3 მეტრია სიგრძე და 2 მეტრი სიმაღლე. მაგ დროშის გაკეთებაში სული და გული ჩავაქსოვეთ. ტრაბზონში შევაკერინეთ თურქ მკერავ ქალს, რომელმაც მგონი თურქული ენაც კი არ იცოდა, ძალიან გაგვაწვალა. მერე სქელი სკოჩებით დავაწერეთ წარწერები. ბაქოში წასვლის წინ კი ძალიან მაგრად გამოგვივიდა, არც ერთმა მკერავმა არ მოკიდა ხელი ძალიან რთული საქმეა და ვერ გავაკეთებთო.
სახლში წამოვიღე და დიდ ფურცლებზე ამოვაბეჭდინე პეკინზე დიდი ასოები, მერე სახლში წამოვიღე ეს ფურცლები და ასოები გამოვჭერი. ყვითელი ნაჭერი მქონდა და ამაზე გამოვჭერი ეს ასოები, მერე დროშაზე დავადე ქაღალდის გამოჭრილი ასოები, ცარცით დავაწერე რა ადგილზეც უნდა დაეკერებინათ ჭვითელი ნაჭრით. მოკლედ მკერავს გავუმზადე ყველაფერი და მეორე დღეს ჩავუტანე. მე ხო ძალიან დიდი დრო მოვანდომე, თითქოს არაფერი, მაგრამ საბოლოოდ დიდი დრო წაიღო და მკერავმა მერე რომ დამირეკა მოვრჩი და წაიღეო, რომ მივედი თავბედი იწყევლა, ეს რა ძნელი საქმე შემტენეო

ეს ჩემი გამოჭრილი ასოები ჯერ თვითოეული დაამუშავა ისე რომ არ დაძენძილიყო და მერე დაუკერებია, 2 ქალი აკეთებდა.
იმიტომ მოგიყევი ასე დაწვრილებით, რომ მინდა გითხრა შენ თვითონ თუ არ გააკეთე ძნელად იპოვი ისეთ მკერავს რომ ეს ლამაზად მოგიხერხოს. ძალიან ბევრი ვზომე და დაშორებები, ასოების ზომები, საბოლოოდ ყველამ აღიარა რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა.
იტალიიდან ჩამოსული ფანებიც კი აღაფრთოვანა ამ დროშის სილამაზემ, დგებოდნენ და სურათებს იღებდნენ ამ დროშასთან.

This post has been edited by internazionale on 10 Jan 2014, 00:00