FC Bayern Geo Fans
ინტერვიუ ფილიპ ლამთან.
- ფილიპ, ``წლის გუნდში`` აგირჩიეს. რა მნიშვნელობა აქვს ამ აღიარებას თქვენთვის?
``მსოფლიოს რჩეულ გუნდში ყოფნა განსაკუთრებული მომენტია, რადგან ხმის მიცემაში თითქმის მთელი მსოფლიო იღებს მონაწილეობას. მგონი ამ გუნდში მარცხენა მცველად ვარ. მაგ პოზიციაზე კი წელს არ მითამაშია - ასე რომ, სათამაშო მაქვს.``
- ფრანკ რიბერი კი საუკეთესო ვერ გახდა. როგორ აფასებთ არჩევნების შედეგებს?
``ძალიან სამწუხაროა, ძალიან მინდოდა, რომ გაემარჯვა. მე ის ავირჩიე. ჩვენთვის, კლუბისა და გულშემატკივრისთვის განსაკუთრებული მომენტი იქნებოდა. მაგრამ ასეთია სპორტი. ხმის მიცემის უფლება ბევრს ქონდა და გამარჯვებულიც სხვა გახდა.``
- მიუხედავად ყველაფრისა რონალდოს არჩევის გამართლება შეგიძლიათ?
``საუკეთესოს წოდება სამივემ დაიმსახურა, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. გასულ წელს რონალდომ ბევრი გოლი გაიტანა. ამიტომ ამ სამეულის ფინალში ყოფნა აბსოლუტურად მესმის. ჩემთვის პირადად სასურველი იქნებოდა, რომ ფრანკს გაემარჯვა. ეს გულით მინდოდა.``
- როგორ აფასებთ გერმანული ფეხბურთის შედეგს?
``დაუჯერებელია. სცენაზე ერთმანეთს ვესაუბრებოდით. გერმანული ფეხბურთისთვის ძალიან წარმატებული მომენტი იყო. ორმა გერმანელმა მწვრთნელმა გაიმარჯვა, წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გერმანელია, ორი გერმანელი საუკეთესო თერთმეტეულში მოვხვდით - გერმანიისთვის ძალიან, ძალიან დადებითი შედეგია.``
- და რას იტყვით ჰაინკესის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებასთან დაკავშირებით?
``მე ავირჩიე, ასე რომ ჩემთვისაც აქვს მადლობა მოსახდელი. ეს ხუმრობით, სერიოზულად კი: მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპმაც შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა, ჰაინკესი ამას უფრო იმსახურებდა, მან ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ამიტომ, აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვებულია.``
------------------
dfb.de
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=697...&type=1&theater