მოკლედ წლევანდელი ბუნდესლიგა ვნახე დეტალურად, ტურში 5 ტამაშს ვუყურებდი(ევროსპორტ 2-ს გაუმარჯოს).
ბავარია:99.9 დარწმუნებული ვიყავი ჩემპიონობაში, ასევე დიდი იმედი მქონდა ზედიზედ მოიგებდნენ ჩლ-ს.
თუმცა გვარდიოლა ლუი ვან გაალს დაემსგავსა(ასევეა ჟოზეც), რაღაც პერიოდი გასდიოდა ტაქტიქა და ჩაიკეტა საკუთარ სივრცეში და ვერ წარმოედგინა ტუ ვინმე გაუბედავდა ტაქტიკურად შეწინააღმდეგებას.
ლევანდოსვკის დამატებით წინ მესერშმიდტი გვეყოლება და დიდი იმედი მაქვს ჩლ-ზე ისევ ბოლომდე გავლენ.
დორტმუნდი: დიდი აღფრთოვანება იურგენ კლოპს, მთელი სეზონი მინიმუმ 5-6 ძირითადი აკლდა და მაინც დამაჯერებლად მე-2 ადგილი და ჩლ-ზე 1/4. ასევე დარწმუნებული ვარ პოკალს დადებენ.
წელს 45 მლნ მარტო ლიგიდან იშოვეს. რაც მთავარია ჯგუფში მე-2 კალათაში იქნებიან და კარგი პლაცდარმია ფლეიოფში შორს წასასვლელად.
მოკლედ ეს გუნდი სტაბილურად უნდა ჩამოყალიბდეს მინიმუმ 1/4-ის მონაწილედ, აი ისე რო ეჭვი არ შეგვეპარება ჯგუფიდან გასვლაში.
შალკე: ტუხელი თუ მოვიდა დამაჯერებელი მე-3 ადგილი და ჩლ-ზე 1/4
ლევერი: როგორც დაიწერა კონცერნმა ბაიერმა 40 მლნ გამოყო. ახალი ტრენერი, 4-5 ევროპული კლასის იგროკი და თუ ტოპრაკ-სპასიჩის(ერთერთი საძულველი დუეტი პირადად ჩემთვის) წყვილს გააჯმევინებენ ლიგაზე ალბათ არ წააგებენ 1-7ებს.

:
მგლები: დახარჯავენ 30-35 მილიონს, იბრძოლებენ 4-ეულისთვის, თუმცა ჰეკინგის იმედი არ მაქვს. ნუ შეილება ევროპა ლიგაზე სადღაც 1/2-მდე გააღწიონ.
გლადბახი: მესიმპატიურება თამაშის სტილი, ასევე არასდროს ჟოშკავენ ფულს გაბარიტიდან გამომდინარე. იგივე 6-ადგილი და 1/4 ევროპა ლიგაზე.
7-11 ადგილებს დაიკავებენ მაინცი, შტუტგარტი, ვერდერი(ვილი ლემკეს სანამ ულვაშს არ გაპარსავენ ვერ ეღირსებიან ევროპას), ჰოფე.
ჰოფე ცალკე თემაა, ასეთი გამოსირებული გუნდი კაი რეკლამაა ბუნდესლიგისთვის. თითო თამაშზე 4-5 გოლის ატვეჩაია რა.
ჰამბურგი მოუგებს ფიურტს და მომავალ წელს გავარდნის კანდიდატი აღარ იქნება, თუმცა ალბათ მე-12/13 ადგილებზე გავა.
მე-13/14 ადგილებზე ჰერტა, კიოლნი იბრძოლებს.
რაც შეეხება გავარდნის კანდიდატებს პადერბორნი ალბათ დაასრულებს 18-20 ქულით, ხოლო ბაუმანის, გინტერის და შტრაიხის წასვლის შემდეგ ფრაიბურგის მომავალიც ბუნდოვანია(ჯონათან შმიდტიც გადავა ალბათ სხვაგან).