FC Bayern Geo Fans
ტიაგო ალკანტარა და მარიო გიოტცე: ცენტრის ჯადოქრები ზაფხულში საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გადმოვიდნენ მიუნხენის ბაიერნში. საწყის ეტაპზე ორივეს ტრავმასთან ბრძოლა მოუწია. თუმცა დაბრუნება შედგა. ახლა კმაყოფილი ბავარიელები კუთვნილი შვებულებით ტკბებიან და მიუხედავად ამისა, ერთმანეთს ნაკლებად ივიწყებენ.
ესპანური გამოცემა ``Sport``-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ალკანტარა საქებარ სიტყვებს არ იშურებს თანაგუნდელ გიოტცეს მისამართით:
„კარგი ფეხბურთელი მარტო ის კი არ არის, ვინც ინდივიდუალიზმით გამოირჩევა სხვებისგან, არამედ ის, რომლის გვერდითაც მოედანზე თავს კარგად გრძნობ და როდესაც მასთან ერთად ხარ, უკეთ თამაში შეგიძლია. სწორედ ასეთი ფეხბურთელია მარიო. იგი აუცილებლად შექმნის ეპოქას.“
ტიაგომ კი ნამდვილად იცის რაზეს საუბრობს, ბარსელონაში ხომ მესის, ინიესტასა და ჩავისთან ერთად თამაშობდა.
„ბარსელონაში უფრო მაღალი მოთხოვნები იყო იმ მონსტრის გამო, რომელიც წინ გვყავდა. რასაც ისინი აკეთებდნენ ცოტა რთული და ამავდროულად გადაჭარბებული იყო. ბაიერნში კი თავს შესანიშნავად ვგრძნობ, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე ადამიანურად სწრაფად შევეჩვიე ყველაფერს, რადგან ფანტასტიური კოლეგები მყავს.“
Bild
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=687...&type=1&theater * * *
FC Bayern Geo Fans
ჰერმან გერლანდი და მიუნხენის ბაიერნი
„რასაც ახლა ვუყურებ, ნამდვილი სიამოვნებაა!“ - აცხადებს ბოხუმელი ბავარიელი.
- ბატონო ჰერმან, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ „შემწვარი სოსისივით კარგად იჭმება!“ - ეს უკვე დიდი კომპლიმენტია. და რა იყო ასეთი გემრიელი გასულ წელს ბაიერნში?
„რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგება დორტმუნდთან. რადგან ფეხბურთელთა უმეტესობას ორჯერ ქონდა ფინალი წაგებული. გერმანიის ჩემპიონობა, თასზე გამარჯვება - ამ ყველაფერს უემბლიზე მარცხის შემთხვევაში ფასი დაეკარგებოდა. ლონდონური გამარჯვება სიზმარივით იყო.“
- საზეიმო ბანკეტზე იუპის დაყოლიება მოგიხდათ, რომ ემხიარულა?
„არა, ლონდონში, მატჩისშემდგომ ბანკეტზე იუპის მიმართ ჩემს ნათქვამს, რომ უნდა მოდუნებულიყო, წინაპირობა ქონდა. ეს ბარსელონასთან ნახევარფინალური შეხვედრა იყო, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდი 7:0 დავამარცხეთ. ვიჯექი და გაოცებული შევყურებდი ფეხბურთელებს. გასვლითი შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიჭებს გამარჯვების აღნიშვნა სურდათ და მწვრთნელთან მიმაგზავნეს. მეც მივედი და ვუთხარი: იუპ, ბიჭებს აღნიშვნა უნდათ და სურთ, რომ შენც მათთან ერთად იყო! მან კი მითხრა: ჰერმან, განადგურებული ვარ. ძილი მინდა! ლონდონში ფინალის მოგების შემდეგ სწორედ ამის შემეშინდა, ისევ ასე არ ეპასუხა. მაგრამ საპირისპირო მოხდა. შესანიშნავად ავღნიშნეთ გამარჯვება.“
- როგორ მოხდა ისე, რომ მთელი წლის მანძილზე გუნდი კალაპოტიდან არ ამოვარდნილა?
