აი ეს პორტები ყველაზე ცუდია, ალეგრი გასცდებოდა...
ეს ის ალეგრი არაა, მალაგამ რომ ყველანაირად ამოტენა??? ეს ატლეტიკო იმ მალაგას გადაუვლიდა.
თან ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, შუა სეზონშია მოსული ზეე. თავის ნებაზე არ გაუკეთებია არაფერი, ფეხბურთელებით არ დაუკომპლექტებია, ერთი შეკრება არ აქვს გავლილი გუნდს. იმ ალეგრის ელ შაარავი მაინც ჰყავდა.
ბევრია გასაშვები გუნდიდან, ისინი ვინც ანელებენ გუნდს.
კაკა ( ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი ერთ დროს) გასაშვებია.

სულ რაღაცას ცდილობს, უმეტეს შემთხვევაში კარგავს ბურთს. აღარაფერი აღარაა დარჩენილი მისგან, დაჟე რეალში შეცვლებზე უკეთ თამაშობდა ვიდრე აქ.
ესიენი - საიდანაც წამოიყვანეს იქ მიუბრუნონ, საყრდენად არ ვარგა. არ შეიძლება საყრდენმა ამდენი ბურთი დაკარგოს, ძალიან ბევრს კარგავს და დიდი რეგრესი აქვს ამ ფეხბურთელს.
რობინიო - აი ყოვლად გამოუყენებელი, სუსტი აქამდეც იყო,მაგრამ ახლა აღარც სისწრაფე, აღარც დრიბლინგი.
ნუუ ახლა აღარ დავყვები ყველას, რამი და ტაარაბტი უნდა დარჩნენ მაინც, ეს უკანასკნელი თანთანათ უფრო სტაბილური გახდება და დადგება ფეხბურთელი.
აი სხვა: ძალიან ბევრი ფეხბურთელია მოსაყვანი, ძალიან ბევრი.