არ შემიძლია ასეთი თამაშებით ტკბობა რა, ტატა მარტინოსავით უნამუსოდ ,,თამაშგარე არ დამინახავს მაგრამ პენალტი ნაღდად იყო"
როცა ფეხბურთს უყურებ, გაინტერესებს შენი საყვარელი გუნდის რეალური ძალა, დავანებოთ თავი ყურით მოთრეულ ,,მე სამართლიანი ვარ ძმებო"

1:0-ს აგებდა და ბურთს თავზე ახევდნენ, მე მინდა ვიხილო ამის გაგრძელება იმ ,,გოლის" გარეშე
გამოტვინებული მსაჯი, აი ზუსტად ამას ქვია თამაშის გაფუჭება. 1:10 მოეგო თუნდაც, ზუსტად იქ შეიცვალა ყველაფერი (სევილიას რა ვუთხარი)
3 თვეში ერთი კარგი თამაში უწევთ და იქაც ასეთი უნდა მოხდეს, გუნდის რეალური ძალის გაგებაა ამით შეუძლებელი სხვა თუ არაფერი
ნეტა ასეთი თამაშების გადათამაშება ინიშნებოდეს და მაგ ,,გოლიდან" იწყებოდეს, ან გააკეთონ ეს ვიდეო–რეფერი, ეგეთი მეტრიან თამაშგარეებს ხომ მომენტალურად, მსაჯი საჯარიმომდე არ იქნება მისული რომ გადასცემს რაციით :დ
მე არ ვიცი ,,როგორ დამთავრდებოდა" თამაში, მაგრამ ის ვიცი, ,,გოლამდე" გუნდი ჩემპიონი ვერ გახდება, რამდენი საჩუქარიც არ უნდა გაუკეთონ მსაჯებმა
რეალსაც ეხმარებიანო და იქ იხსენებენ მსგავს (მაგრამ ასეთი გიგანტური თამაშგარე არ იყო) ვალენსია რეალი (2:3) კრისტიანომ რომ გაიტანა თავით მეორე გოლი ვალენსიას კარში
რამდენი რამე შეიცვლებოდა ფეხბურთში რადიო–რეფერით :დ
,,გოლამდე"
ინიესტას დაბრუნებამ გუნდს მისცა ის დაკარგული წესრიგი, რომელიც მხოლოდ ხავი–ინიესტას ერთად თამაშის დროს არის, მაგრამ გუნდი ჰგავდა პიტო ვილანოვას გუნდს, არავითარი სიახლე–იდეა და მდგომიარე თავდასხმა, იმიტომ კი არა რომ ,,არ არიან მონდომებული" არამედ გუნდის თამაში არ იძლევა ამის შესაძლებლობას
სონგი ძალიან მომეწონა, ასეთი დონე უკვე უახლოვდა იმ მოთხოვნებს რაც ბარსას საყრდენს მოეთხოვება (ბუსკეტსსაც შეეძლება ფორმაში არ ყოფნა :დ ზოგჯერ) და მართალი ვთქვა, არ ვიცი რატომ მომეწონა :დ, უბრალოდ ,,ცოცხალი" მეჩვენა და არა მკვდარი სული
ბერნდ შუსტერმა კი არა, რაკიტიჩმა დედა უტირა (ისევ) მთელ უკანა ხაზს, ადრიანოდან დაწყებული ცენტრალურებამდე დასრულებული, ბარსასთან უკვე კაი 2 წელია პერიოდულად სუსტი ხმებით აკავშირებენ სხვათაშორის :დ
მესი იყო უცუდესი ფეხბურთელი ამ ,,გოლამდე", თვით პიკეს და მონტოიას შემხედვარე, ხავი ძალიან მოისუსტებდა (სესკის თამაში იყო დღეს თუ გავითვალისწინებთ რა სტილის გუნდს ხვდებოდნენ)
30 წუთზე მსჯელობა დაახლოებით ისაა ბარსა 2:3 ვალენსიას პირველი 30 წუთით იმსჯელო, სადაც ბარსას არაფერი ეტყობოდა შემდეგ 70 წუთში თამაშის გათახსირების, მაგრამ სევილიასთან თამაშს თუ განვიხილავ, მხოლოდ 2 ნაწილად, ერთს ,,გოლამდე", ვტოვებ პირველი ტაიმამდე დროს და ვაფასებ მეორე ტაიმს :დ
ეს სევილია კიდევ რას იბრძოდა შენი ჭირიმე (,,გოლამდე") რა გაშმაგებულები იყვნენ, ეს მაკვირვებს ამათი, როგორ იგიჟებენ ხოლმე თავს ბარსასთან, ესპანიოლი არაა ხოლმე მონდომებული ხშირად ამათზე
