FC Bayern Geo Fans <<< უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე ოფიციალურ საიტზე მიუნხენის ბაიერნის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის დუელები ლონდონის არსენალთან.
როდესაც ეს ორი გუნდი ერთმანეთის პირისპირ იდგა, გადამწყვეტი ყოველთვის წვრილმანი დეტალები იყო. ასე მოხდა გასულ სეზონზე მერვედფინალში მათი ბოლო დაპირისპირებისას, როდესაც მიუნხენელებმა ლონდონში დამაჯერებელი მოგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე გულშემატკივარი საკმაოდ ანერვიულეს. დაძაბულობა არ აკლდა 2004/05 წლების სეზონსაც.
2012/13 წლების სეზონი მერვედფინალური შეხვედრა ლონდონში: არსენალი - ბაიერნი (1:3)
2013 წლის 19 თებერვალი - ზუტად ერთი წლის წინ ბავარიელებს ლონდონში ნამდვილი დღესასწაული ქონდათ. იუპ ჰაინკესის შეგირდების შესანიშნავი წარმოდგენის შემდეგ კროოსის, მიულერისა და მანჯუკიჩის გოლების წყალობით გუნდმა 3:1 გაიმარჯვა. 0:2-ის დროს ლონდონელთა მხრიდან თავი ლუკას პოდოლსკიმ გამოიჩინა და ანგარიში 1:2 გახადა.
2012/13 წლების სეზონი - მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრა მიუნხენში (0:2):
ალიანც არენაზე ბავარიელები დისკვალიფიცირებული ბასტიან შვაინშტაიგერისა და ტრავმირებული ფრანკ რიბერის გარეშე გავიდნენ. არსენალის თავდამსხმელმა ჟირუმ კი შეხვედრის მესამე წუთზე გატანილი სწრაფი გოლით მიუნხენელები შოკში ჩააგდო. მართალია, შემდეგ მხოლოდ ბაიერნი თამაშობდა, მაგრამ მარტის ამ საღამოს გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს. შეხვედრის ბოლო წუთებზე კოშიელნის მიერ გატანილმა გოლმა სიტუაცია ძალიან დაძაბა. ლონდონელთა ყოველი შემდგომი გოლი კი უკვე ბავარიელთა ტურნირს მიღმა დარჩენას ნიშნავდა. საბედნიეროდ საქმე აქამდე არ მივიდა და სეზონი დაუვიწყარი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფით დასრულდა.
2004/05 წლების სეზონი - მერვედფინალური შეხვედრა (3:1):
ბაიერნი მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე თამაშობდა - ეს ალიანც არენაზე გადასვლამდე ბოლო სეზონი იყო. ფელიქს მაგათის ხელმძღვანელობით გუნდმა მოგება მოახერხა. პისაროს დუბლისა და სალიჰამიჯიჩის გოლი წყალობით მიუნხენელებმა ანგარიში 3:0 გახადეს. კოლო ტურეს პრესტიჟის გოლმა კი არსენალს მეოთხედფინალში გასვლის იმედი დაუტოვა.
2004/05 წლების სეზონი - მერვედფინალური განმეორებითი შეხვედრა ლონდონში (0:1):
ბავარიელები მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში ამჯერადაც დამარცხდნენ. ტიერი ანრის გატანილი გოლით არენალი დაწინაურდა. თუმცა მიუნხენელებს მებრძოლი სულიკვეთება არ აკლდათ და საბოლოოდ დამსახურებულად გავიდნენ მეოთხედფინალში. მაშინ ლონდონელთა რიგებში თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ანრი, ბერგკამპი, ფლამინი; ბავარიელებს კი ყავდათ ბალაკი, დაისლერი, ლიზარაზუ.
ლონდონის არსენალი წინააღმდეგ დადებითი ბალანსი აქვს თავად პეპ გუარდიოლასაც:
ბარსელონას მწვრთნელის რანგში 2010/11 წლების სეზონის მერვედფინალური შეხვედრის დროს ლონდონში 1:2-ს საკუთარ მოედანზე შეხვედრაში 3:1 გამარჯვება მოყვა. ერთი წლით ადრე კი ბარსელონა გასვლაზე 2:2-ის შემდეგ 4:1 გამარჯვებით ნახევარფინალში გავიდა.
----------
FCB
https://www.facebook.com/503146609707533/ph...?type=1&theater