ამან მიბიძგა, მახსოვრობა დავძაბე, მეგრული ენციკლოპედია მოვიშველიე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ღლეც კი არავისთვის წაგვიჭამია ლიგაზე.
გუნდს რომელსაც გრანდობაზე აქვს პრეტენზია, ცოტა მეტი მოეთხოვება საერთაშორისო არენაზე.
2000-01 წლიდან უკვე ჯგუფური ეტაპებიდან ვუყურებ, იქამდე ხან შუქი არ მქონდა ხან საკაბელო.
იმ დროს ორ ჯგუფა ყ.ლ.ეობები იყო მეოთხედფინალამდე. ორივე ჯგუფიდან გავედით და ვალენსია შეგხვდა მეოთხედფინალში.
2:1 პირველი თამაში, მახსოვს ძალიან ცუდად ჩავატარეთ თამაში მესტალიაზე. გაძლებაზე ვთამაშობდით და ვერ გაძლო მაინც, ერთხელაც აჯობა ადამსს კარიუმ და შეაგდო. ესეც დამთავრდა 1:0.
01-02 და 02-03 მეორე ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავედით
03-04. მეოთხედფინალი. კატასტროფა იმ ყ.ლ.ე გუნდა ჩელსისთან. ჯერ პირველ თამაშში ლემანმა იყ.ლ.ევა და გუდიონსენს გაატანია ბურთი. 1:1, მეორე თამაშში 1:1 რჩებოდა ისე იმ ცოლმოტ.ყნ.ულმა ბრიჯმა შეგვიგდო და გამოვვარდით. მაშინ მართლა გვქონდა შანსი.
04-05 მერვედფინალში ბავარიამ გვაწოვინა. არადა აქაც გვქონდა შანსი. უშანსოდ ვაგებდით პირველ თამაშს 3:0, ტურემ შეაგდო ბოლოს. სახლში მეორე ტაიმის შუაში შეაგდო ანრიმ და მეტი ვეღარ გავქაჩეთ, ასეც მორჩა 1:0
05-06 ნუ ეს წელი ყველა ჩვენგანის ტკივილია. ლარსონის დდშვც და ლემანის კიდევ.
06-07 მერვედფინალში პსვსთან

მოვახერხეთ პირველი თამაშის 1:0 წაგება გასვლაზე, სახლში ვხმარობდით 1:0 ვუგებდით, როცა მინიმუმ 3:0 მაინც უნდა ყოფილიყო და იმ ყ.ლ,ეთავა ალექსმა შეგვიგდო თავით და ჩაგვიჯვა ოცნებებში.
07-08 მეოთხედფინალი ლივერპულთან. ყველაზე გულდასაწყვეტი გამოვარდნა ალბათ, ყველას გახსოვთ უოლკოტის გარღვევა და ადებაიორის გოლი 84-ე წუთზე. 2:2 გახდა ანგარიში და ჩვენ გავდიოდით. ვენგერის მუდარა არ დამავიწყდება ხელებს რომ ძირს სწევდა დაწყნარდით, დააწყნარეთო და ეგრევე 1 წუთში პენალტი ავიკიდეთ
08-09 ნახევარფინალი მასტერკლასი მანჩესტერისგან. ჩემს ცხოვრებაში ასე უსუსურად არ მიგვრძნია თავი, იმენა გაგვიგანგბენგეს.
09-10 მეოთხედფინალში მესიმ გაგვიფინა, არც ღირს სალაპარაკოდ.
და მომდევნო წლები მითუმეტეს, ჯგუფში მეორე ადგილები და ეგრევე გამოვარდნა პლეიოფის პირველივე ეტაპზე.
წელს თუ ვიყიდეთ ფორვარდი ვინმე ნორმალური დავარღვევთ ტრადიციას და ავწევთ თასს