გოლების წვიმა იყო ამ ტურში, მატჩში საშუალოდ 4 გოლი გავიდა
ამ დროისთვის, მიმდინარე სეზონში საშუალოდ მატჩში 3.16 გოლი გადის
3-ზე მეტი ბოლოს 1994/95 სეზონში იყო, ხოლო 3.16-ზე მეტი კი 1986/87 სეზონში
ამდენი გოლია და ბომბარდირები რა ცოტა გოლით ხდებიან
ბევრ ფეხბურთელზე ნაწილდება ამდენი გოლი, მარა კაი ცენტრფორვარდების დეფიციტი აშკარაა
მეორე ბუნდესლიგაშიც ბლომად გავიდა, მანდ ხვალ კიოლნმა თუ მოიგო, გაინაღდებს I ბუნდელიგას
შტუტგარტმა დღევანდელი მოგებით მნიშვნელოვანი ფორა შეიქმნა.. 4 ქულა მე-16 ადგილთან 3 ტურით ადრე კაი საქმეა
რეალურად ჰამბურგი-ნიურნბერგი-ბრაუნშვაიგი სარელეგაციო ადგილისთვის იბრძოლებენ, იმედია ეს საცოადი ჰამბურგი მაინდ მაინც მოხვდება და ფლეი-ოფში გადარჩება
ჰანოვერმა, ფრაიბურგმა და ვერდერმა გაინაღდეს ამ ტურში მოგებებით გადარჩენა
მეორე ადგილიც გაირკვა
მესამეც პრაქტიკულად გარკვეულია
მეოთხე ადგილს გლადბახი ჩამოშორდა და ლევერი და ვოლფსბურგიღა იბრძვიან
გლადბახთან ერთად მაინციც პრაქტიკულად გასულია ევროპა ლიგაზე
ანუ 2 ინტრიგაღაა რეალური როგორც ახლა ჩანს
არც კი ვიცი, ლევერი მირჩევნია თუ ვოლფსბურგი მეოთხეზე
რატომღაც მგონია, ვოლფსბურგი ფლეი-ოფსაც ვერ გადალახავს
ჰო კიდე, მესამე ლიგაში ლაიფციგმა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო დარმშტადს და პრაქტიკულად გაინაღდა მეორე ლიგაში ამოსვლა
რედ ბულის შეფი მატეშიცი თუ ვინცაა, ეგეც ესწრებოდა..მაგრად ნერვიულობდა

40 000 კაცი იყო სტადიონზე, მესამე ლიგის მატჩზე..
მოკლედ იმედია, კიდევ უფრო დაახარჯავენ მაგ გუნდს ფულს და ეგრევე ამოვლენ პირველ ბუნდესლიგაში