David-22მაგრად ტეხავს
* * *
ნერვის ანთების შედეგად ილკაი გიუნდოგანმა თითქმის მთელი 2013-2014 წლების სეზონი გამოტოვა. მისი შესანიშნავი თამაშის წყალობით გასულ ზაფხულს ბორუსიამ ბაიერნს გერმანიის სუპერთასი გამოსტაცა ხელიდან, თუმცა აგვისტოს შუა რიცხვებში გერმანიის ნაკრებში ყოფნისას 23 წლის გერმანელმა ტრავმა მიიღო და მისი დაბრუნება აპრილამდე არაა მოსალოდნელი.
ბილდი: ეს სეზონი თქვენთვის დასრულებულია?
გიუნდოგანი: არა, მე ძალიან ბევრს ვშრომობ რათა მოედანს დავუბრუნდე. ძირითადად ფიტნეს ცენტრში სპეციალურ პროგრამას გავდივარ. ძალიან მსურს ბიჭებს ამ სეზონშივე მივეხმარო. ეს ცალსახაა!
ბილდი: შიშობთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებთ?
გიუნდოგანი: ამჟამად მხოლოდ კლუბში დაბრუნებაზე ვფიქრობ. ამხელა პაუზა მართლაც ძალიან რთულია, ალბათ ურთულესი პერიოდიცაა ჩემს კარიერაში. ძალიან მნიშვნელოვანი მაინც ის არის: რომ გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ. თუმცა, სამწუხაროდ ხანდახან გიწევს ამგვარი სირთულეების გადალახვა, როგორც მაგალითად ბასტიან შვაინშტაიგერს მოუწია. ისიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ახლა დაუბრუნდა მოედანს.
ბილდი: კარიერის დასრულებისაც ხომ არ გეშინიათ?
გიუნდოგანი: არა! ისეთი არაფერი არ მჭირს, რომ ამან მთელი კარიერა დამინგრიოს. ნერვის დაბოლოების ანთება მაქვს. უცებ, ტელევიზორივით მას ვერ გათიშავ, თუმცა მაინც განკურნებადია. ანთება ჩნდება და ქრება.
ბილდი: ალბათ ფსიქოლოგიური კურსიც დაგჭირდათ. ვინ გეხმარებოდათ ამ პერიოდში?
გიუნდოგანი: (იცინის) მთელი კურსი? არა რათქმაუნდა! ბორუსიის შტაბს დიდი ხანია უკვე ფსიქოლოგებიც აკომპლექტებენ და შიგადაშიგ მათაც მივმართავ ხოლმე დასახმარებლად.
ბილდი: რა ზეგავლენას იქონიებს თქვენი ტრავმა ზაფხულში შესაძლო ტრანსფერზე?
გიუნდოგანი: თუნდაც ახლა არ დამიჯეროთ: მე ჩემი ძალების 100%-ს დორტმუნდს ვუძღვნი და ჩემი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად კვლავ გუნდის ნაწილი გავხდე. სხვა ყველაფერი აბსურდია. დადის გარკვეული ხმები, რომლებსაც მე არასდროს არ ვპასუხობ. მე სიტყვა მაქვს მიცემული, რომ ხელშეკრულების მოლაპარაკების ეტაპზე ჩემი პირველი კონტრაჰენტი დორტმუნდის ბორუსია იქნება და მე ამ სიტყვას არ გადავალ.