FC Bayern Geo Fans <<< უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე ოფიციალურ საიტზეინტერვიუ ოლივერ კანთან.
- ბატონო კან, შეგვიძლია ბაიერნს გერმანიის ჩემპიონობა მივულოცოთ, თუ ჯერ ადრეა?
„ერთმნიშვნელოვნად ყველაფერი ასე გამოიყურება.“
- ბაიერნისთვის პრიორიტეტია: ახლა მათ შეუძლიათ მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის შეხვედრაზე გადაიტანონ.
„მათ შეუძლიათ ბუნდესლიგაზე ოდნავ დაისვენონ. შეიძლება ეს პრიორიტეტიც იყოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც შინაგანი დაძაბულობა და კონცენტრაცია მუდამ მაღალ დონეზეა შესანარჩუნებელი. როდესაც გუნდს ლიგაზე მხოლოდ ისეთი თამაშები დარჩა, სადაც საუბარი იმაზეა, 15 ქულიანი იქნება უპირატესობა, თუ 20 ქულიანი - არ ვიცი, ეს რამდენად საინტერესოა.“
- ბაიერნი არსენალთან გამოკვეთილი ფავორიტია?
„ფავორიტია. მაგრამ არსენალის მწვრთნელმა თქვა - თვით ბაიერნიც კი წააგებს თამაშებს. ასე რომ, შეიძლება დაძაბულობა იყოს.“
- როგორც 2013 წლის მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრის დროს მიუნხენში, როდესაც არსენალმა 0:2 მოიგო?
„აქედან მოდის ინგლისელთა თავდაჯერებულობა - მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ტურნირს გამოეთიშნენ. თუმცა ბაიერნი ყველა სიტუაციისთვის კარგად არის შეიარაღებული, როგორც მენტალურად, ასევე ტაქტიკურად. ისინი მეტოქეს სწორად შეაფასებენ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ინგლისის წამყვანი გუნდების წინააღმდეგ ორი აბსოლუტურად მაღალი დონის მატჩის ჩატარებაა საჭირო.“
- გერმანიის ჩემპიონატში უპირატესობა გამოკვეთილია: 21 მატჩში 19 გამარჯვება.
„ამჟამინდელი უპირატესობა უდიდესია. სასურველი იქნება, ორმა-სამმა კონკურენტმა ცოტა ზემოთ ამოიწიოს.“
- კარლ-ჰაინც რუმენიგემ ტონი კროოსის ხელშეკრულების გაგრძელების დღემდე გაურკვეველ სიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა: „მიუნხენის ბაიერნს ხომ არ ტოვებენ!“
„ფეხბურთელმა ასეთ კლუბთან მიმართებაში საკუთარი თავი სწორად უნდა შეაფასო და შეუძლებელი არ უნდა მოითხოვო. კარიერის განმავლობაში ბევრი მინახავს, ამბობდნენ რომ ბაიერნთან ასე თამაში შეიძლებოდა, შემდეგ სხვა კლუბებში წასულან და ბოლოს ყოველთვის ნანობდნენ.“
- რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნში გადმოსვლასთან დაკავშირებით რუმენიგემ განაცხადა, რომ საპასუხოდ ბავარიელის დორტმუნდში გადასვლა გამორიცხულია.
„იქნებ კარგიც იყოს ტურნირის კონკურენტუნარიანობისთვის ერთი ან ორი ფეხბურთელის დორტმუნდში გაშვება, რათა ლიგა ოდნავ დაბალანსებულად გამოიყურებოდეს.“ (იცინის)
- ვიცე-კაპიტანი ბასტიან შვაინშტაიგერი ტრავმის შემდეგ გუნდში კვლავ ძირითადი ადგილის დაკავებისთვის იბრძვის.
„გუარდიოლა სწორად შეაფასებს, არის თუ არა ბასტიანი 100%-ით ფორმაში. ის ნელ-ნელა კვლავ თამაშობს, ჯერ 20 წუთი, შემდეგ ნახევარი საათი. შვაინშტაიგერი პეპისთვის ცენტრალური, მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ესპანელმა იცის, ვინც ყავს მისი სახით. განსაკუთრებით ისეთი მატჩებისთვის, სადაც ყველაფერი კარგად არ მიდის და ნამდვილი ხასიათის ჩვენებაა საჭირო. მასზე დაყრდნობა ნამდვილად შეიძლება. როდესაც ბასტიანი ფორმაში იქნება, ის აუცილებლად ძირითადში ითამაშებს.“
- თუმცა ცენტრში ასეთი დიდი კონკურენცია აქამდე არასოდეს ყოფილა. ლამმა ექვსიანზე როლი კარგად მოირგო, მის წინ კი თამაშობენ ტიაგო და გიოტცე, ან კროოსი. მარტინესმა ადგილი დაკარგა. შვაინშტაიგერი სადღა უნდა წავიდეს?
„ხედირასა და გიუნდოგანის ტრავმების გამო ნაკრებში ამ მხრივ უფრო მარტივი სიტუაციაა, ვიდრე ბაიერნში. აქ იმდენი მაღალი დონის ფეხბურთელია და ისეთი მაღალია კონკურენცია - ამას კი დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. ვინც უკმაყოფილო იქნება, იცის: ვეღარ ითამაშებს. მის ნაცვლად დადგება სხვა, რომელიც ისევე კარგად, ან უფრო უკეთ თამაშობს, ფორმიდან გამომდინარე. ასე გუარდიოლას ამ კომლპექსური სტრუქტურის მართვა უკეთ გამოუვა.“
- და თუ ვინმე ისე გაცხარდება, როგორც ტონი კროოსი, რომელმაც მოედნის დატოვების შემდეგ ხელთათმანები პირდაპირ სათადარიგოთა სკამისკენ მოისროლა?
„სხვა ფეხბურთელი საკუთარ თავს ასე მოქცევის უფლებას ვეღარ მისცემს. გუარდიოლასთან ნებისმიერ ფეხბურთელს დიდი პრობლემა შეექმნება, რომელიც გუნდის ინტერესებზე მაღლა საკუთარს დააყენებს.“
- 2014 წელს მანუელ ნოიერმა 6 ოფიციალურ შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. 2013 წლის საუკეთესო მეკარე უძლეველად გამოიყურება.
„აბსოლუტურად დამსახურებულად. მან ძალიან დიდი ტიტული მოიგო და სტაბილურად თამაშობს. იკერ კასილასმა რეალში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ბუფონი უმაღლესი კლასის მეკარეა, მაგრამ თავისი ზენიტიდან უკვე ჩამოდის, შემდეგ არის ჩეხი, რომელიც კარგად თამაშობს, თუმცა ბოლო წელს ისეთი სანახაობრივი აღარ იყო. მანუელ ნოიერი აწმყოს მეკარეს განასახიერებს, რომელსაც განვითარების პოტენციალი კიდევ აქვს.“
----------
AZ
https://www.facebook.com/503146609707533/ph...?type=1&theater