„ჩვენ დორტმუნდი გვამოძრავებდა, ეს დიდებული მეტოქე თავისი სუპერ-გულშემატკივრით, სუპერ-სტადიონითა და სუპერ- მწვრთნელით. მათ ყოველთვის უნდა მიაქციო ყურადღება, თუნდაც 12 ქულიან უპირატესობას ფლობდე.“
- წლების მანძილზე ბაიერნის ახალგაზრდულ განყოფილებაში მუშაობდით, შემდეგ კი მწვრთნელის ასისტენტი გახდით. სამ წელში დუბლი მოიგეთ, ახლა ტრიპლი, ყოველი სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის ფინალში ხართ. როგორ გრძნობთ თავს ყველაზე წარმატებული მწვრთნელის ასისტენტის როლში?
„ამ წარმატებებში ჩემი წვლილი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ კლუბის, რომლისთვისაც ვმუშაობ. ული ჰიონესს ვუთხარი: მე აქ მწვრთნელის ასისტენტად არ მოვსულვარ, მაგრამ ლუი ვან გაალი ლიგას კარგად არ იცნობდა და ამიტომ მის თანაშემწედ გადმომიყვანეს. ბევრი რამის სწავლა შევძელი მისგან.“
- და მანაც ისწავლა თქვენგან?
„როდესაც ვან გაალი მოვიდა, თითოეულ ფეხბურთელზე მეკითხებოდა. სეზონის ბოლოს კი მითხრა: არავისთან არასოდეს ვყოფილვარ ასე ერთ აზრზე ფეხბურთელების შესახებ, როგორც შენთან. ასევე მითხრა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა დიტერ აილტსმა, როდესაც მას ჰუმელსი ვურჩიე. ფეხბურთელების შეფასება კარგად შემიძლია. როდესაც ვინმეს რეკომენდაციას ვუწევ, ბაიერნის ხელმძღვანელებმაც კი იციან: თუკი ჰერმანი ამბობს, ესეიგი ასეა.“
- რა როლი გაქვთ პეპ გუარდიოლასთან?
„ჩემი აზრით ნდობით აღჭურვილი ადამიანის როლში ვარ. ფეხბურთელებს ძალიან კარგად ვიცნობ. როდესაც პრობლემებია, ვცდილობ მათ დავეხმარო. თუ დრო მაქვს, მოზარდებსაც ვადევნებ თვალს. თუ პეპს რამე შეკითხვა აქვს, მზად ვარ მის გვერდით გავჩნდე და რჩევა მივცე. თუმცა არ ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ.“
- ადრე მოედნის გვერდით ხაზთან დგომა და სიბრაზის გამოშვება შეგეძლოთ, ამიტომაც შეგერქვათ მეტსახელი „ვეფხვი!“ ახლა მწვრთნელის ასისტენტის სკამზე თავშეკავებულად ჯდომა არ გიჭირთ?
„საერთოდ არა. რასაც ახლა ვუყურებ, ნამდვილი სიამოვნებაა. იცით, მე ბოხუმელი ვარ, მუშის ოჯახში გავიზარდე, 9 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა, ეკონომიურად ძაილან გვიჭირდა. ახლა კი გერმანიის ყველაზე წარმატებული კლუბის სამწვრთნელო შტაბში ვარ და მიღწეულ წარმატებებში მცირედი ჩემი წვლილიცაა, რადგან რამდენიმე ფეხბურთელის განვითარება ჩემს ხელში მოხდა. ახლა ამ ყველაფრით ვტკბები.“
- გუარდიოლასთან მუშაობა სიამოვნებაა?
„მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთან მუშაობის უფლება მომეცა. ეს დიდი ბედნიერებაა. შეგიძლიათ მითხრათ: დარჩი სახლში, ფულს მაინც მიიღებ. მე კი გეტყვით: ფული თქვენი იყოს, სახლში დარჩენა არ მინდა, მინდა სულ აქ ვიყო.“
- ბუნდესლიგაზე მთავარი მწვრთნელის კარიერა გელოდათ. რატომ მიანიჭეთ უპირატესობა მოზარდებთან მუშაობას?
