ძალიან კარგია
გამიხარდა, რომ აღარ გადაიდო ეს ტრანსფერი მომავალი სეზონისთვის
ძალიან ნიჭიერია და კლოპის ხელში წესით, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს
ნაკრებისთვისაც ძალიან კარგია ეს ტრანსფერი
რატომღაც მე უფრო საყრდენის პოზიციაზე ვხედავ ამის მომავალს
მით უფრო აქ გადმოსვლის მერე, 3 მაღალი დონის ცენტრალური მცველი ჰყავს დორტმუნდს, ამან როდისღა უნდა ითამაშოს ამ პოზიციაზე (იმედია, ასეთი ტრავმატულობა აღარ იქნება)
საყრდენზე კი გაქაჩავს საკაიფოდ, თან მანდ დორტმუნდს პრობლემები აქვს
კარგი მხოლოდ ბენდერია, რომელიც სულ დამტვრეულია
ალტერნატივად კი ბებერი კელი და კირხი... მოკლედ მანდ საკმაო დრო ექნება გინტერს
ერთი შემტევი ნახევარმცველიც რომ დაიმატონ, მგონი საბოლოოდ დაკომპლექტებიან .... ფირმინიო/ფოლანდი რას გაასწორებდა : (
იმობილე-რამოსმა თუ მალე გაიარეს ადაპტაცია
გიუნდოგანს თუ ეშველა
შაჰინი თუ გონს მოვიდა
კუბა თუ ათამაშდა იმ მძიმე ტრავმის მერე
როისი თუ არ დაიმტვრა ხოლმე
ზოგადად დიდი ტრავმიანობა თუ არ იქნა
მხითარიანმა და ობამეიანმა თუ მოუმატეს..(დარწმუნებული ვარ მოუმატებენ, განსაკუთრებით სომეხისგან ველი მაგარ სეზონს)
ძალიან მაგარი სეზონი გამოვა

ბევრი თუა, მარა სხვა გზა არაა