FC Bayern Geo Fans
პეპ გუარდიოლა ამბობს, რომ ის ტიაგოსავით თამაშობს. ზამერი თვლის, რომ ძალიან ბეჯითია.
საუბარია მიუნხენის ბაიერნის მეორე გუნდის 19 წლის ფეხბურთელ ალესანდრო შიოპფზე, რომელსაც კლუბთან პროფესიონალური ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს და რომელიც ორ თანატოლთან ერთად დოჰაში შეკრებაზე იმყოფებოდა.
ავსტრიელი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ეს პროფესიონალებთან მისი ბოლო ვარჯიში არ ყოფილა.
- ათი დღე პროფესიონალებთან ერთად გაატარე. როგორი იყო ეს პერიოდი შენთვის?
``უბრალოდ შესანიშნავი! ახალგაზრდებს შეგვეძლო დიდებისგან ყველა ვარჯიშზე რაღაც გვესწავლა, ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა.``
- იყო ისეთი ფეხბურთელი, ვისგანაც განსაკუთრებით ბევრის სწავლა შეძელი?
``ცალკეული პროფესიონალის გამოყოფა გამიჭირდება, ჩემი აზრით ნებისმიერისგან შეიძლება სწავლა, როგორც საფეხბურთო, ისე ადამიანური თვალსაზრისით. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ მიგვიღეს ახალგაზრდები. ამას არ ველოდი. თითოეული, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, ძალიან გულიანია. ნამდვილად არ იყო ის სიტუაცია, რომ უბრალოდ ჩვენი ატანა უწევდათ. პირიქით, ვარჯიშის დროს თვითონ მოდიოდნენ ჩვენთან, გვესაუბრებოდნენ და გვაძლევდნენ რჩევებს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.``
- ახალგაზრდა ფეხბურთელებს განსაკუთრებით ფრანკ რიბერი მეურვეობს, ასე არ არის?
``მართალია! ხშირად გვესაუბრება, როდესაც შეცდომას ვუშვებთ, მაშინვე რჩევას გვაძლევს და გვამხნევებს: ``გააგრძელე, არაფერია, შემდეგი აუცილებლად გამოგივა!`` ახალგაზრდა ფეხბურთელის თავდაჯერებულობისთვის კი ასეთი ჟესტი ოქროდ ფასობს, მითუმეტეს როდესაც ამას შენთვის ისეთი შემდგარი ფეხბურთელი აკეთებს, როგორიც ფრანკ რიბერია. იგი თითოეულზე ზრუნავს.``
- რაში მდგომარეობს განსხვავება პროფესიონალებსა და დუბლებს შორის?
``პროფესიონალებთან ყველაფერი ოთხჯერ უფრო აჩქარებულია. გონებაც სწრაფად უნდა მუშაობდეს, სხვანაირად არ გამოვა. ამ ტემპმა პირველ დღეებში ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.``
- და როგორ უგებდით პეპ გუარდიოლას? მზად არის ის ახალგაზრდა ფეხბურთელების მოსამენად?
``განსხვავება იმაში, თუ როგორ ელაპარაკება ახალგაზრდებსა და პროფესიონალებს, არ არის. ერთნაირად ესაუბრება დიდსაც და პატარასაც. ეს შესანიშნავია. ახლა უკვე ვიცი, რატომ იყო ბარსელონაში ასეთი წარმატებული, ვარჯიშების დროს იგრძნობა, როგორ დახვეწილად და სრულყოფილად აკეთებს ყველაფერს. ცალკეულ ფეხბურთელს დეტალურად უხსნის, რას ითხოვს მისგან და რა უნდა გააუმჯობესოს მან, ჟესტიკულაციასაც იყენებს - მშვენიერია.``
- ამის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი?
``საუკეთესო შემთხვევაში პროფესიონალებთან. ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელო, დუბლებში, თუ პირველ გუნდთან, ამას მნიშვნელობა არ აქვს.``
------------------
TZ
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=697...&type=1&theater