ფაქტია და ითვლება კიდეც საყოველთაოდ

რომ ტატა მარტინოს ტაქტიკა ერგება სესკი, სანჩესი, პედრო და ნეიმარის ფეხბურთსაც მეტად, ვიდრე ინიესტას ან მესის ფეხბურთს
სესკი, სანჩესი, პედრო ძალიან კარგად გრძნობენ თავს ტატას სისტემაში და გუნდიც საკმაოდ სარგებლობს ამით (ნეიმარი როცა იყო, ისიც კარგად ეწერებოდა ამ ხალხში)
ამას აჩვენებს თამაშები, შედეგებს რომ განზე დააყენებ და მხოლოდ ფეხბურთით მსჯელობ
ამიტომ ლოგიკურად დაისვა საკითხი

რომ ბარსას თუ გვინდა ეშველოს, ცაკლეული ფეხბურთელის გოლებზე და პასებზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, ან ცალკეული თამაშების მოგებაზე), არამედ გუნდური თამაშის აღდგენის ხარჯზე: უნდა მოხდეს ინიესტას ,,ინტეგრაცია" მთავარ როლში, მისი ,,შეთამაშება" ტატა მარტინოს ტაქტიკაში სესკი-სანჩესი-პედროსთან - რომ ვინმე არ იყოს ამოვარდნილი ან მარტო ინდივიდუალურ ქმედებაზე დამოკიდებული
ინიესტა ყოველთვის იყო KEY ამაში ბარსაში და აქცენტი სწორად არის დასმული, მწვრთნელისთვის მთავარი ვინმე კონკრეტულის ათამაშება კი არ არის, არამედ გუნდის
რა იყო ბარსა უპირველეს ყოვლისა?
ბარსა იყო
ხავი - თამაშის დაწყობაზე პასუხისმგებელი, კარნახობს თამაშის ტემპს და ცდილობს რაც შეიძლება მეტად იყონ სხვადასხვა რგოლები ერთმანეთთან კავშირში
ინიესტა - პასუხისმგებელია თამაშის გამწვავებაზე, მეტოქის დაცვით სისტემაში არეულობის N1 შემტანი, რითაც უნდა ისარგებლოს სწორედ მესიმ და სხვა მეგოლეებმა. სწორედ ინიესტას აბარია (წარსულში) ფუნქცია: გამწვავებაზე თამაში, ინიესტა პირველ რიგში წყვეტდა როდის შეეტია ბარსას, მას მიყავს გუნდი შეტევაში
მესი - ბოლო ქმედება თამაშის მოსაგებად, მასზეა
ფაქტია, ინიესტა გათიშულია წელს, როგორც ვთქვი, მე ის უფრო მიკვირს რომ უარესი შედეგები არ გვაქვს
წარმოუდგენელია ასეთი რაიმე ჩაანაცვლო ,,გოლებით და საგოლე პასებით", იქ გაიტანს 50 გოლს სანჩესი ან 50 საგოლე პასს სესკი, არაა უმთავრესი, არამედ ის რომ ფეხბურთელებმა უკეთესები გახადონ ერთმანეთი და გუნდისთვის იყვნენ მაქსიმალურად სასარგებლონი
აი ესაა დაკარგული, გაიტანს თუ არა მესი 3 ბურთს და ა.შ. ნაკლებადმნიშვნელოვანია, გაიტანს, მაგრამ რაც შორს იქნები იმისგან რის თაობაზეც ვწერ, მით შორის იქნები რაიმე ტიტულის მოგებასთან
კატ-პრესაში იმედოვნებენ რომ ,,ინიესტა შევა თამაშში" და მოხდება მისი ფეხბურთის შერწყმა სანჩესი-პედრო-სესკის ფეხბურთთან, ანუ მოხდება ინიესტას ფეხბურთის დამატება ტატა მარტინოს ტაქტიკაში, ინდივიდუალური ინიესტასი კი არა (გოლს ან საგოლე პასს არ ითხოვენ მისგან) არამედ ზუსტას იმისი, რასაც ვწერ
ბევრის აზრით სწორედ ინიესტაზე გადის ის გზა, რომ მესიც თავს გრძნობდეს იდეალურად თამაშში, რადგან მესის მთავარი პრობლემა არც ინდივიდუალური ფორმის გაუარესებაა, არც მონდომება და ათასი რამე (მამამისის პრობლემები და ა.შ.) არამედ ის რომ დაიკარგა ის ,,ავტომატიზმები" რაც ადრე იყო, დაეკარგა ეს მესის გუნდთან მიმართებაში
და გასაკვირი იქნებოდა რომ არ დაეკარგა, აბა ინიესტა?

რა ვიცი, ზოგი იტყვის 1 ფეხბურთელზე ამხელა რამ როგორ უნდა იყოსო დამოკიდებულიო, ეგეც მართალია
მაგრამ ფაქტი ხომ იყო რომ ინიესტა წარმართავდა თამაშს ,,ბოლოსწინა ქმედების" მხრივ? ის იყო N1 ,,ოპცია" როცა საქმე ეხებოდა
შეტევაში წასვლას
ბოლო პასს ან ბოლოსწინა ქმედებას გოლამდე
მეტოქის დაცვის არევა, ნახევარდაცვიდან ბურთის შესვლით (რაც იწვევს დაცვის გადაწყობას და სხვა შემტევი რჩება მოგებული)
ფაქტია, ეს იყო ინიესტას მთავარი ფუნქცია
ვიმეორებ, თუ ხავი იყო ვინც გუნდურ ბალანსზე იყო პასუხისმგებელი, მესი იყო დამაგვირგვინებელი (აქ მარტო გოლზეა არაა ლაპარაკი, არამედ კომბინაციის დამსრულებელი)
ინიესტა იყო შემტევი თამაშის კატალიზატორი
ხავი – იწყებს, ინიესტა აგრძელებს, მესი ასრულებს – ეს იყო
ვინ არის ახლა ვინც ,,აგრძელებს?" ფეხბურთზეა აქ ლაპარაკი, არავინ

