ZEONეგრეა.
მატა, ლუისი, ესიენი = წასულია.
ვილიანი მაგრად დამევასა, უმაგრესი კაცია. გაცილებით უფრო ეფექტურია ვიდრე მატა.
მატას ცუდად არ უთამაშია საუთჰემპტონთან მაგრამ ფაქტია რომ ეფექტური არ იყო.
ვილიანი და ოსკარი შემოვიდნენ და თამაში დრამატულად შეიცვალა.
ოსკარი-ჰაზარდი-ვილიანი (შურლე = სკამი/როტაცია)
ლუისი წავა ან ბარსაში ან ბაიერნში.
მატას გავუშვებთ სადაც თავად სურს და ვინც მეტს გადაიხდის მაგალითად (იუნაიტედი). მანიუში მატა მაგრად ჩაჯდება. თან ახალ გუნდს აწყობენ და რამე.
პროსტა მოიესი უნდა გაუშვან და ახალი მწვრთნელი + მატა იქნება კამფეტი.

საქმე იმაშია რომ მორინიო თამაშობს სპეციფიურ ტაქტიკას. აგრეთვე, თამაშის მსვლელობისას არაერთხელ ცვლის ფორმაციას.
სამწუხაროდ მორინიოს ფეხბურთს მატა ვერ ეგუება/ეწყობა. მორინოს ფებურთში მატა ნაკლებად ეფექტურია.
იგივე იყო დროგბა-შევჩენკოს შემთხვევაშიც. ჟოზეს უპირატესობას ანიჭებდა დროგბას... და როგორც აღმოჩნდა ჟოზე მართალი იყო.
ამ შემთხვევაშიც მე ჟოზეს ვენდობი, მით უმეტეს რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მართალია.
მიუხედავად მატასადმი ჩემი უდიდესი სიმპატიებისა, მირჩევნია სადმე ჯიგრულ ან მამა კლუბში გადავიდეს და კარიერა იქ გააგრძელოს ვიდრე სკამზე იჯდეს დაბოღმილი.
ჟოზე აშენებს გუნდს რომლმაც უმოკლეს დროში დედა უნდა #####ას. ამიტომ ჟოზე მიერ გადადგმული ნაბიჯები გამართლებულია.
ჯიგარია, ლამაზი თვალები აქვს და ეგეთები არ მოსულა ბიზნესში.
იგივე ეხება დაცვას.
ლუისი აშკარად არ არის დონე ცენტრ. მცველი და აშკარად დანარჩენ მცველებზე უარესი სტატისტიკა აქვს (ბლოკების რაოდენობა, ზუსტი პასების პროცენტაჟი, ა.შ.).
ამიტომაც ჟოზე უპირატესობას ანიჭებს ივა-ტერი-კეიჰილის ტრიოს (რაშიც 100% მართალია). თან ინგლისელი მცველის ყოლა უფრო საიმედოა ვიდრე სამბა-ცუმპა-რამპა ლუსის მაგვარი ხალხი.
პ.ს. ჩელსის მატასთვის არაფერი დაუშავებია, პირიქით, საშუალება მივეცით დიდ სცენაზე გამოსულიყო. ტიპმა ტოპ ტიტულები მოიგო, ფულში ჩავახრჩვეთ, ვაგულავეთ, გავზარდეთ და საკაიფო ტრამპლინზეც დავსვით.
ასე რომ მატას საწუწუნო არაფერი აქვს. ცალცალი კალოშით მოვიდა და მიდის ოქროს ბუგატით.
ჩელსი > მატა + დროგბა + ძოლა
This post has been edited by SIDCFC on 2 Jan 2014, 19:52