FC Bayern Geo Fans
მოახერხებენ თუ არა არიენ რობენი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ფილიპ ლამი და ხავი მარტინესი მეორე წრის სასტარტო მატჩისთვის ფორმაში ჩადგომას, ჯერჯერობით გაუკრვეველია.
მაგრამ ეს რეკორდმაისტერს ალბათ ნაკლებ პრობლემას შეუქმნის, რადგან გუარდიოლას კადრიდან გამომდინარე პარასკევისთვის თავისუფლად შეუძლია მეორე გუნდის შექმნაც.
AZ-მ შეეცადა მოკლე ანალიზი გაეკეთებინა, ვის რომელ პოზიციაზე აქვს უპირატესობა.
კარში:
1. მანუელ ნოიერი, 2. ტომ შტარკე, 3. ლუკას რიდერი
რასაკვირველია: მსოფლიოს 2013 წლის ნომერი პირველი მეკარე ნოიერი. შტარკეს კი გუარდიოლასთან, ისევე როგორც ჰაინკესის დროს, ალბათ სეზონის ბოლოს მიეცემა თამაშის შანსი.
მარჯვენა მცველები:
1. ფილიპ ლამი, 2. რაფინია, 3. მიტჩელ ვაიზერი
წესით ეს ლამის ძირითადი პოზიციაა - მაგრამ როდესაც კაპიტანი ცენტრშია საჭირო, მაშინ მარჯვენა მცველის პოზიციაზე რაფინია თამაშობს. ვაიზერი მხოლოდ გასაჭირის შემთხვევაში.
ცენტრალური დაცვა (2x)
1. ჟერომ ბოატენგი, 2. დანტე, 3. ხავი მარტინესი, 4. დანიელ ვან ბოიტენი, 5. დავიდ ალაბა.
ბოატენგი დაცვის ლიდერად ჩამოყალიბდა. დანტეს ძირითადში არყოფნაც იშვიათად ხდება. ახალი ამ სისტემაში მხოლოდ ხავი მარტინესია, რომელიც გუარდიოლამ სატესტო მატჩებში რამდენჯერმე ათამაშა ამ პოზიციაზე. ამჯერად კი ფორმის აღდგენას ცდილობს. ვან ბუიტენიც დაბრუნებისთვის იბრძვის.
მარცხენა მცველები:
1. დავიდ ალაბა, 2. დიეგო კონტენტო, 3. ილი სალაი
ეს ბაიერნის საზრუნავი პოზიციაა, რადგან ალაბას გარდა მეორე მაღალი კლასის ფეხბურთელი ამ პოზიციას აკლია. დიეგო კონტენტო გუარდიოლასთან ნაკლები ნდობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელმა რამდენჯერმე ათამაშა. რაც შეეხება ილი სალაის, ზამთრის შეკრებაზე პროფესიონალებთან ერთად იმყოფებოდა და სატესტო შეხვედრაში ითამაშა კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული ალტერნატივა ვერ იქნება.
ცენტრალური ნახევარმცველები:
1. ფილიპ ლამი, 2. ბასტიან შვაინშტაიგერი, 3. ხავი მარტინესი, 4. ტონი კროოსი, 5. პიერ-ემილ ჰოიბიერგი.
პეპს ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე ბევრი შესაძლებლობა აქვს. აქტუალური მდგომარეობით უპირატესობას ლამი ფლობს. თუ შვაინშტაიგერი ფორმას აღიდგენს, ეს მისი პოზიცია იქნება. ამ შემთხვევაში მარტინესი შესაძლოა უშანსოდ დარჩეს. და თუ გლადბახთან შეხვედრისთვის ლამი, შვაინშტაიგერი და მარტინესი დაბრუნებას ვერ მოახერხებენ, მაშინ კროოსს უპირატესობა ექნება.
შემტევი ნახევარმცველები (2x):
1. ტიაგო ალკანტარა, 2. ტონი კროოსი, 3. ბასტიან შვაინშტაიგერი, 4. მარიო გიოტცე, 5. ფილიპ ლამი, 6. შაქირი, 7. თომას მიულერი, 8. კლაუდიო პისარო, 9. ალესანდრო შიოპფი.
პეპის სასურველ ფეხბურთელ ტიაგო ალკანტარას გვერდს ვერ ავუვლით. თავად შვაინშტაიგერსაც კი კროოსთან ბრძოლა უწევს. გიოტცეც ვერ თამაშოს სისტემატურად, იქ ლამიც ერევა, შაქირის კი პეპი ხშირად ფლანგზე ათამაშებს. მიულერისთვის კი ამ პოზიციაზე ფაქტიურად ადგილი ნაკლებად რჩება.
მარჯვენა ფლანგი:
1. თომას მიულერი, 2. არიენ რობენი, 3. მარიო გიოტცე, 4. იულიან გრინი, 5. მიტჩელ ვაიზერი.
სანამ რობენი დაბრუნებისთვის იბრძვის, ეს პოზიცია ბომბარდირ მიულერს ეკუთვნის, თუმცა მარიო გიოტცესაც შეუძლია აქ თამაში.
მარცხენა ფლანგი:
1. ფრანკ რიბერი, 2. არიენ რობენი, 3. მარიო გიოტცე, 4. თომას მიულერი, 5. შაქირი, 6. იულიან გრინი.
თუ რიბერის დასვენების საშუალება მიეცემა, გუარდიოლას აქაც დიდი არჩევანი აქვს.
ფორვარდის პოზიცია:
1. მარიო მანჯუკიჩი, 2. მარიო გიოტცე, 3. თომას მიულერი, 4. კლაუდიო პისარო, 5. შაქირი, 6. იულიან გრინი.
მანჯუკიჩი კლასიკური ვარიანტია. როდესაც პეპ გუარდიოლა როტაციას მიმართავს და კიდევ უფრო მეტი ბურთის ფლობა სურს, ამ პოზიციაზე გიოტცე და მიულერიც ჩნდებიან. პისაროს შანსები ცოტა აქვს.
-------------------
AZ
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=701...&type=1&theater