Protმარტინო კი არა, ალვეში ვერ ითამაშებს 20 მილიონის მცველის ღირებულების ფეხბურთს, მთელი გუნდი მარტო ალვეშზე რომ გადავიდეს

ეგ აღარსდროს მოხდება არცერთ მწვრთნელთან
ადარებ პიკეს, ადარებ მასკერანოს ადარებ სესკს, ადარებ მესის, ადარებ მონტოიას, ადარებ გოდსვილს
1. არ ითვალსწინებ ასაკს (და პოზიციასთან მიმართებაში, ცენტრისთვის 30 წელი იდეალურია, როცა ფლანგისთვის ბებერი)
2. არ ითვალისწინებ საბაზრო ღირებულებას (რომ განსაზღვრო პლიუს-მინუსები, შენ იცი, ადრე თუ გვიან ნებისმიერი ფეხბურთელი წავა, უნდა განსაზღვრო იდეალური და მაქსიმალურად მომგებიანი დრო, რომ მოხდეს მისი ტრანსფერის ამორტიზაცია (ამის გარეშე თავის დროზე ვერც მოიყვანდი ალვეშს და ვერ მოიყვანს მორიგ ძლიერ მარჯვენა მცველს, იქნები ასე როგორც ცენტრალურზე არიან რამდენიმე წელიწადი. რა შესადარია ალვეში პიკესთან? შეგიძლია შეადარო პუიოლს. პუიოლი უნდა წავიდეს ჰო? და ალვეში უნდა დარჩეს : ) აი ეგაა ზუსტად, მიკერძოება

)
3. არ ითვალისწინებ ტენდენციას, რამდენს გაძლევს ფეხბურთელი და დინამიკას სამომავლოდ, მეტს მოგცემს თუ ნაკლებს. ალვეშის ღვიძლი მამის გარდა, ნებისმიერი იტყვის: ალვეში სულ უფრო ნაკლებს მისცემს ბარსას.
ჯერ ახლა რას აძლევს და მერე კიდევ ამაზე ნაკლები
შენ მეტყვი რომ ,,ორი თამაში ჩააგდო", არა, ის ბარსას პირველი სეზონიდან რეგრესირებს, ოღონდ 2012-მდე მისი რეგრესი მაინც იყო იდეალური, შემდეგ სულ უფრო ძნელად ასატი, წელს უბრალოდ ჩაგდებული და მომავალ სეზონში მე არ მესმის, თუ არ ხარ ღვიძლი მამა, როგორ აკეთებ მასზე ფსონს? თორემ აჰა, შეიძლება ალვეშმა მომავალ წელს 25 საგოლე პასი გააკეთოს, ვინ გამორიცხავს იმას, რაც არ არსებობს?
ლაპარაკია საღ აზრზე, საღი აზრი კი გვანიშნებს: სანამ შეგიძლია ამოღება მეტის ამ ტრანსფერიდან, გააკეთე
არაო
ალვეში ძირითადი მცველი
მონტოიას ბრალია წაგებები და ის წავა
სანამ მსოფლიოში არ გამოჩნდება მეორე ფილიპ ლამი (ეს ხომ ბანძია ალვეშთან შედარებით, რომ კითხო) რომელიც გაცილებით ჯობია ლამს (რადგან სიტყვაზე ბარსამ 18 წლის იყიდა ბრაზილიაში ან არგენტინაში) - იქამდე უნდა იყოს ალვეში?

სათადარიგოც კი არ ჭირდება
რეალობის შეტრიალება ამას ქვია, სახეზეა ერთ დონეზე მოთამაშე ალვეში-მონტოია, ერთის ღირებულება 15 მილიონია, მეორის 5
და შენ უშვებ 5-იანს, კარგავ 15-ს და გუნდზე ასეც და ისეც იგივეა, არავითარი სხვაობა თამაშისას
არ ჯობდა, გაგეშვა ეგ ალვეში 25 მილიონად გასულ წელს, მონტოიას ძირითადში თამაში სულ, მას 10 მილიონამდე მაინც აიყვანდა - ესეც შენი 35 მილიონი
მერე მონტოიასაც გაუშვებ და თუ მარჯვენა მცველს ვერ იპოვნი (არ გამოჩნდა მსოფლიო ფეხბურთში და მოგიწევს პალენსიას ან პატრის ან გოდსვილი მანდ თამაში) მაგ 35 მილიონად KEY ფიგურას ნახავ სხვა რგოლში (რომელზეც მუდმივი ხვეწნა გიწევს)
გაიგეთ? ერთ ვარიანტია
გრჩებოდა 35 მილიონი (ახლა თუ იზამ, ნაკლები) - და ხარ პალენსია/გოდსვილი/პატრის ამარა (აბა ალვეში სულ კი არ იქნება?

ისეც და ასეც, მაინც არ იქნება 3-5 წელში)
ან არ გრჩება 35 მილიონი და რჩები გოდსვილი/პალენსია/პატრის ამარა
მე ის მიკვირს, რატომ ვერ ხედავენ ამას, რა არის აქ რთული ან რა არის ,,თეორიული", ეს არის პრაქტიკული გზა, რითაც ყველა დადის

მეტი არ მეკამათოთ და არც მე დავწერ

ალვეშით გაგიმარჯოთ, თქვენ რომ ალვეშს აქებთ, მე გეუბნებით რამეს? ან როცა ვინმეს აგინებთ?
ჰოდა მაცალეთ როცა ვაგინებ
ან მითხარით ისეთი, რომ მივიღო არგუმენტი, მეც ვიცი ალვეში და სესკი 5 წლის მაგრები რომ იყვნენ

პ.ს. რა მაგის პასუხია, მაგრამ ტრანსფერმარკტიც შეიძლება ორიენტირებისთვის (სხვა აბა არაფერია ხელმოსაჭიდი)
ალვეშის სატრანსფერო ღირებულება 18 მლნ
მონტოია 12
შეგიძლია ალვეში გაყიდო 20-ად, მონტოია მაქსიმუმ 5-ად
როცა ორივე ბანძია (ვერცერთი ვერ აკეთებს საქმეს ვერც 18-ის, 18-ის კი არა, 12-ისაც კი. თამაშით ორივე არის 5 მილიონიანი მცველი და თუ რამე მოულოდნელი არ მოხდა, უარესობისკენ წავა საქმე (უკეთესობა მხოლოდ უმნიშვნელო იქნება)
და მეუბნები, კარგად აკეთებ? ჭკვიანურია ეს?
იყო იდეალური მომენტი, გადაიარა, რაც უფრო გააჯანჯლებ, მით მეტად წაგებაში ხარ
ამიტომ ვამბობ, ალვეშის გაყიდვას 10 მილიონად, ისევ მაგისი კარიერის ბოლომდე სათადარიგოობა შეიძლება ჯობდეს

(წარსული წვლილი, ღვიძლი-მამობა, 10 მილიონის საქმეს კი გააკეთებს 5 წელიწადში
ან ყიდდი გასულ წელს, ან რჩები მასთან. აი რა არის ის, რასაც ვამბობ. გზა უკვე მოიჭერი და ყოველმხრივ წააგე.