელის მდგომარეობა ჩაანაცვლონ. შეუძლებელია. მომავალი 20 წელი ასე იქნება. მე არც მასწავლებელი ვარ და არც მამა, მე მწვრთნელი ვარ. აქ იმისთვის მოვედი, რომ ბოლო წლის წარმოუდგენლად მაღალი დონე შევინარჩუნო და ფეხბურთელებს მხარი დავუჭირო. სულ ესაა.``
. . . ცენტრალური დაცვის მდგომარეობა: ``ჩვენ გვყავს დანტე, ჟერომი და დანიელი. რასაკვირველია ხავისაც შეუძლია დაცვაში თამაში, ეს მეტოქეზეა დამოკიდებული. ახლა ხავი უკეთეს კონდიციაშია. მას შეუძლია როგორც ცენტრალურ მცველად, ასევე ცენტრში თამაში. სუპერ-სუპერ მცველია, ბილბაოშიც მისი ძალიან ბევრი სუპერ-სუპერ თამაში მინახავს.``
``ფეხბურთში ყველაზე რთული ყველა თამაშის მოგება არ არის. ურთულესი ის არის, რომ ყოველი მოგების შემდეგ მთელი მსოფლიო ამბობს: შემდეგი მატჩი აუცილებლად უნდა მოიგო. მარცხი? ადრე თუ გვიან დავმარცხდებით. ამაზე არ ვდარდობთ. ეს ისედაც მოხდება.``
. . . მისი აზრი ფელიქს მაგათის შესახებ: ``ვიცი, რომ ბაიერნის მწვრთნელი იყო და დუბლი მოიგო. ისიც ვიცი, რომ კარგი ფეხბურთელი იყო. მახსოვს, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, როგორი სუპერ-სუპერ ფეხბურთელი იყო. მაგრამ მწვრთნელის რანგში არ მინახავს, არ ვიცი, როგორ მუშაობს გუნდთან.``
. . . მწვრთნელის შეცვლის შემთხვევაში ჰამბურგი უფრო საშიში იქნებოდა თუ არა: ``დიახ, ახლა ვიცი რას აკეთებდნენ ისინი მარვიკის თაოსნობით. თუ მწვრთნელი შეეცვლებოდათ, უკვე მეტოქეზე წარმოდგენა აღარ მექნებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი სპეკულაციებია.``
----------
AZ
https://www.facebook.com/photo.php?fbid=712...&type=1&theater