ე.ი. იურისპრუდენციაში არსებობს ნორმის განმარტების რამდენიმე მეთოდი, მათ შორის 2 ყველაზე გავრცელებული - სიტყვასიტყვითი და ტელეოლოგიური.
სიტყვასიტყვითი განმარტება ნიშნავს, რომ რაც წერია ნორმაში, სიტყვა სიტყვით უნდა იქნას გაგებული და იმის მიღმა არ უნდა წავიდეს სამართლის შემფარდებელი.
რაც შეეხება ტელეოლოგიურ განმარტებას, აქ მთავარია ნორმის მიზნის დანახვა და შემდეგ იმის დადგენა, რამდენად ეწინააღმდეგება მოცემული შემთხვევა ნორმის მიზანს.
სიტყვასიტყვითი განმარტება არის მოძველებული, მარტო დაბალი აზროვნების მქონე მოსამართლეები იყენებენ. აღიარებულია, რომ ნორმის განმარტება უნდა მოხდეს მისი მიზნის მიხედვით.
იმ ნორმის მიზანი, რომელიც ამბობს, რომ გოლი არ ითვლება, თუ ფეხბურთელი ოფსაიდშია, არის ის, რომ მეკარე არ დაიჩაგროს. ანუ, თუ მეკარეს ჰქონდა რეალური, თუნდაც თეორიული შანსი ბურთის აღების, მხოლოდ ამ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს გოლი.
ჰარტისთვის პანტელეიმონი რომ მიეყენებინათ გვერდით, ორივე ერთად ვერ აიღებდა იმ ბურთს. შესაბამისად, მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ამიტომ იურიდიული განათლება სავალდებულო უნდა იყოს ყველა მსაჯისთვის

ჩემით გავალ.
და შემოვალ მერე რომ დამთავრდება თამაში