მომენატრა ფეხბურთზე ლაპარაკი

ჩემი აზრით, გინდ ვერაფერი მოვიგოთ ანჩელოტი მაინც უნდა დარჩეს (თუ ძაან საზიზღარი ფეხბურთი არ ვითამაშეთ რა თქმა უნდა)
საფუძველი უნდა ჩაეყაროს გუნდს. საჭიროა ბირთვის შექმნა, რომელიც წლების მანძილზე დომინანტობას მოგვიტანს
ყოველ წელს იგივე ხდება, ახალი ტრანსფერები, ახალი ბირთვი, ახალი მწვრთნელი... გუნდი ვერ ჩამოყალიბდა
უნდა შეიქმნას ფუნდამენტი, გამოიკვეთოს გუნდის თამაშის სტილი და ა.შ.
შეუძლებელია დღევანდელ დღეს ესე 1 წელში აწყობილი გუნდით ლიგის მოგება
აგერ ბაიერნს წლების წინ რამხელა ჩავარდნა ჰქონდა. მერე დანიშნეს ვან გაალი, კაკრაზ რომელმაც ტოტალური ფეხბურთის ფუძე შექმნა გუნდში
ჰაინკესმა განავითარა და ამხელა შედეგი დადო. ეხლა გუარდიოლა იგივე გზას აგრძელებს
შეიძლება ანჩელოტიმ ვერ დადოს ტიტულები, მაგრამ რაღაც მაინც უნდა გამოკვეთოს. თამაშის სტილი, გუნდურობა, შეთამაშება...
რაც მთავარია, ახალი მწვრთნელის მოსვლის შემთხვევაში რადიკალური ცვლილებები არ უნდა მოხდეს. იდეოლოგია უნდა შენარჩუნდეს
ეგაა შედეგის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. ყოველ წელს რომ წვრთნელი იცვლება და ყველა თავისას ახვევს გუნდს მაგიტომაც ვერ ვდებთ შედეგს
პელეგრინის ფეხბურთი ვაფშე სხვა იყო, მოვიდა ჟოზე მაგან საერთოდ სხვა ფეხბურთს შეგვაჩვია, ეხლა კიდე ანჩელოტი თავისი სტილით
წარუმატებლობის თავი და თავი პერესი და მენეჯმენტია მაინც. შეეცით და არ ესმის კაცს სპორტული მხარე
კი მადრიდისტაა, უყვარს რეალი, ამდენს ხარჯავს, მაგრამ ეს ყველაფერი მარკეტინგულად არის მომგებიანი
პრეზიდენტი უნდა იყოს შემსრულებელი. ტრანსფერები მწვრთნელის საქმეა
ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა ფლორო მარტო ფინანსურ მხარეს რომ განაგებდეს, სპორტული მხარე სხვას ჩააბაროს

არ შედის მაგის ტვინში რომ ყოველ წელს მწვრთნელის ცვლილება და ტოპ ტრანსფერები არ შეიძლება
ჯერ ისედაც ჩამოუყალიბებელი ბირთვია და ამ ბირთვს კიდე შლი და ახლიდან იწყებ "აშენებას", რომელსაც სეზონის ბოლოს ისევ დაანგრევ? სასაცილოა პროსტა
დრო უნდა ყველაფერს. 1 წელში ტიტული ვერ დაიდება
ტაკ შტო კარლო როგორც მინიმუმ იქითა წელსაც უნდა დარჩეს

ფუძეს მაინც შექმნის და მერე სხვა მწვრთნელი წარმატებაში გადაიყვანს
***
რავიცი ეხლა რასაც ვუყურებ კარლოს სტილი აშკარად 3 ცენტრია ხედო-ალონსო-მოდრიჩი
ვერ ჯდება ამ სისტემაში ტიპიური 10-იანი
ესეც მორიგი ### მენეჯმენტის შედეგი
მოგყავს მწვრთნელი, რომლის სქემაშიც ფლეიმეიქერი არ ჯდება, ამასობაში გუნდში გყავს ოზილი (ნუ კაი ეს გაუშვეს და არ ჩავთვალოთ), ისკოს რაღას ყიდულობ მაშინ
თანახმა ვარ ამოვარდეს ისკო თუ შედეგს დადებს ეგ ცენტრი. რაც ვითამაშეთ ყველაზე კაი შთაბეჭდილება მართლაც მაგ სქემამ დატოვა
ეხლა გუნდოგანიც თუ დაემატა, მაშინ საერთოდ გარდაუვალი იქნება 3 ცენტრით თამაში
გუნდო-ალონსო-მოდრიჩი + ხედირა
This post has been edited by გიგს on 29 Dec 2013, 00:00