ლეგენდარული ირლანდიელი ფეხბურთელის და ამჟამად უკვე მწვრთნელის, როი კინის განცხადებით, იმისათვის რომ მანჩესტერ იუნაიტედმა კრიზისი დაძლიოს , კრიშტიანო რონალდუს დაბრუნება გახლავთ საჭირო, რადგან პორტუგალიელი გუნდს სულს შთაბერავს...
"დევიდ მოიესს მაღალი დონის მწვრთნელად მივიჩნევ, უბრალოდ ფაქტი ისაა, რომ რაღაც ხდება, რაც სრულიად გაუგებარია, მანჩესტერ იუნაიტედი უფსკრულისკენ ეშვება და საჭირო ზომების მიღება გადაუდებლად მიმაჩნია."
"ჩემი აზრით ოქროს ბურთის მფლობელი კრიშტიანო რონალდუ ყველაფრის წამალი იქნება, თუკი პორტუგალიელმა ყოფილ გუნდს მიაშურა ყველაფერი დალაგდება და შვიდიანი კოლექტივს ახალ სულს შთაბერავს."
"რონი უდიდესი ფეხბურთელია და რეალის ლიდერი გახლავთ, რამდენად მოხერხდება მისი ტრანსფერი ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით პორტუგალიელი ყველა პრობლემას მოაგვარებს."
* * *
როგორც დაანონსებული იყო, პორტუგალიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული წვლილისთვის, რონალდუ პრინც ჰენრის ორდენის კავალერი გახდა.
დაჯილდოვების ცერემონია, პირველი პირის რეზიდენციაში გაიმართა, სადაც რამდენიმე თვის წინ ამერიკის პრეზიდენტიც იმყოფებოდა.ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.
პორტუგალიის პირველმა პირმა ანიბალ კავაკომ, მიწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა: „რამდენიმე კვირის წინ, ამ ქვეყნიდან გავაცილედ ეუსებიო, მაგრამ დღეს თქვენ წინაშე მეორე დიდი სპორტსმენი დგას, რომელიც კიდევე ერთხელ დაასახელეს პლანეტის საუკეთე ფეხბურთელად.ეჭვგარეშეა, რომ რონალდუ ჩვენი ყველაზე ცნობილი თანამემამულეა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.ის ყოველთვის ღირსეულად იცავს პორტუგალიის პრესტიჟს.“
„კრიშტიანუს გამარჯვებები და მიღწევები სრულიად პორტუგალიას დიდი სიხარულს ანიჭებს.ნაკრების კაპიტანი ყველასთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის საუკეთესო მაგალითია.ვაფასებთ მის პროფესიონალიზმს, ჟინსა, დისციპლინასა და სამუშაოს.ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, ვაჯილდოვებთ პრინც ჰენრის უმაღლესი ორდენით“ - განაცხადა კავაკომ.
პრეზიდენტსა და ხალხს მადლობა გადაუხადა მადრიდისტამ, რომელიც „ოქროს ბურთით“ გამოცხადა სასახლეში: „ჩემთვის დიდი პატივია ასეთი ჯილდოს მიღება პატივცემული პრეზიდენტისგან.გავაგრძელებ თავდაუზოგავ შრომას, რათა კვლავ ვასახელო ჩემი სამშობლო მსოფლიო ასპარეზზე.ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობას გიხდის ყველაფრისათვის.“
„მუნდიალის მოგება ჩემი ოცნებაა.წინასწარ ხმამაღალ განცხადებებს არ გავაკეთებ, მაგრამ თანაგუნდელებთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ქვეყანას წარმატება მოვუტანოდ“ - დაამატა რონალდუმ.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოვება 7 იანვარს უნდა შემდგარიყო, თუმცა შავი პანტერას გარდაცვალებამ გეგმები შეცვალა.
http://halamadrid.ge/index.php?newsid=29497კომუნიზმია პორტუგალიაში თუ რა რეჩებია............
ესეც ამ ორდენზე...
http://en.wikipedia.org/wiki/Order_of_Prince_Henryვინებს აქვთ მიღებული იკაიფეთ

მართლა კომანდორის ორდენი მისცეს ამჩემისას
This post has been edited by mind_auger on 20 Jan 2014, 21:48