ყველას გილოცავთ მოგებას და ლიგის ზონაში გადასვლას, თითქმის ერთპიროვნულად სამპა არ არის კონკურენტი.
თვითონ თამაშს რაც შეეხება ძაან გამახარა კლოზეს დუბლმა.
ყველაზე მეტად კი გუნდში მახარებს ჩვენი აპორნი ზონა, ბილია და პაროლო ძაან თესლა აპორნიკები არიან, განსაკუთრებით ვაკვირდებოდი მაგათ გადაადგილებას და ლედესმა-ერნანესის წყვილს ბევრად სჯობიან ჩემი აზრით. ბილია ლედესმაზე ბევრად მოძრავი და ცეპკია )) და პაროლო ძაან მოაზროვნე ნახევარმცველია და შეტევებშიც ჭკვიანურად ერთვება, ლულიჩს ვაკვირდებოდი კიდე განსაკუთრებით, ხშირად ეხმარება ძაან ბილიას და პაროლოს და ბევრი ბურთის ართმევაში იღებს მონაწილეობას, ამასთან სულ პრესინგისთვისაა მომართული და ხშირად ძალიან წარმატებითაც. ჩემი ანალიზით სწორედ აქედან მოდის ხოლმე ჩვენი უპირატესობა უმეტეს შემთხვევაში. პლიუს ამას ემატება კანდრევას გარღვევები, მაურის არაორდინალური გადაწყვეტილებები ( როგორ მინდა რომ ერთი სამი წლით პატარა რომ იყოს) და პლიუს კლოზეს ჭკვიანური თამაში.
ასევე ძალიან მომწონს დე ვრეის დამაჯერებელი და ტექნიკური თამაში, ეტყობა აშკარად კლასი და აუცილებელია მისთვის ნორმალური მეწყვილე რომ ესეთი ###ური გოლები არ გავუშვათ ხოლმე. სიანის თითქოს უყურებ და დამაჯერებლად თამაშობს მაგრამ ერთი ორი ###ური შეცდომა რომ არ დაუშვას არ შეიძლება.
ბრაფჰეიდი სასიამოვნოდ მაოცებს და საწყენია რომ რადუს ფლანგზე თამაშობს და არა მარჯვენაზე.
პერეირინია არაა მცველი და აშკარად ეტყობა კიდეც თამაშის დროს, კაროჩე კონკოს რატო არ ათამაშებს ვერ ვხვდები, მაშინ მაინც როცა ბასტა ტრამვირებულია და პლიუს ასევე კავანდამაც იყლევა, ნუთუ მესამე მცველი მაინც არ არის?
ლულიჩმა კი გადააჭარბა ცოტა იბარბოსთან მაგრამ სახეში მოხვდა და შეეძლო ისე წაქცეულიყო და სახეზე ხელები მიეფარებინა, ხომ არ თხოვდა ვინმეს რომ გააგდეთო? ისე კი ძაან მაგარი თამაში ჩაატარა, ძაან ბევრი იბრძოლა ირბინა, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, ჩემი აზრით კანდრევაზე უკეთესი იყო, თუ იმასაც დავუმატებთ რომ ნახევრად აპორიკად თამაშობდა.
მეორე გოლის კომბინაცია იყო ძაან თესლა და ორივე ეს გოლი რომელიც ერთ წუთში გაიტანა კლოზემ პაროლოს ჩაჭრებს მოყვა.
კაროჩე გუნდს აშკარად ეტყობა პერსპექტივა, გაისად კლოზეს შემცვლელის საყოდლად არ უნდა დავიშუროთ ფული და ასევე ჰაერივით გვჭირდება მაურის ღირსეული შემცვლელი.
ეს ორი ტრანსფერი თუ განვახორციელეთ წარმატებით დარწმუნებული ვარ ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ. თუმცა თუ ძაან გაგვიმართლებს წელსაც შეიძლება და თუ ზამთარში ციანის და კონკოს გავყიდით და მათი თანხით ერთ კარგ ცენტრალურ მცველს ვიყიდით.
ეხლა კი აუცილებლად უნდა მოვუგოთ მჭედლიძეს მომდევნო ტურში და გავიმყაროთ პოზიციები იუვესთან თამაშის წინ, სხვათაშორის ჯენოამ თუ მოუგო იუვეს ჩვენც შეგვიძლია მოგებისთვის ვითამაშოთ 100%.
ყველაზე მეტად კიდე ის მახარებს რომ მერდას წამოვეწიეთ 3 ქულამდე და ერთი ფეხის დაცდენა უნდათ რომ გადავასწროთ.
ფორცა ლაციოოოოოოოო
აუ ახლა ვნანობ რატომ შევცვალე მარშრუტი და არ წავედი რომში ლაციო-იუვეზე, არადა ფრენის ბილეთები ნაყიდი მაქვს რომის, მაგრამ უკვე სხვა რამე დაიგეგმა