FC Bayern Geo Fans
მიუნხენის ბაიერნი მთელი ქვეყნის წინააღმდეგ.
დღეს მიუნხენელები კიდევ ერთხელ ჩაიცვამენ მაისურებს, შეიკრავენ თასმებს, მოისმენენ პეპ გუარდიოლას დარიგებას, რასაც მთელი წლის მანძილზე აკეთებდნენ და მოედანზე მეტოქის დასამარცხებლად გავლენ! შემდეგ კი, როგორც თომას მიულერმა განაცხადა „ტრიპლის წელს გვირგვინს“ დაადგამენ და დამსახურებული შვებულებით მშვიდად დატკბებიან. „საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ და გვსურს, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ვინც ვართ.“ - ამ განწყობით აპირებს მოედანზე გასვლას მიულერი.
სეზონის მეხუთე ტიტულის მოპოვების წყურვილი აშკარად იგრძნობა როგორც ფეხბურთელებში, ასევე პეპ გუარდიოლაში, რომელსაც ბარსელონასთან ერთად უკვე ორჯერ აქვს მოგებული კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი. „100%-ით ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ.“ - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პეპ გაურდიოლამ და არც იუპ ჰაინკესი დავიწყებია: „აქ იუპისთვის ვარ. იმედი მაქვს, რომ ამ ტიტულს მოვიგებთ - მისთვის, ფეხბურთელებისთვის, მთელი კლუბისთვის.“
როგორც იცით, მიუნხენის ბაიერნმა ორჯერ უკვე მოიგო აღნიშნული ტურნირი. 1976 წელს ბრაზილიური კლუბის კრუზეიროს დამარცხებით ფრანც ბეკენბაუერისა და გერდ მიულერის ბაიერნმა აღნიშნა ეს ტრიუმფი, 25 წლის შემდეგ კი სემი კუფურის გოლის წყალობით იაპონიაში ბოკა ხუნიორსი დაამარცხეს. ბაიერნის რიგებში იყო 23 წლის კლაუდიო პისაროც.
შაბათს საღამოსთვის გუარდიოლას განკარგულებაში 23 ფეხბურთელია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ 11 ფეხბურთელს გამოიყვანს მოედანზე - საბრძოლო განწყობა აუცილებლად იქნება. მარაკეშში ეიფორია უსაზღვროა. ეს გუარდიოლამაც იგრძნო, როდესაც ოთხშაბათს კასაბლანკას მიერ მინეიროს დამარცხებას ადგილზე ადევნებდა თვალს.
„ადამიანები ბედნიერებით იყვნენ აღსავსე. ჩვენ ერთი კონკრეტული გუნდის კი არა, მთელი ქვეყნის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ნამდვილად რთული ფინალი იქნება.“ - ასეთია პეპის პროგნოზი.
ფიფა-ს პრეზიდენტი ბლატერი სტადიონზე განსაკუთრებულ ატმოსფეროს ელის. ეს კარგად აქვს გააზრებული ფილიპ ლამსაც, რომელიც თვლის: „მთელი ქვეყანა კასაბლანკას უგულშემატკივრებს, ყველა მათ დაუჭერს მხარს. ამიტომაც რთული ამოცანა გვაქვს.“
კასაბლანკა და ბაიერნი არსებობის მანძილზე პირველად უპირისპირდებიან ერთმანეთს. მეტოქე გუნდის მწვრთნელი საკმაოდ მოტივირებულია: „ვიმედოვნებთ, ამ საოცარ თავგადასავალს წარმატებით დავასრულებ და ტიტულს მოვიგებთ. ბაიერნი დიდი და ისტორიული კლუბია საკუთარი ფილოსოფიით, მაგრამ ეს არ გვაშინებს. შევეცდებით ჩვენი შანსი გამოვიყენოთ.“
მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნის კაპიტანი რთულ ამოცანაზე საუბრობს, იმასაც ამატებს: „თუ ჩვენს ძლიერ მხარეებს გამოვიყენებთ, კასაბლანკას ძალიან გაუჭირდება.“
fcb.de
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=685...&type=1&theater