თამაშის დასასრული ტაქტიკაც საინტერესო იყო სესკი როცა ინიესტას პოზიციაზე დადგა და ინიესტა ნეიმარისაზე, კვლავ მთავარი პრობლემაა როგორ ჩაეტიოს საუკეთესო (სტატუსით) ფეხბურთელები ამ 4–3–3–ში. ტატამ რამდენიმეჯერ ნეიმარი მარჯვენა ფორვარდად (სანჩესის ადგილზე) ათამაშა, შეიძლება ამის გამოყენება როცა ,,გალა–გუნდია" საჭირო: ბუსკეტსი–ხავი–სესკი; ნეიმარი, მესი, ინიესტა – ნეიმარი ცოტა დაიტანჯება, მაგრამ მაგას არა უჭირს, მცველებს უფრო მეტად გატანჯავს :დ, ინიესტაც ბურთს მოკლებული გაცილებით აღმოჩნდება, მაგრამ მუდმივად სესკის მე–12 მოთამაშედ ქცევა ვერაა კარგი, ხან ისე ხან ასე, გაანძრიოს ტვინი რამე მოიფიქროს
უი ჰო, ტატა მარტინოს თამაში (მწვრთნელის თამაში, მისი პლიუსებიდან გამომდინარე) არ მიდიოდა 60 წუთამდე, ბარსამ თამაში მწვრთნელის გარეშე ,,წაიყვანა" (მე არ ვიცი როგორ გაიგებენ ამას, სწორად გაგება უნდა) და ტატა მარტინომ ,,განადგურება დაასრულა". ის რაც მოხდა 2:1–მდე, ამას პიტო ვილანოვა როგორც მწვრთნელი ასევე იზამდა (ბარსას ფეხბურთი იყო გასული წლისა და არა თუნდაც მინიმალურ–სიახლე–შემოტანილი). აი ბოლო 30 წუთი ტატამ ბურთი თავზე გადაახია ემერის, ეს კი
მეტი რისი თქმა მინდოდა და შეფასებების :დ
საუკეთესო:
ემდ: მესი, ინიესტა
სპორტი: ინიესტა, შემდეგ მესი/პედრო/მონტოია (ვაიმე

)
მარკა: მესი, შემდეგ ინიესტა
ესტადიო დ. (სევილია): მესი, შემდეგ ინიესტა/სანჩესი
გულშემატკივრები სპორტში: მესი, შემდეგ ინიესტა, შემდეგ სანჩესი, შემდეგ ფაბრეგასი
ყველაზე დაბალი შეფასება:
ემდ: ბარტრა, პიკე, სონგი, მარტინო
სპორტი: ვალდესი, შემდეგ პიკე
მარკა: სონგი, შემდეგ მონტოია/ადრიანო
ესტადიო დ.: პიკე, შემდეგ ბარტრა
გულსემატკივრები სპორტში: პიკე, შემდეგ მონტოია, შემდეგ სონგი/ბარტრა
პ.ს. დამავიწყდა ადრიანო, ჩემთვის მესი–ინიესტაზე არანაკლები დამსახურება უდევს თამაშის მოგებაში თუ უბრალოდ ფეხბურთში ,,გოლის" შემდეგ. ჩვენი საუკეთესო ლატერალია დღეს და ღირს მოსინჯვა: ალვეში–ბარტრა–ადრიანო–ალბა
ცენტრალურ მცველად მასკერანოს მაინც აჯობებს, სანამ ცოტა გონზე არ მოვა (თუ მოვიდა საერთოდ). ბარტრა კი პიკეს ჯობია და პრაქტიკა ჭირდება რომ ქაჯობები არ ახასიათებდეს. ბარტრა-პიკეს დუეტი არ იქნება ბარსას ძირითადი დუეტი არასდროს (ერთი პროფილის ორი მოთამაშეა, მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში მოუწევთ გაჭირვების ჟამს, ან ვინმემ უნდა გასწიოს ,,სვიპერის" ფუნქცია (არცერთი არაა, ორივე ,,წაუსტოპერებს", არცერთს შუძლია ,,ზონის კონტროლი" და დაზღვევა სტოპერის თუნდაც საშუალო დონეზე, ეს ფუნქცია მაშინ ბუსკეტსმა უნდა შეასრულოს ხოლმე (უკან დახევით)
ხასიათი გამოისწორეს, ახლა ხანმოკლე თავისუფლად ამოსუნთქვა შეუძლიათ და გამოიყენოს მწვრთნელმა, თორემ როგორც თვითონ თქვა ,,ლიდერობის დაკარგვა ანეგდოტი იქნება, თუ საბოლოოდ მაინც ჩემპინები გავხდით" - ,,ეს ლიდერობა ანეგდოტი იქნება, თუ რამდენიმე ტურში ცუდი თამაშით ქულების კარგვა განაგრძეთ" (და ჩემპიონები ვერ გახდით :დ)
სოსიედადთან მესი გაიყვანს (ერთს მაინც გაისვრის) და 4 გოლის გაშვებას ვერ მოახერხებენ :დ
ნეიმარის კიდევ არ მჯერა სიტისთან, რა უნდა ქნას კაცმა 30 წუთი თუ ითამაშა ამდენის უთამაშებელმა, აზრი არ აქვს. ჰა 5 წუთი შეიყვანო რა :დ, ისევ პედრო-მესი-სანჩესი და მერე სესკი შეეთრევა.