„ცხოვრებაში ის უნდა აკეთო რაც შეგიძლია და რაც სიამოვნებას განიჭებს. თავიდანვე ვთქვი: სულაც არ არის აუცილებელი მთავარი მწვრთნელი გავხდე. ბოხუმში მშვენიერი პერიოდი გავატარე ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის პოსტზე. ამიტომაც ურჩია იუპ ჰაინკესმა ულის ჩემი თავი და მას შემდეგ აქ ვარ.“
- როდესაც ხედავთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ნიჭი აქვს, მაგრამ რაღაც მაინც აკლია, რაც თქვენ თავად გქონდათ, არ ბრაზდებით?
„ფეხბურთს მილიონობით ადამიანი თამაშობს, მაგრამ ამით ცხოვრებას ცოტა თუ ახერხებს. გახდე პროფესორი უფრო მარტივია, ვიდრე ბუნდესლიგის პროფესიონალი. როდესაც ახლა ამ ყველაფერს ვუყურებ, სავარჯიშო მოედანს გაზონისქვეშა გათბობით, კლუბის სასადილოს, მომსახურე პერსონალს, ექიმებს: ახალგაზრდა ფეხბურთელებს საოცარი პირობები აქვთ. ამ ყველაფრის შემდეგ კი როდესაც ვინმე ვარჯიშზე უხალისოდ და ნახევრადმძინარე მოდის, ვეუნბები: დღეს აქ რას აკეთებ? სანამდე უნდა იდგე? სანამ ქვა არ დაგეცემა და არ დაშავდები? იქნებ ფეხბურთი გეთამაშა, ყველაზე მშვენიერი,რაც კი არსებობს. ისინი კი გაკვირვებით შემომხედავენ და ფიქრობენ: რა უნდა ჩვენგან? ამას ვერ შეცვლი: ასეთებიც არიან. ფეხბურთელები, რომელთან ნიჭიც აქვთ და მზაობაც, შანსს აუცილებლად მიიღებენ.“
- წლების მანძილზე ბარსელონა და მისი აკადემია მსოფლიოში სამაგალითო იყო. რა ხდება ბაიერნის სკოლასთან დაკავშირებით?
„ჯერ ისეთი არ არის, როგორიც ბარსელონაში, მაგრამ ამ მიმართულებით მივდივართ. პატარათი ვიწყებთ. ჩვენი მიზანია: ფეხბურთელები, რომებიც 10 წლის მანძილზე ჩვენთან იზრდებიან და შემდეგ 23 წლამდელთა გუნდში თამაშობენ, ნებისმიერ სიტუაციაში ბურთის ფლობის სურვილით იყვნენ გამსჭვალულნი. არავის აქვს გვერდით გახედვისა და დამალვის უფლება. მეკარის ჩათვლით თერთმეტივე ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა.“
- თქვენი სამაგალითო მოსწავლე იყო ფილიპ ლამი. ჯერ კიდევ 15 წლის იყო, როდესაც მასზე დიდ იმედებს ამყარებდით.
„მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მთელს გერმანიას ვაცნობე ამის შესახებ, ყველა ასე არ ფიქრობდა.“
- კარიერის დასაწყისში, როდესაც ბაიერნმა გაანათხოვრა, მართლა არცერთ ბუნდესლიგის კლუბს არ ქონდა მისი გადაბირების სურვილი?
„არავის. ზოგი ამბობდა, რომ ნელი იყო, ზოგისთვის არასწორ პოზიციაზე თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ ლამს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ერთმა გზის ფულიც კი მომთხოვა, ტყუილად რატომ მომიყვანეო. მაშინ ჩემს მეუღლეს ვუთხარი, თუ ლამი სუპერ-ფეხბურთელი არ გახდება, ფეხბურთის მწვრთნელის ლიცენზიას ჩავაბარებ და წყალბურთის მწვრთნელი გავდები მეთქი.“
- ლამი შტუტგარტში წავიდა და ნახევარი წლის შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელიც კი გახდა.