ასეთი ფეხბურთელი ნეიმარი იყო ტრავმამდე, არასდროს სესკი (ამას შეუძლია დაიწყოს კიდეც და დაამთავროს, მაგრამ არასდროს ის რაც ინიესტას ფუნქციაში შედიოდა)
როცა გუნდს (აქაოდა) ათამაშებ ძველ ფილოსოფიაზე დაყრდნობით და გამოაცლი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, არაფერი კარგი არ მოხდება. ან ფილოსოფია უნდა შეცვალო, ან შემცვლელი მოუძებნო, რომელიც ინ ფუნქციას ისევე შეასრულებს
ბუსკეტსი–ხავიმდე – რიგზეა ასე თუ ისე ყველაფერი
გაითიშა ინიესტა და მოყვა მესის გამოთიშვაც (თამაში, სტატისტიკა ყოველთვის ექნება, მაგრამ გუნდს ათმაგად დააკლდა ის რითაც იყო ძლიერი)
ჰოდა ინიესტა თუ ,,დაბრუნდა", ხავი–ბუსკეტსი–ინიესტა აღსდა, გუნდი წელში გაიმართება, მესიც სწორედ მაშინაა ყველაზე მეტად მესი, როცა გუნდია მესი
AkakiGჰო ეგრე აპირებს, თუ ისევ ტრადიციული ვარიანტი არ არჩია და ხავი დასვა სკამზე (სესკი თუ დასვა, მაგარ უაზრობას იზამს ამ კონკრეტულ თამაშში

)
მეორეა რომ სესკი როცა ხავი-ინიესტასთან ერთად თამაშობს, გუნდი რაიმე ტაქტიკურ განლაგებას აღარ ემორჩილება

, ,,ამ პოზიციაზე ითამაშებს" ვერ იტყვი, რადგან ეს არც მარცხენა შემტევია, არც მარჯვენა, არც 9-იანი და არც ცრუ :დ (რადგან ცრუ მესია)
არც 8-იანია არც 10-იანი (რადგან ინიესტა ასრულებს ამ ფუნქციას)
სესკი ხდება ხოლმე ,,მოხეტიალე პოზიცია" ასეთ თამაშებში
გვარდიოლა ცდილობდა ამის გამოყენებას როგორც სიახლისა, რომ გუნდის თამაში ნამეტანი ,,ამოცნობილი" არ ყოფილიყო ყველა გუნდისგან
ეგ უნდა ყოფილიყო 5-დან ორ შემთხვევაში
ძირითადად კი გუნდს ჭირდება 1 განლაგება, მყარი განლაგება და შემადგენლობა სიტყვაზე გადამწყვეტი თამაშისთვის, როცა ფეხბურთელზე მთავარი ტაქტიკაა
ტატა მარტინო რომ მოდიოდა, იმედი ბჟუტავდა რომ ,,ხავი-სესკი-ინიესტა" ერთად ათამაშდებოდნენ, ერთ მყარ ტაქტიკაში
სეზონი გავიდა, საერთოდ ამაზე არც კი ფიქრობს არავინ
მხოლოდ 2 გამოსავალი აქვთ და მესამეზე ვერც ფიქრობენ
ხავი-ინიესტა-სესკიდან ათამაშონ 2 ფეხბურთელი როცა მესი ჯანმრთელად არის
სესკს არ აქვს სისწრაფე და ვერც მაცხენა ფლანგზე განამწესებ ვერც მარჯვენაზე (თუნდაც უბრალოდ ქაღალდზე წერდე)
ჰოდა ვართ ასე
ბუსკეტსი
ხავი - ინიესტა
სესკი
მესი - ნეიმარი
ძალიან რთულია ამის გაკეთება, თუმცა ეს იყო გასაკეთებელი და პირველ რიგში ამაზე უნდა გეზრუნა მწვრთნელს
მაგრამ 4-3-3- არის ტაქტიკა რასაც მოაქვს უფრო შედეგი, ვერ გადაახტა ამას ტატა, ამიტომ ხან ინიესტაა, ხან სესკია, ხან ხავია
მე არც მოვითხოვდი რომ 4-3-3 შეეცვალა, მაგრამ ამაზე მაშინ უნდა ეფიქრათ, როცა სესკ ფაბრეგასი მოყავდათ და შემდეგ ნეიმარი
როცა ასეთი ფეხბურთელები მოგყავს და გყავს ისინი, ვინც გყავს, ან ტაქტიკა უნდა შეცვალო, ან არ უნდა მოყვანო

ტაქტიკას უნდა მოარგო ფეხბურთელი ან თუ ძალიან კარგი ფეხბურთელია, ფეხბურთელს მოარგო ტაქტიკა
სესკზე არცერთმა გაჭრა, ვერც ტატა მარტინომაც ვერ შეძლო ბუსკეტსი-ხავი-სესკის ტრიოს ათამაშება (ბუსკეტსი-ხავი-სესკის ტრიო? ასეთი არსებობს?)
და ვერც ფეხბურთელს მოარგეს ტაქტიკა (გვარდიოლამ, პიტომ თუ მარტინომ, როცა სცადეს სესკის თამაში ხავი-ინიესტასთან ერთად)
that's that