ამასობაში უკვე ევროპა ლიგის ზონაში ვართ 48 ქულა და აქედან 28 ქულა რეიას აღებულია 14 თამაშში, მანამდე პეტკოს 17 თამაშში 20 ქულა აიღო.
კი ვლანძღავთ და არ მოგვწონს მაგრამ შედეგი აქვს. თავიდანვე რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ ეხლა ჩემპიონთა ლიგისთვის მებრძოლთა სიაში ვიქნებოდით. თანაც ისაა გასათვალისწინებელი რომ ერნანესი გაუყიდეს და კლოზე კიდევ ან ნახევარჯერ არაა და ფორმაშიც აღარაა ძველებურად.
დარწმუნებული ვარ თუ ამ კაცს სამ ძლიერ ფეხბურთელს ვუყიდით და სხვა რამოდენიმე პოზიციასაც გავუძლიერებთ ჩემპიონთა ლიგაზე უეჭველად გაგვიყვანს.
ეს ზაფხულის სატრანსფერო ნაჯარა უნდა იყოს წესით გარდამტეხი გუნდის ფორმირებისათვის ერნაზე აღებული 20 ლიმონი და + კიდევ ერთი 10 ლიმონი მინიმუმ უნდა დიახარჯოს გუნდის სუფთა შემოსავლიდან, კიდევ თუ ზედმეტ რამოდენიმე ფეხბურთელს სარფიანად გავყიდით კიდევ შეიძლება გაძლიერება.
კვალიარელას, ჯოვინკო და იუვეს იმპოტენტები არაფერში გვჭირდება. მე პირადად პოდოლსკის ვიყიდდი 10 ლიმონია ფასი დაახლოებითო და ერთბაშად ორ კურდღელს დავიჭერდი, კლოზეს გულსაც მოვიგებდი და პლიუს ძლიერ ფორვარდს დავიმატებდი. მართალია არსენალში ცუდად გამოიყურება ლუკასი მაგრამ ინგლისში რთულია ძალიან თავის გამოჩენა, აბა ჟერვინიოს უყურეთ პოდოლსკიზე ცუდი იყო არსენალში მაგრამ ნახეთ რომაში რას შვება.
თან კვალიარელაზე ბევრად ახალგაზრდაა და მოტივირებული, კვალიარელას 7 ლიმონს კი აფასებენ და 2 წელიწადში ეს ფული გადასაყრელი გვექნება. ერთადერთი პრობლემა ისაა პოდოლსკი ხელფასს რამდენს მოითხოვს.... თუ პოდოლსკის ვიყიდით აუცილებლად გასაშვებია პოშტიგა და პერეაც სჯობს სადმე არენდით გავუშვათ პრაქტიკაზე, ჯორჯევიჩი, კლოზე, პოდოლსკი და კეიტა თავდასხმაში საკმარისი იქნება.
მეორე 10 ლიმონად აუცილებლად ასტორის ვიყიდდი, გვჭირდება ეგეთი ჩამოყალიბებული მცველი ჰაერივით. მისი ყიდვის შემთხვევაში გასაშვებია ციანი კარგი იქნება ერთ 2 ლიმონს მაინც თუ ავიღებთ ამ ფულს ასტორის ტრანსფერს დავამატებდით.
შესანარჩუნებელია სკამისთვის დიასიც და ნოვარეტიც, ბიავაც და ცანაც, 5 ცენტრალური მცველი აუცილებელია განაცხადში....
ნახევარდაცვაში აუცილებელია ერნანესის შემცვლელის ყიდვა, ანდერსონმა არ ივარგა და სანამ სარატეს ბედს გაიზიარებს იქნებ ვინმე დაინტერესდეს მისით ამ ზაფხულს და სჯობს ახლა დავკარგოთ 2 ლიმონი. ლულიჩის გაყიდვა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მითუმეტეს ბოლოსკენ საკაიფოდ მოუმატა და ეგეთი მუშა ფეხბურთელები საჭიროა გუნდში. თუ ერნას შემცვლელად ღირსეულ კაცს ვიყიდით მხოლოდ მაშინ ვიქნები თანახმა ლულიჩის გაყიდვაზე.
მარკეტის ხელი არ ახლოთ, მიუხედავად შეცდომებისა მაინც ჩვენიძირითადის მეკარე იქნება და ბერიშაც საჭიროა გუნდში საკაიფო კონკურენციას უწევს და დღეს საკაიფოდ ითამაშა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)