„დიახ, მაგათმა წაიყვანა, ვუთხარი, რომ ერთი ფეხბურთელი მყავდა, რომელიც გამოიყურება როგორც 15 წლის ბიჭი, მაგრამ თამაშობს როგორც 30 წლის ფეხბურთელი.“
- ახლა ის მართლა 30 წლის არის და შესანიშნავად ართმევს თავს საყრდენის პოზიციასაც.
„ლამს სადაც გსურს, იქ დააყენებ. იგი სრულყოფილია. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ აქამდე არასოდეს გახდა „წლის საუკეთესო ფეხბურთელი.“ ის ხომ ათი წელია წარმოუდგენლად მაღალ დონეზე თამაშობს და მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველია.“
- თქვენი მეორე საყვარელი მოსწავლე ბასტიან შვაიშტაიგერია.
„შვაინი ახალგაზრდობაში ბევრ სისულელეს აკეთებდა. ბევრჯერაც მოხვედრია ჩემგან. შემდეგ კი მივდიოდი სახლში და ვფიქრობდი, რომ ჩვენც ასეთები ვიყავით მათ ასაკში.“
- მაგრამ თქვენ მოგწონთ ისეთები, რომლებიც ზოგჯერ წესებსაც არღვევენ.
„ნამდვილად არ მჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ორთაბრძოლის შემდეგ მოედანზე წევს და ტირის. შვაინი სუპერ-ბიჭია, მასთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა. და რა ხდება? მოიგო ტრიპლი, გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი და სამი დღის შემდეგ დაიწყო განხილვები: გამოადგება თუ არა ნაკრებს? ეს დაუჯერებელია.“
- მთავარი მწვრთნელის პოსტზე შემოთავაზებები არ გაქვთ?
„კი, ძირითადად სეზონის დასაწყისში. მაგრამ როდესაც კვირის ბოლოს სახლში კმაყოფილი ვბრუნდები, რადგან ლამაზ ფეხბურთს ვუყურე, ამას რატომ უნდა შეველიო?“
- მართალია, რომ კლუბთან შრომითი ხელშეკრულებაც კი არ გაქვთ და მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შეთანხმდით ყველაფერზე?
„კი. დღემდე ასეა. ულის თავიდანვე ვუთხარი: თუ ჩემით კმაყოფილი არ იქნები, უბრალოდ ადექი და სახლში გამიშვი, პრობლემა არ მექნება. სამსახურს ყოველთვის ვიშოვი მეთქი.“
- ერთხელ მაინც მთავარ მწვრთნელად მუშაობის პერსპექტივა არ გხიბლავთ?
„არასოდეს მითქვამს, რომ ეს აღარ მსურს. მაგრამ როდესაც მეორე ლიგაში მიდიხარ მთავარ მწვრთნელად, იქ ასეთ რაღაცეებს ვერ გააკეთებ. ახლა ისე შეგვიძლია 30-40 გადაცემის გაკეთება, რომ მეტოქე ბურთს საერთოდ ვერ ეხება. ამისთვის ფეხბურთელთა ხარისხია საჭირო. იქ გადასვლა კი, სადაც ნაკლები ხარისხის ფეხბურთელები და ნაკლები სამუშაო პირობები გაქვს, ნამდვილად არ მხიბლავს. არც არის აუცილებელი, თანაც ჯერ ხომ ახალგაზრდა ვარ.“
- რა გამოვიდა ახალგაზრდა გერლანდისგან?
„კარგი ფეხბურთელი არ ვიყავი, მაგრამ ერთი-ერთზე თავს მშვენივრად ვიცავდი. იმის ამბიცია კი მქონდა, რომ ყოველ დღე კარგად მევარჯიშა. თუ ვინმე მეტყოდა ეს სავარჯიშო გააკეთეო, საათობით შემეძლო მეკეთებინა. ფეხბურთი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პროფესია, ბანკირის პროფესიას დავეუფლე და ვმუშაობდი კიდეც. მაშინ მარტო ფეხბურთით ვერ იცხოვრებდი.“
- დღეს კი ბაიერნის ფეხბურთელს ბანკირზე ბევრად მეტი ანაზღაურება აქვს.
