FC Bayern Geo Fans <<< უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე ოფიციალურ საიტზე28.01.2014. მატჩისწინა პრესკონფერენცია - ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა პეპ გუარდიოლა.
``მეორე წრის დასაწყიში 10 დღეში სამი მატჩია, შესვენება არ გვაქვს. ხვალ სხვა ტესტი, სხვა თამაშია. ისევ სამი ქულის აღება შეგვიძლია.``
``ძალიან აგრესიულ და ფოკუსირებულ შტუტგარტს ველოდები. ისინი საკუთარ სტადიონზე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშებენ. პირველი 15 წუთი, როგორც ყოველთვის, საშიში იქნება. მათ კარგი ფეხბურთელები ყავთ, მაგრამ ჩვენს გუნდს ვენდობით.``
. . . ხომ არ გახდება ბუნდესლიგა მოსაწყენი:
``არა, სხვათა შედეგებზე გავლენის მოხდება არ შეგვიძლია. ჩვენ კიდევ ბევრი, ბევრი ქულა გვჭირდება. წინ ბევრი რთული მატჩი გველის, თუმცა კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით. თითოეული შეხვედრა კარგი ტესტია ჩვენთვის. მუდამ გაუმჯობესების სურვილი გვაქვს.``
. . . არიან თუ არა რიბერი და მარტინესი ფორმაში:
``ფრანკმა გუშინ ივარჯიშა, კარგად იყო. დღეს დასკვნითი ვარჯიში გვექნება. ვნახოთ. ხავი? არ მგონია. დანიელ ვან ბოიტენი უკეთაა.``
. . . რა ხდება მანჯუკიჩთან დაკავშირებით:
``დღეს დასკვნითი ვარჯიში გვაქვს. ბაიერნში დიდი კადრია. შესაძლებელია ყოველ კვირას ერთი, ან ორი სუპერ-ფეხბურთელი ვერ მოხვდეს განაცხადში. მარიომ კარგად ივარჯიშა. მე მეტოქე უნდა გავაანალიზო. ზოგჯერ ჩემი გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების ხარისხზეა დამოკიდებული. მანჯუკიჩში ეჭვი არ მეპარება, იგი სუპერ-სუპერ-ფეხბურთელია. მაგრამ როტაცია ყველა ფეხბურთელს ეხება, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ, ამ კლუბში არ ვიქნებოდით.``
. . . მანჯუკიჩთან დაკავშირებით შეკითხვები გრძელდებოდა, რაზეც ესპანელმა უპასუხა:
``ეს უკვე მესამე შეკითხვაა მასთან დაკავშირებით. ჩემს გადაწყვეტილებას და ჩემს შეხედულებას უკვე იცნობთ. ზოგჯერ ეს ფეხბურთელი მჭირდება, ზოგჯერ სხვა. გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო.``
. . . ბასტიან შვაინშტაიგერის მდგომარეობა:
``თუ ორჯერ, ან სამჯერ ზედიზედ გუნდთან ერთად ვარჯიშს მოახერხებს, მაშინ უკვე კარგად იქნება. როგორც ექიმმა მითხრა, ბოლო ორი დღეა ნაკლები ტკივილები აქვს. გუშინ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. ბასტიანი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია არა მხოლოდ ბაიერნისთვის, არამედ საერთოდ ამ ქვეყანაში.``
. . . კადრთან დაკავშირებით:
``მნიშვნელოვანი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გარეშეც მოვიგეთ.``
. . . რობენი:
``უკეთ არის. ჯერ არ ვიცი, საკმარისად ფორმაშია თუ არა 90 წუთის სათამაშოდ.``
. . . ხომ არ ავიწყდებათ ფეხბურთელებს ზოგჯერ გოლის გატანა:
``არა, არა. ეს არ ავიწყდებათ. ეს შემდეგი ნაბიჯია. უფრო მეტი საგოლე მომენტი უნდა შევქმნათ და გამოვიყენოთ. ეს წვრილმანი დეტალებია.``
. . . ნაადრევი ჩემპიონობა:
``საჩემპიონო ზეიმზე იანვარში საუბარი ძალიან ადრეა. ამას ახლა მეკითხებით? არცერთი გუნდი არ ხდება იანვარში ჩემპიონი. მაგრამ მარტში?! არა, ეს შეუძლებელია. . . ისევ მარტზე მეკითხებით?! ახლა ჩვენი შემდეგი მეტოქე შტუტგარტი პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს.``
. . . ავტობუსით მგზავრობა შტუტგარტში:
``მიყვარს ავტობუსით მგზავრობა. სიამოვნებით ვათვალიერებ გარემოს. ამ ქვეყნის უკეთ გაცნობა მსურს.``
. . . ბარსელონას ახალი პრეზიდენტის შესახებ:
``წარმოდგენა არ მაქვს.``
-------------------
AZ
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=704...pe=1&permPage=1