დიდი იმედი მაქვს ზაფხულში არ ჩაკვდებიან და ჩერჩის მოიყვანენ.
არადა რა მარტივია - ძაკარდოს მგონი ისედაც გაუვა კონტრაქტი.
მექსე ეხლა თუ არ წავიდა ზაფხულში უეჭველი წავა - თუ მანამდე თავი არ გამოიჩინა დიდად.
ზაპატა დარჩება, მგონია კიდე მოუმატებს.
ერთი ცენტრალური მცველი გვინდა მინიმუმ, ვინ არ ვიცი, მაგრამ აი მაგაშია ფული ჩასადები და ვინმე ისეთ ტიპში, როგორიც არის ჩერჩი ან როსი. როსის არ გამოუშვებენ, ამიტომ ჩერჩი.
ზაფხულში მეკარეც საჩალიჩო გვექნება, დიდი იმედი მაქვს ეს მეკარე პერინი იქნება.
აბიატი მგონი კარიერას დაასრულებს, თუ არა და 1 წელი თუ გააგრძელა არა უშავს, ავიტანთ.
ამელია ალბათ წავა და გაბრიელს გავალოუნებთ (თუ აბიატი დარჩა).
დაცვაში ბონერა დაგვრჩება, რას იზამ

კონსტანტი წავა, სხვა გზა აღარ ექნება, ისე კონტრაქტი ხო წლის ბოლომდე აქვს? თუ ზაფხულამდე საერთოდ?
ამითი დაცვა მეტნაკლებად გაიწმინდება, მერე ნახევარდაცვაში წავა დიდი ალბათობით ბირსა, შეიძლება ემანუელსონიც წავიდეს, თუმცა ჰოლანდიელობიდან გამომდინარე არა მგონია.
მუნტარი დიდი იმედი მაქვს დარჩება, ესიენი არ ვიცი როგორ გამოიჩენს თავს.
ერთი ისეთი მოაზროვნე ტიპი ნაღდად დაგვჭირდება და ჩერჩის ეგეთად ვხედავ, და უკვე უნდა ვიზრუნოთ კაკას შემცვლელზე, თორემ ვეღარ ქაჩავს რა, შენელებულია.
ბალოტელი და პაცინი უნდა დარჩნენ ყველა პონტში. ნორმალური გუნდი იქნება, მეტნაკლებად დაბალანსებული