„დიახ, ადრე ბანკირობით ვამაყობდი, ახლა კი ანკეტაში მირჩევნია „ფეხბურთის მასწავლებელი“ ჩავწერო. რასაც ეს ბანკირები აკეთებენ, ჩემი სამყარო ნამდვილად არ არის.“
- 12 წელი ითამაშეთ ბოხუმში და საკმაოდ მკაცრი იმიჯი გქონდათ.
„მკაცრი და უხეში ვიყავი, მაგრამ სამართლიანი. თუ ვინმე ჩემს წინააღმდეგ თამაშის წესს დაარღვევდა, მაშინვე არ ვუბრუნებდი სამაგიეროს, ვეუბნებოდი: მაცადე, ერთი საათი კიდევ მაქვს დრო, დამიჯერე, აუცილებლად გადაგიხდი ვალს.“
- რას ამბობენ მაშინდელი მეტოქეები დღეს?
„ვილი ლიპენსმა დამირეკა და მითხრა: ჰერმან, წიგნი დავწერე, შენც ხარ ნახსენები. შენ ერთადერთი მოწინააღმდეგე იყავი, რომლისაც მეშინოდა.“
- და იუპ ჰაინკესი, მის წინააღმდეგაც ხომ გითამაშიათ?
„ერთხელ შოლმა მითხრა: შენს წინააღმდეგ სიამოვნებით ვითამაშებდიო. მე კი ვუპასუხე, მეჰმეთ, ამის წარმოდგენა გამიჭირდება. იუპმა, რომელიც იქვე იდგა, გაიცინა და თქვა: ჰერმან, შენს წინააღმდეგ თამაში არასოდეს მიყვარდა! არასასიამოვნო მოწინააღმდეგე ვიყავი, სწრაფი, აგრესიული, არაფრის მეშინოდა.“
- გაქვთ ურთიერთობა ძველ მეგობრებთან?
„წელიწადში ერთხელ ბოხუმში ვიკრიბებით და ვიხსენებთ ერთად გატარებულ პერიოდს. ვყვებით, რა კარგები ვიყავით. ყოველი მომდევნო კათხის შემდეგ უფრო მაგრები ვხდებით.“
- მიუნხენის ბაიერნი ადრე ინდივიდუალისტების ხარჯზე იყო. ბოლო წლებია მებრძოლ, გუნდურ ელემენტად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით კი ტრიპლის სეზონზე, როდესაც მოულოდნელად რიბერიმ და რობენმა დაცვაშიც დაიწყეს თამაში. ეს შეძენილი მენტალიტეტია?
„არა, ასე არ ვიტყოდი. რიბერის და რობენს უბრალოდ სხვა გზა არ ქონდათ. თუ მწვრთნელის დავალებას არ შეასრულებდნენ, იუპს ქონდა მათი შეცვლის შესაძლებლობა. თუ რომელიმეს გამოსვლა არ მოეწონებოდა, აუცილებლად ეტყოდა: შემდეგში შენს პოზიციაზე სხვა ითამაშებს. დიდებული კადრი გვყავს. იყო მომენტები, როდესაც არიენი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ამით გახარებული ნაკლებად იყო, მაგრამ როდესაც მოედანზე გამოდიოდა, უკვე ყველაფერს აკეთებდა გუნდისთვის.“
- ყველაფრის მოგების შემდეგ მოდუნების საშიშროება არ არსებობს?
„ამ მომენტისთვის ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ. ასეთი სეზონის შემდეგ წარმატებული თამაში ძალიან რთულია, თუმცა კარგი პირველი წრე ჩამოვიტოვეთ უკან. წინა სეზონზე, როდესაც გასახდელში ტონი კროოსის გვერდით ვიჯექი და ვეუბნებოდი: ტონი, ყურადღებით იყავი, დღეს მნიშვნელოვანი მატჩია, შემდეგი თამაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - მიულერმა შემომხედა და მკითხა: ჰერმან, და მომავალ წელს რაღაც გვეტყვი? იგივეს - ვუპასუხე მე. ყოველთვის უფრო მეტი, უფრო უკეთესი . . . რადგან მთელი გერმანია ელოდება, როდის მოვდუნდებით.“
------------------
FAZ
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=688...er¬if_t=like