საუთჰემპტონში სერიოზული ცვლილებები ხდება.
ახლა როგორც ცნობილი გახდა ოფიციალურად წავიდა დირექტორის პოზიციიდან ნიკოლა კორტეზე.
რომელსაც მიაწერენ ამ გუნდის ამაღლებას პირველი ლიგიდან პრემიერლიგაში 3 წელიწადში.(2009-ში დანიშნეს)
პოჩეტინო კი მისი მოყვანილია და მაისში, როცა მიდიოდა საუბარი კორტეზეს გაშვებაზე, პოჩეტინომ მაშინ განაცხადა მეც წავალო და დარჩა კორტეზე, მაგრამ როგორც სჩანს დროებით.
ამიერიდან კი მეპატრონე კატარინა ლიებერერი შეითავსებს მეპატრონისა და მენეჯერის მოვალეობებს და საბოლოოდ გაყიდის კიდეც გუნდს, და სწორედ ამაზე მოუვიდათ უთანხმოებაო როგორ იუწყება ინგლისური პრესა.
შეიძლება "წმინდანების" დაცემის მოწმეებიც გავხდეთ უახლოეს მომავალში.
http://www.bbc.com/sport/0/football/25752833