რბ ლაიფციგი ოფიციალურად გადმოვიდა მეორე ბუნდესლიგაში, იმედია ასევე გააგრძელებენ და პირველ ბუნდესლიგაში ეგრევე ახტებიან
რანგნიკის ხელში ჰოფენჰაიმის გზა უნდა გაიმეორონ და მერე უკეთესად გააგრძელონ
მთავარია, რედ ბული არ დაინანებს ფულს
მეორე ბუნდესლიგაში სამეული გაირკვა, კიოლნს განაღდებული ჰქონდა ამოსვლა
დღეს კი მეორე-მესამე გაინაღდეს პადერბორნმა და ფიურტმა, კაიზერს ძალიან მიზერული შანსიღა დარჩა
ბოლო ტურში პადერბორნი აალენს მასპინძლობს და თუ მოიგო, ეგრევე ამოდის ზევით
ფიურტი კი სანდჰაუზენს და უნდა ილოცოს, პადერბორნმა ვერ მოიგოს, თვითონ კი უნდა მოიგოს
ორივე უმოტივაციო, ერთნაირ მეტოქეს ხვდება, ანუ წესით პადერბორნი ეგრევე ამოვა, ფიურტს კი გადათამაშება მოუწევს (სადაც იმედია წააგებენ)
მეორე ბუნდესლიგაში ბოლო ტურში დრეზდენი-არმინია იქნება მაგარი, თანაბარი ქულები აქვთ... ერთი გავარდება, მეორე გადათამაშებაში გადავა, ფრე დრეზდენს აწყობს, კოტბუსი გავარდა უკვე
პირველ ბუნდესში საინტერესო სიტუაციაა ლიგის მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში
ლევერმა თუ მოუგო უმოტივაციო ვერდერს სახლში, გავა მეოთხეზე და ვოლფსბურგი-გლადბახის დუეტი ევროპა ლიგაზე მოხვდება
თუ ფრე ითამაშა და ვოლფსბურგმა მოიგო, მგლები არიან ლიგაზე
თუ წააგო, ვოლფსბურგი გლადბახს ხვდება და იქ ვინც მოიგებს, გავა მეოთხეზე, მანდ თუ ფრედ დამთავრდა, ლევერი გავა ლიგაზე
მგონი ლევერკუზენი მოიგებს და გავა მეოთხეზე, მგონი ასეც ჯობია
მე-7 ადგილისთვის მაინცი და აუგსბურგი იბრძვიან
1 ქულას იგებს მაინცი, მარა თვითონ რთული მატჩი ელის სახლში ჰამბურგთან, როცა აუგსბურგი უმოტივაციო აინტრახტს მასპინძლობს
ბოლო სამი გუნდი გასვლაზე თამაშობს, ჰამბურგზე უკვე ვთქვი, თუ მოიგო, ინაღდებს მე-16-ს
თუ ფრედ ითამაშა, მაშინ ნიურნბერგმა ვერ უნდა მოუგოს გასვლაზე შალკეს და ბრაუნშვაიგი ეკიდება
თუ წააგო კიდე, ბრაუნშვაიგმა ვერ უნდა მოიგოს (ჰოფენჰაიმს ხვდება) და ნიურნბერგის ფრეც აწყობს
მგონი სამივე წააგებს და ჰამბურგი გავა მე-16-ზე, მარა ფიურტთან დიდი შანსი არმგონია ჰქონდეს
ფერმანმა შალკესთან გაახანგრძლივა კონტრაქტი 2019 წლამდე, ბოლოს კარგად იდგა, მარა ბოლომდე სანდო არამგონია იყოს
ლევერკუზენს ვიღაც ვენდელი უყიდია გრემიოდან, მგონი მარცხენა მცველია, საკმაო ფასად, 6.5 მილიონი, იმედია გამოადგებათ
ჯერ-ჯერობით გლადბახმა მიიღო ყველაზე კაი შევსება
ზომერი ძალიან კაი მეკარეა, მგონი ჯობია კიდეც ამ ეტაპზე ტერ-შტეგენს (8 მილიონი გადაიხადეს)
+ ანდრე ჰანი, ფაბიან ჯონსონი, ტრაორე, ეს სამივე სულ 2.5 მილიონად
იმედია, ამაზე არ გაჩერდებიან
ტერ-შტეგენმა მგონი ძაან მიქარა ამ ეტაპზე რომ წავიდა ბარსაში, ფსიქოლოგიურად ვერ გაქაჩავს, იმედია ვცდები
გლადბახს ახალი საშინაო ფორმა აქვს, მგონი რომელიღაც ძველი ფორმის გამეორებაა. ამ ტურში ეცვათ უკვე
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)