FC Bayern Geo Fans
პეპ გუარდიოლამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოსამზადებელი პერიოდი შეაჯამა.
. . . დავიდ ალაბას ტრავმა:
„უბრალო შეჯახება იყო. არ ვიცი, საღამოს ივარჯიშებს თუ არა. მაგრამ დიდი პრობლემა არ არის.“
. . . შეკრება:
„ყველაფერი კარგი იყო. ახალი ტრავმირებულები არ გვყავს. ჰოლგერ ბადშტუბერი თავს ბევრად უკეთ გრძნობს, მაგრამ წინ კიდევ ხანგრძლივი პროცესია. ბასტიან შვაინშტაიგერი და არიენ რობენი თითქმის მზად არიან. დანარჩენებმაც კარგად ივარჯიშეს. ფანტასტიური პირობები გვქონდა. რამდენად წარმატებული შეკრება იყო, ეს გლადბახთან შეხვედრისას გამოჩნდება.“
. . . როტაცია მეორე წრეში:
„დიდი კადრი გვყავს. პერფორმანსი იმაზეა დამოკიდებული, ვინ არის ფორმაში, ბოლოს სწორედ ის ითამაშებს. პირველ წრეში როტაციის განხორციელების საშუალება ხშირად არ მქონდა, ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვყავდა ტრავმირებული. ახლა კი მთელმა კადრმა უნდა ითამაშოს, ეს თითოეულმა დაიმსახურა.“
. . . მისი სასურველი თერთმეტეული:
„ასეთი არ მყავს. ყოველ მესამე დღეს თამაში მოგვიწევს. ყველა გვჭირდება. თანაც ეს ყველაფერი დამოკიდებულია ფეხბურთელების კონდიციებზე, მეტოქეზე . . . ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ თამაში. მწვრთნელი ყოველთვის უკეთ ხედავს, ვინ უნდა ითამაშოს.“
. . . ფილიპ ლამი:
„ზოგჯერ ფლანგზე თამაშობს, ზოგჯერ ცენტრში. როდესაც ყველა გამოჯანმრთელებული და ფორმაში იქნება, ცენტრში ბევრი ფეხბურთელი გვყავს, მაშინ ფლანგზე გადავა. მაგრამ თუ ცენტრში ძალიან კარგად თამაშობს, მაშინ იქ ითამაშებს. არ ვიცი. ყოველ ჯერზე ახალ გადაწყვეტილებას მივიღებ.“
. . . მიზანი, ბუნდესლიგის სეზონის დაუმარცებლად დასრულება:
„ჩვენი მიზანი გლადბახთან მოგებაა - ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან. ნაბიჯ-ნაბიჯ ვფიქრობთ.“
. . . ბასტიან შვაინშტაიგერი:
„ორი კვირა დაგვრჩა, დრო არის. დიდხანს იყო ტრავმირებული. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.“
. . . მისი პირველი ზამთრის შეკრება:
„არ ვიცი, რა მოხდება მომავალ თვეებში, მაგრამ ასეთი შეკრებები სხეულისთვის ძალიან კარგია. ბევრად უკეთესია ის, რომ ბუნდესლიგაზე მხოლოდ 18 კლუბი ასპარეზობს, თასის გათამაშებაში მხოლოდ თითო მატჩი ტარდება - ეს კარგია ფეხბურთელებისთვის.“
. . . დოჰაში მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელები: „დარწმუნებული ვარ, თუ კარგად გააგრძელებენ, პირველ გუდნში ითამაშებენ. მაგრამ ამისთვის ჯერ მეორე გუნდში უნდა გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.“
. . . ხავი მარტინესი:
„პირველ წრეში პრობლემები ქონდა. ახლა კარგად ვივარჯიშეთ. იუპ ჰაინკესთან შესანიშნავად თამაშობდა. ცენტრალური მცველი იქნება თუ საყრდენი? ორივე პოზიციაზე თამაში შეუძლია.“
. . . არსენალი:
„ვიცი, რა მოხდა წინა წელს. ბარსელონასთან ერთად მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია. ვიცი, რა რთულია ეს.“
-------------------
AZ
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=696...&type=1&theater