Chelsea_Man
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7776
წევრი No.: 152340
რეგისტრ.: 6-July 12
|
#39567075 · 24 Jan 2014, 19:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველამ გადაიკითხეთ ეს პოსტი
მოვესალმები ყველა ლონდონის ჩელსის გულშემატკივარს. პირველ რიგში, მოგილოცავთ მანჩესტერ უნაიტედზე გამარჯვებას, მაგრამ ასევე მწუხარებას გამოვხატავ მატას გარშემო დატრიალებულ ამბავზე, მოვლენების კარგი განვითარების იმედი დავიტოვოთ.
ახლა კი, საქმეს შევუდგეთ. მოგეხსენებათ, 26 თებერვალს, სტამბულში, გაიმართება მატჩი გალათასარაისა და ჩვენ საყვარელ ჩელსის შორის. დრამატული სანახაობა Turk Telecom Arena - ზე გაიმართება. ამ პიესის დრამატულობა განირობებულია დიდიე დროგბას და მისი ძველი გუნდის შეხვედრით. ჩელსი დაუპირისპირდება იმ მონსტრს, რომელიც თვითონ შექმნა. სანახაობა, რომლის ნახვაც მართლაც ღირს. თანაც, მჯერა რომ უმეტესობა ჩვენგანს უაღრესად დიდი სურვილი აქვს საყვარელი გუნდი ცოცხლად ნახოს. გეოგრაფიული სიახლოვის გამო, თამაში სტამბულში არის შანსი ჩვენთვის, რომ მასზე დასწრება შევძლოთ. მე და ჩემმა მეგობრებმა, მონიტორინგი გავაკეთეთ და წარმოგიდგენთ შედეგებს.
1) ბილეთი - ოფიციალურად ბილეთის ყიდვა, ახლა მხოლოდ ინტერნეტ-შეკვეთის საშუალება შეიძლება. ფასები 100 ევროდან იწყება. ასეთი მაღალი ფასის გამო, ჩვენ (ძირითადად სტუდენტებს) ეს ვარიანტი არ გვაწყობს. სტადიონთან დაკავშირების შემდეგ, გავარკვიეთ, რომ სტადიონის სალაროში ბილეთების გაყიდვა, თამაშამდე 8 დღით ადრე დაიწყება. ფასი მერყეობს 50-დან 100-ლირამდე. როდესაც ბილეთებზე ვსაუბრობთ, მხედველბაში უნდა გვქონდეს თანხა 100 ლარამდე, რადგან დამატებითად, ჩვენ გვსურს სტუმართა სექტორში, ან მის სიახლოვეს მოხვედრა. ბილეთების დაჯავშნა და ყიდვა შესაძლებელი იქნება ჩვენი კონტაქტის საშუალებით, რომელიც სტამბულში იმყოფება.
2) გზა - ავტობუსი იქეთ-აქეთ, ბათუმი სტამბული 120 ლარი დაჯდება. მოგზაურობა დაახლოებით 10-12 საათი გაგრძელდება. აქედან გავალთ 25 თებერვალს საღამოს, ხოლოდ დილით 26 - ში უკვე თურქეთში ვიქნებით. ასეთ ვარიანტს ვირჩევთ იმიტომ, რომ გზაში წარმოქმნილმა შესაძლო ხარვეზებმა, როგორიცაა საბურავის დაშვება, ან ძრავის დროებით მწყობრიდან გამოსვლამ, თავი აგვაცილოს თამაშზე დაგვიანებას, რაც მოხდებოდა თუ ჩასვლის დრო ახლოს იქნებოდა თამაშის დაწყებასთან. ავტოსადგურიდან სტადიონამდე ადგილობრივი ავტუბისთ იქნება შესაძლებელი, ჯამში, ქალაქში გადაადგილება არ დაჯდება უმეტეს 30 ლარისა. მეორე დღეს წამოვალთ დილით, საღამოს ავტოსადგურში გავატარებთ, ჯგუფში დროის გაყვანის პრობლემა არ იქნება. საბოლაოდ, იქეთ-აქეთ ბილეთი და ქალაქში გადაადგილება, 150 ლარი დაჯდება.
3) 250 ლარი, არის თანხა რომელიც აუცილებლი პირობებისთვის გჭირდებათ. თუ თქვენ, ჩვენთან ერთად წამოსვლას გადაწყვიტავთ, ეს თანხა 16 თებერვლისათვის მზად უნდა გქონდეთ. ასევე, დიდი თხოვნა იქნება, სანამდ დანამდვილებით არ გექნებათ გადაწყვეტილი წამოსვლა, პირადად არ დამიკავშირდეთ, მათ კი, ვისაც უკვე ჭეშმარიტად აქ გადაწყვეტილი წამოსვლა, გთხოვთ დამიკავშირდით უფრო დეტალური ინფორმაციისათვის.
არის ასაკზე შეძღუდვა, პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ და ვერ ავიღებთ ისეთ ადამიანზე პასუხისმგბლობას რომელიც არ არის 18 წლის, ანუ ვინც 18წლამდე ასაკისაა სამწუხაროდ ვერ წამოვა. ეპილოგად ვიტყვი, რომ ასეთი შანსი იშვიათად გამოჩნდება, პირადად ლონდონის ჩელსის უკვე ათი წელია ვგულშემატკივრობ და ასეთი შესაძლებლობა პირველად გაჩნდა. გთხოვთ სერიოზულად ჩაეჭიდოთ ამ შანსს, თორემ შემდგომში შეიძლება ინანოთ, რადგან ის არ ნახეთ რისიც გჯერათ და გიყვართ. თანაც ალბათ ბოლო შანსია ჩელსისთან ერთად ჩვენი ლეგენდა, დიდიე დროგბა იხილოთ. იმედია ბევრი თქვენგანი შესძლებს წამოსვლას (თუ საკმაოდ ბევრი ავღმჩნდით, შესაძლებელია ავტობუსი ცალკეც ვიქირავოთ (იგივე დანახარჯებით), საუკეთესოს სურვილებით დაგტოვებთ, იმედია თებერვლის ბოლოს სტამბულში შევხდებით, გუნდის ჩამსოვლას შევეგებებით, ვარჯიშზე დროგბას ვნახავთ, თამაშისას ჰიმნს ერთად ვიმღერებთ და რაც მთავარია, გამარჯვებას ვიზეიმებთ, იმიტომ რომ ჩელსი, ჩელსი - ჩვენი სახელია!
ჩემი ნომერია 551 71 00 17, თუ რაიმე გექნებათ დასაზუსტებელი შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, ოღონდ ძალიან გთხოვთ ელემენტარული და ისეთი კითხვები რაზე პასუხიც აქ წერია, მაგის გულისთვის ნუ შემაწუხებთ...
------------
ასეთი რამ დაწერეს ჩელსის ჯგუფში ფბ-ზე და ხო არ დავფიქრებულიყავით ?
|