იტალიის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტი მაურიციო პერეტა არ გამორიცხავს, რომ სერია A-ში გუნდების რაოდენობა 18-მდე შემცირდეს.
“ეს საკითხი ძალიან დეტალურად უნდა განვიხილოთ. ნათელია, რომ თუ რაოდენობა შემცირდება, გუნდების გავარდნის ნაწილში რეგლამენტი უნდა შეიცვალოს. თუ უმაღლესი დივიზიონიდან ყოველწლიურად ერთი გუნდი გავარდება, ჩვენ NBA-ს სისტემას მივუახლოვდებით. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი შემოსავალი სტაბილური გახდება და ლიგის კომერციალიზაციაც შესაძლებელი იქნება.
თუმცა, სერია A-ს მიმზიდველობა არც ახლა აკლია. საკმარისია “იუვენტუსი”-“რომას” თამაშის მაგალითის გახსენება. ამ მატჩის ჩვენების უფლება 52-მა კომპანიამ შეიძინა და თამაში 200 ქვეყანაში აჩვენეს.” – განაცხადა ბერეტამ Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
18 გუნდა თან 1 გუნდი რომ ვარდება უაზრობა იქნება