მე განსაკუთრებული ვარ
- ძალიან გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ მე ძალიან ამაყი ან შემაწუხებელი ვარ. მაგრამ უკვე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, ამიტომაც, რა თქმა უნდა, მე განსაკუთრებული ვარ!
პირველი... ღმერთის შემდეგ
- იდეალური და მარტივი სამუშაო რომ მდომებოდა, "პორტუში" დავრჩებოდი. იქ მდიდრული, ვეებერთელა და ძალიან მოსახერხებელი ლურჯი სავარძელია. ღმერთია და მის მერე... მე.
გონიერების ძიებაში
- როდესაც მსურს, მოვუსმინო ჭკვიანი კაცის რჩევას, ვიწყებ ლაპარაკს.
ეროვნული დღესასწაული
- ყველას ისე სურს "ჩელსის" წაგება, რომ ასე მგონია, როცა მართლა წავაგებთ, დიდ ბრიტანეთში ეროვნულ დღესასწაულს გამოაცხადებენ. არა?
რკინის ლოგიკა
- არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს ვინმე, ჩემზე უკეთესი.
ჯადოქარი არ ვარ
- სხვათა შორის, მე საფეხბურთო მწვრთნელი ვარ, ძალიან კარგი მწვრთნელი, მაგრამ ჯადოსნობის ნიჭი არ მაქვს, ჰარი პოტერი არ ვარ, არც მერლინი...
კვერცხების აუცილებლობაზე
- ფეხბურთელები, როგორც კვერცხები, სხვადასხვა ხარისხის არიან. მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პირველი, მეორე ან თუნდაც მესამე სორტის კვერცხი. რა თქმა უნდა, კარგი ხარისხის კვერცხებისგან უფრო გემრიელი ომლეტი გამოდის. ასეა გუნდიც, რაც უფრო კარგი ფეხბურთელები გყავთ, მით უკეთესია.
ლიონელის კომედია
- თქვენ უკვე იცით, რომ ბარსელონა ესპანეთის კულტურული დედაქალაქია. ქალაქში უამრავი თეატრია, ქუჩებში შეხვდებით ნიჭიერ მსახიობებს. ამიტომაც მესიც იდეალურად მოერგო კომედიანტის როლს.
ცხოველთა სამყარო
- (როცა ტრავმირებული იგუაინის არყოფნაში, ბენზემას თამაშს უკეთებდა კომენტარს) ძაღლთან ერთად ყოველთვის ინადირებ წარმატებით. მაგრამ, რა ვქნათ, როცა ის არ არის? რას გააწყობ, სხვა გზა არ არის, სანადიროდ კატა უნდა ვიახლოთ.
იდიოტიზმის შესახებ
- იდიოტია ის, ვინც ფიქრობს, რომ სრულყოფილია და მეტი ზრდა არ სჭირდება. მე იდიოტი არა ვარ...
მაინც მაგარი კაცია რა ოღონდ რეალში აღარ ვნახო მაგის ფეხი