FC Bayern Geo Fans
გერმანიის ჩემპიონები, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, ტრიპლი, ევროპის სუპერთასი და ბოლოს, კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის მოგება: 2013 წელი მიუნხენის ბაიერნის არსებობის 113 წლიან ისტორიაში ყველაზე წარმატებულია.
ეს კი საკმარისი მიზეზია fcbayern.de-სთვის, რომ კიდევ ერთხელ გაიხსენოს განვლილი წლის მნიშვნელოვანი მოვლენები.
16 იანვარი: რეკორდმაისტერი უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობს და პეპ გუარდიოლასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს.
27 თებერვალი: კლუბის 113-ე დაბადების დღისთვის დორტმუნდის ბორუსიასთან 1:0 მოგებით გუნდი გერმანიის თასის ნახევარფინალშია.
13 მარტი: ჰაინკესის თერთმეტეულმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 0:2 დათმო, მაგრამ მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მას ტურინის იუვენტუსი ელოდა.
6 აპრილი: მიუნხენის ბაიერნმა ბუნდესლიგის 50 წლიანი არსებობის პერიოდში ყველაზე ადრეულად გაიფორმა გერმანიის ჩემპიონობა! 28-ე ტურში აიტრახტის 1:0 დამარცხებით გუნდი 23-ედ დაუეფლა ვერცხლის სინს.
10 აპრილი: გუნდი ტურინის იუვენტუსის დამარცხებით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ზეიმობს.
16 აპრილი: სადღესასწაულო კვირა გრძელდება. გერმანიის თასის ნახევარფინალში რეკორდმაისტერმა ვოლფსბურგი უშანსოდ დატოვა და 6:1 დაამარცხა.
1 მაისი: ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ალიანც არენაზე ბარსელონას 4:0 დამარცხების შემდეგ, მიუნხენელებმა გასვლით შევედრაშიც იმარჯვეს და 3:0 დაამარცხეს კატალონიელი მეტოქე.
25 მაისი: ჩემპიონთა ლიგის თასი მიუნხენში ბრუნდება! 1974, 1975, 1976 და 2001 წლების შემდეგ მიუნხენი კვლავ ზეიმობს!!!
1 ივნისი: ბერლინში შტუტგარტთან 3:2 გამარჯვებით მიუნხენის ბაიერნმა მე-16-ედ მოიგო გერმანიის თასი და ამით ისტორიული ტრიპლიც მიღწეულია.
4 ივნისი: იუპ ჰაინკესი კარიერას ასრულებს და გუარდიოლას დიდებულ გუნდს უტოვებს.
24 ივნისი: პეპ გუარდიოლას ოფიციალური წარდგენა.
28 ივლისი: ბასტიან შვაინშტაიგერი გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
29 აგვისტო: ფრანკ რიბერი 2013 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
30 აგვისტო: ტიტული ნომერი 4! ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ევროპის ლიგის გამარჯვებულ ჩელსისთან თერთმეტმეტრიანების სერიით 5:4 ევროპის სუპერთასს დაეუფლა.
13 ნოემბერი: წლის ყრილობაზე რეკორდმაისტერი რეკორდულ ციფრებს აჟღერებს. პირველად, კლუბის ისტორიაში შემოსავალმა 432,8 მილიონ ევროს მიაღწია.
10 დეკემბერი: სიტისთან 2:3 მარცხის მიუხედავად მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია, სადაც მას არსენალი ელის.
21 დეკემბერი: დამაგვირგვინებელი დასასრული! კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და წლის მე-5-ე ტიტული!
--------------------
fcb.de
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=688...er¬if_t=like