FC Bayern Geo Fans
ინტერვიუ მათიას ზამერთან.
- ბატონო მათიას, როგორ დაისვენეთ?
``ოჯახთან ყოფნით დავტკბი. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ავსტრიაში ვიყავით. ფეხბურთს გამოვეთიშე, თუმცა მაინც იყო რამდენიმე კონკრეტული საკითხი, რომელზეც ვმუშაობდი. მქონდა საქმიანი სატელეფონო საუბრები, მაგრამ ყველაფერი საზღვრების ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროფესია ყველაზე მშვენიერი და მომხიბვლელია ჩემთვის, შვებულების პერიოდში საქმეზე ფიქრი არ მტვირთავს, პირიქით, მამშვიდებს კიდეც.``
- ლევანდოვსკის ტრანსფერი შემდეგ თქვენი შვებულებაც დასრულდა . . .
``ეს ბაიერნისთვის დიდი ტრანსფერია. გვიხარია, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა. თუმცა ჩვენი აზრით, ამ საკითხზე საკმარისად ითქვა. ლევანდოვსკი ახლა დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელია და თავის კლუბზე უნდა მოახდინოს კონცენტრირება. ამიტომ არ მსურს ამაზე ბევრი საუბარი. ლევანდოვსკი ბაიერნში მომავალი სეზონიდან გახდება სასაუბრო თემა.``
- კატარის ზამთრის შეკრება დაიწყო. ფეხბურთელობის პერიოდში ასეთი შეკრებები გიყვარდათ?
``ისე ძალიან არა, როგორც ახლა. რადგან ახლა ისე მძიმე შრომა აღარ მიწევს, როგორც მაშინ. ადრე ჩემთვის შეკრება ძალიან დამღლელი იყო. პირველი ის, რომ შესვენება უფრო ხანგრძლივი იყო, მეორეც დატვირთვა ბევრად მეტი. მახსოვს, დრეზდენის დინამოში თამაშის დროს შეკრებებზე დღეში ოთხჯერ ვვარჯიშობდით - თან ორი კვირის განმავლობაში. დღეს კი შემიძლია ვთქვა: შეკრებაზე ყოფნა მშვენიერია!``
- რას ელით გუნდისგან?
``პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ტრავმებისგან დაცულები ვიქნებით და რომ ბასტიანი გუნდთან ერთად ვარჯიშს მოახერხებს. ის ოდნავ უკეთ არის, ვიდრე რობენი. ვნახოთ. მეორეს მხრივ კი ველი, რომ კონცენტრირებულები, დისციპლინით, სიხარულითა და ვნებით გავაგრძელებთ მუშაობას. გზავნილი მარტივია: პირველი რვა მატჩიდან ექვსი სტუმრად უნდა ვითამაშოთ! სწრაფად უნდა ჩავდგეთ კალაპოტში როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად.``
- პეპ გუარდიოლამ პირველი წრის დასრულებისას განაცხადა, რომ გუნდის შედეგებითა და განვითარებით კმაყოფილია. თქვენ რას ფიქრობთ?
``წინა სეზონის უდიდესი წარმატებების შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ პირველ წრეს ასეთ შედეგებს მივაღწევდით. ეს მთელი გუნდისა და მწვრთნელის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგია. ზაფხულში ყველასთვის ახალი სიტუაცია იყო: ერთია წარმატებებით ტკბობის სურვილი და მეორეა იმის ცოდნა: ახალი სეზონის სტარტი, ახალი მწვრთნელი, შეტევის მოდუსის გადართვა, განვითარებისთვის მზადყოფნა . . . წარმატებების კვლავ მისაღწევად განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ერთ დონეზე გაჩერება ოდნავ სტაბილურობას ნიშნავს, მაგრამ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.``
- შვებულებამდე გუარდიოლა საუბრობდა იმაზე, რომ გუნდს წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო ელის. რამდენად მოახერხა ბაიერნმა მისი იდეების განხორციელება?
``პროცესში ვიმყოფებით. ჩვენ გავეცანით ახალ სათამაშო იდეას, რომელსაც ერთი მატჩიდან მეორემდე სრულყოფილად ვერ დანერგავ. ჯერ მთავარი შედეგებია. ამის საფუძველზე კი დეტალური მუშაობის გაგრძელება, მექანიზმები უკეთ უნდა იყოს გაგებული, სწორედ ამის გამო ვართ ახლა შეკრებაზე.``
- კატარში პროფესიონალებთან ერთად სამი ახალგაზრდა ფეხბურთელია: იულიან გრინი, ალესანდრო შიოპფი და ილი სალაი. რას მიიღებენ ისინი აქ ყოფნით?
``პირველ რიგში, ეს მწვრთნელისა და კლუბისგან იმის ნიშანია, რომ ორ ძირითად ბირთვს ვეყრდნობით: შემდგარ პროფესიონალებსა და კლუბის ახალგაზრდებს. სამივე ფეხბურთელმა საკუთარი თამაშით თავად შემოგვთავაზა თავი. ძალიან კარგად ვითარდებიან, ჩვენს ნდობას იმსახურებენ. ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. მათ მხოლოდ უნდა იფრინონ.``
------------------
fcb.de
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=693...&type=1&theater
მიმაგრებული სურათი