ზდაროვა ხალხი, უკვე ერთი კვირა გავიდა რაც რომიდან ჩამოვედით და ვერაფრით მოვიცალე რომ შემოვსულიყავი და ვოიაჟის შესახებ ორი სიტყვა დამეწერა.
ძაან მაგრად გაასწორა დერბიმ და რომმა.
ჩასვლის მეორე დღეს ჩვენმა ილალიელმა მეგობარმა ვიტორიამ გამოგვიარა სასტუმროში და ლაციოს რადიოში წაგვიყვანა, იქ პირდაპირი ჩართვა გვქონდა დაახლოებით საათნახევრიანი, მე ინგლისური არ ვიცი და ბაჩო ბაზრობდა ჩვენს ფანკლუბზე, შემდეგ იტალიელი ფანები გვერთვებოდნენ სატელეფონო ჩართვებით და გვეკიტხებოდნენ, ერთმა იტალიელმა ლაციალემ სურამიდან დარეკა, მაგარია საქართველოო, პირდაპირ ეტერში ქართული სიმღერები გაუშვეს. რადიოში ჩართვის ვიდეოები დევს კიდეც ჩემს ფეისბუქზე. ბოლოს ფოტოები გადავიღეთ სამახსოვროდ და წამოვედით, რადიოდან Lazio Style-ში წავედით ლაციოს ოფიციალურ მაღაზიაში, ლამის გონება დავკარგე რომ შევედი ყველაფრის ყიდვა მინდოდა. საბოლოოდ ლაციოს დუტი შევიძინე და ოფიციალური ცისფერი მაისურა, ასევე ლაციოს ბრელოკი.
რადიოში ჩართვის მეორე დღეს ანუ თამაშის წინა დღეს ვიტორიამ დაგვირეკა და გვითხრა, ნამდვილი ბუმია თქვენზე რადიოშიო, თამაშის დღეს ნახავთ რამდენი ხალხი გიცნობთო და მართლაც ესე აღმოჩნდა.
გათენდა კვირა, სანუკვარი და ოცნების ახდენის დღე, დილით ვიტორიამ და ფაბრიციომ გამოგვიარეს მანქანით და მოვემზადეთ და წავედით ოლიმპიკოსკენ. ნამდვილი საოცრება იყო როგორ დარაზმულად მიდიოდნენ ლაციოს ფერებში ჩაცმული ლაციალეები ოლიმპიკოსკენ მიმავალ გზაზე. სტადიონზე შესვლამდე მიმდებარე ტერიტორიაზე გავჩედით ლუდი დავლლიეთ ფოტოები გადავიღეთ აქედან წაღებულ Lazio Club Georgia-ს დროშასთან ერთად და გავეშურეთ უშუალოდ სტადიონის შესასვლელისკენ. კონტროლი უპრობლემოდ გავიარეთ და რაღაც საოცარი შეგრძნებაა როცა თვითონ სტადიონზე შედიხარ, თითქოს სხვა სამყაროში ხვდები. როგორც კი ტრიბუნებისკენ გზას დავადექით პირველიც რაც თვალში მოგვხვდა აზერბაიჯანის დროშა იყო, მაშინვე მივედით და გამოველაპარაკეთ ძაან მაგრად გაუხარდა, თან ნაცნობი ფორუმელი აღმოჩნდა ლაციოს რუსული ფორუმიდან, ფოტოები გადავიღეთ და კონტაქტები გავცვალეთ. სადაც კი ქართულ დროშას გავშლიდით ინტერესდებოდნენ იტალიელები ვისი დროშააო და რომ ვეტყოდით საქართველოო, მაშინვე ამბობდნენ ვაა თქვენ რადიოში რომ იყავით ისინი ხართო, ზოგიერთს დაჟე ლევანის სახელიც ახსოვდათ. თვითონ თამაში ყველა უყურეთ რაც იყო, ვიტყვი უბრალოდ იმას რომ კურვა ნორდის ტრიბუნიდან არც ისე კარგი საყურებელია თამაში, შორს ჩანს და არ გაგვიმართლა იმაში რომ საყურებლად არ იყო კარგი იგრა. ყველაზე დიდი ემოცია მაინც ის ენით აუწერელი ატმოსფერო იყო რაც კურვას ტრიბუნაზე იგრძნობოდა.
ამ ყველაფერზე მოცლილად სტატიას დავწერ სპეციალურად, უკვე დაწყებული მაქვს მუშაობა და დავდებ. უბრალოდ არ შემეძლო აქ არ შემოვსულიყავი და ორი სიტყვა არ დამეწერა.
ეხლა ფოტოებს დავდებ ნაწილს და ჩემს დანარჩენ სათმელს ფოტოები იტყვიან.
მიმაგრებული სურათი