FC Bayern Geo Fans <<< უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე ოფიციალურ საიტზეინტერვიუ ტონი კროოსთან.
- თქვენმა გუნდმა მეტოქეებს საგრძნობლად გადაუსწრო. ამ მომენტისთვის რისი გაკრიტიკებაც შეიძლება, ერთადერთი მოდუნებული დასაწყისია ხოლმე. რატომ ჭირდება ბაიერნს დაახლოებით 20 წუთი, სანამ მართლა თამაშს დაიწყებს?
``ეს ნორმალურია, რადგან სანამ თამაშში შეხვალ და ბურთს დაეუფლები, ცოტა დროა საჭირო. საბედნიეროდ აქამდე ამას ვახერხებდით და საწყის წუთებში გოლს თითქმის არ ვუშვებდით. საერთო ჯამში კი ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გამოვასწოროთ.``
- არსენალთან გუნდი მანუელ ნოიერმა გადაარჩინა, ჰანოვერთან კი ტომ შტარკემ. ესეიგი შეგიძლიათ მეორე მეკარესაც ენდოთ.
``დიახ. ეს ვიცით და მის ყოველდღიურ ვარჯიშსაც ვხედავთ. ტომს ნებისმიერ დროს შეუძლია თამაში. ნამდვილად არ გვინდა, მანუმ ტრავმა მიიღოს და გუნდს გამოაკლდეს. მაგრამ ტომი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.``
- კონკურენტები მიუნხენის ბაიერნის დომინირებაზე წუწუნებენ. მაგრამ მდევრები თავადვე არიან დამნაშავეები, არა?
``არ ვიცი, კონკრეტულად ვინ წუწუნებს. ერთი რამის თქმა კი შემიძლია, რომ ჩვენი მდევრები არასტაბილურად გამოიყურებიან. ლევერკუზენმა და დორტმუნდმა ბევრი ქულა დაკარგეს. მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს.``
- ცხრილში 19 ქულიანი უპირატესობა გაქვთ.
``დიახ და ეს ჩვენს სიძლიერეზე მეტყველებს, მითუმეტეს მას შემდეგ, როდესაც თითქმის ყველაფერი მოვიგეთ.``
- ვერცხლის სინი როდისთვის არის დაგეგმილი? მარტის ბოლოს?
``ეს ხომ მარტო ჩვენს ხელში არ არის. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მატჩები მოვიგოთ. თუ ვინმე სხვა სადმე ქულებს დაკარგავს, ეს ხომ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ჩვენი მიზანი გერმანიის ჩემპიონობის შეძლებისდაგვარად სწრაფად გაფორმებაა.``
- ეს კი ჩემპიონთა ლიგაზე ყურადღების გადატანისთვის დადებითი მომენტი იქნება, არა?
``ასე არ გამოვა. ვერ იტყვი, რომ ახლა ჩემპიონთა ლიგას ვთამაშობთ და ორი კვირით ადრე მატჩზე ფიქრს ვერ დაიწყებ. ლიგის ყოველდღიურ ცხოვრებას ყურადღება უნდა მიაქციო. თუ ისე მოხდა, როგორც წინა წელს და ადრეულ ეტაპზე გავხდით ჩემპიონები, კონცენტრაციის შენარჩუნება უფრო რთული იქნება - თანაც ეს მატჩები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.``
- მწვრთნელები სიამოვნებით საუბრობენ იმაზე, რომ დაძაბულობა უნდა შენარჩუნდეს. ამას როტაციის გარეშე ვერ მოახერხებენ?
``ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ მიმართავენ როტაციას. მალე სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შევალთ. მეორე წრეში როტაცია უფრო ხშირია, რადგან ბატარია ბოლომდე სავსე აღარ არის. ბოლოსკენ დაძაბულობა მატულობს. მარტში საბოლოო ეტაპი იწყება და ყველა ტოპ-მატჩისთვის ბოლომდე ფორმაში უნდა ვიყოთ.``
- როგორ შეაფასებთ ბასტიან შვაინშტაიგერის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას?
``კარგია, რომ გამოჯანმრთელდა. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ასევე დარჩეს. ბოლო პერიოდში სულ წვრილმანი ჩივილები ქონდა. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ახლა 90 წუთის თამაში და 100%-ით დახარჯვა არ შეუძლია. თავად გამომიცდია, როდესაც წინა სეზონზე ტრავმირებული ვიყავი. მაგრამ ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ დაბრუნდა.``
----------
TZ
https://www.facebook.com/503146609707533/ph...?type=1&theater