FC Bayern Geo Fans
„გენერალი“ დღეს იუბილარია. იგი 65 წლის გახდა.
- ბატონო ჰიტცფელდ, დიდი წვეულება გექნებათ?
„არა, დიდი წვეულებების მოყვარული არ ვარ. ოჯახის წევრებთან ერთად ავღნიშნავ.“
- საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 67-დან იწყება, თქვენ კი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც 65 წლისა და ხუთ თვის იქნებით, კარიერას ასრულებთ.
„მწვრთნელთა მხოლოდ 10% თუ ახერხებს ჩემს ასაკში ამ სფეროში მუშაობას. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რა უნდა გავაკეთო, როდესაც 55 წლის ვიქნები? ეს პროფესია რულეტკასავითაა.“
- საქმისთვის თავის დანებების შესახებ შვეიცარიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემდეგ განაცხადეთ. . .
„ეს შვეიცარიისთვის აბსოლუტური მოულოდნელობა იყო. დასრულება მინდოდა. როდესაც ბაიერნში და დორტმუნდში დიდხანს ვიყავი მწვრთნელი, ბოლოს ვგრძნობდი, რომ უკვე ხასიათი აღარ მქონდა და გადამწვარი ვიყავი. ამიტომ, მუდამ ასეთი მდგომარეობის თავიდან აცილებას ვცდილობდი. ახლა ჯანმრთელად ვარ და ბრაზილიისთვის უდიდეს სიხარულსა და ძალას ვგრძნობ. მაგრამ შემდეგ . . . ამას ემატება ისიც: ჩემს მეუღლეს ჩემი კარიერის გამო ბევრ რამეზე მოუწია უარის თქმა.“
- როდის მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება?
„დიდი ხანი ვფიქრობდი: კიდევ სტრესი და წნეხი თუ სიმშვიდე? ტენდენცია იყო 90/10-ზე საქმიანობისთვის თავის დანებების სასარგებლოდ. როდესაც შვეიცარიის ნაკრებთან ერთად ალბანეთში მივფრინავდით, მაშინ გადავწყვიტე: თუ ჯგუფიდან ვერ გავალთ, გადაწყვეტილება უკვე მიღებული უნდა მქონდეს. ღრუბლებს ზევით ყველაფერი ნათელი გახდა.“
- გადაწყვეტილებით ვინ გაიმარჯვა: გონებამ? გრძნობამ? მეუღლემ?
„ჩემი მეუღლე ყოველთვის ჩართული იყო ჩემს სამქმიანობაში, მაგრამ პროფესიულ გადაწყეტილებებს ყოველთვის მარტო ვიღებდი. ეს უფრო გონებისა და გრძნობის ურთიერთთანამშრომლობა იყო.“
- არ გსურთ, რომ 30-35 წლის მწვრთნელი იყოთ, რომელიც ახლა გამოდის სამწვრთნელო აკადემიიდან?
„არა. მე შესანიშნავი პერიოდი განვვლე თავისი მარცხითა და გამარჯვებით, ყველა საფეხბურთო ეტაპი გავიარე. ამისთვის მადლობელი ვარ. მართალია, ეკლესიაში იშვიათად დავდივარ, მაგრამ როდესაც მარტო ვარ, უფალს მუდამ მადლობას ვუხდი იმ ყველაფრისთვის, რისი გადატანისა და მიღწევის უფლებაც მქონდა. მე კმაყოფილი ვარ.“
- შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ჯოვანი ტრაპატონიც ვიხილოთ, რომელიც 74 წლისაა. საუბარია, რომ მექსიკის ნაკრებს ჩაიბარებს.
„ჯოვანი უნიკალური ვინმეა, ნამდვილი ენერგიის თაიგული, შადრევანივით ახალგაზრდულად ჩქეფს. დღემდე გახურების სავარჯიშოებს ასრულებს. მე ჯოვანისნაირი ტიპაჟის არ ვარ.“
- პეპ გუარდიოლა გერმანიის პირველი ჩემპიონობის გზას ადგას. 16 ტურის შემდეგ შეიძლება მისთვის ჩემპიონობის მილოცვა?
„დიახ. ჩემპიონობის საკითხი გადაწყვეტილია. მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნს სამი-ოთხი ტრავმირებული ფეხბურთელი ყავს, ამის კომპენსირება მარტივად შეუძლიათ. მომდევნო ხუთ წლის მანძილზე ბაიერნისთვის დაწევა რთული იქნება, მათ ახალგაზრდა და წარმატებას მოწყურებულ და გამოცდილ ფეხბურთელთა საოცარი შერწყმა აქვთ.“
- კარიერის დასარულს მსოფლიო ჩემპიონატზე შვეიცარიის ნაკრებთან ერთად რა შედეგით დარჩებით კმაყოფილი?
„ჯგუფიდან გასვლა გვსურს, მერვედფინალი წარმატება იქნება - შემდეგ კი უკვე საზღვრები არ არის.“ (იცინის)
-------------------
AZ
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=696...er¬if_t=like