FC Bayern Geo Fans
ბედნიერი დაბადების დღე, მიუნხენის ბაიერნს! კლუბების მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დღეს 114 წლის გახდა. ბუნდესლიგაზე შალკესთან გასამართ მატჩამდე ორი დღით ადრე დიდი აღნიშვნა არ იგეგმება - თანაც 114 მრგვალი საიუბილეო თარიღი არ გახლავთ. Fcbayern.de-სთვის კლუბის დაბადების დღესთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში კარლ-ჰაინც რუმენიგე არა მხოლოდ დიდ ისტორიულ წარსულს იხსენებს, არამედ აანაზილებს მიმდინარე პერიოდსაც.
- ბატონო რუმენიგე, მიუნხენის ბაიერნი 114 წლის გახდა. კლუბის ხელძღვანელობა ამ დღეს აღნიშნავს?
``მიუნხენის ბაიერნს აუცილებლად მივულოცავთ. დიდი ისტორია გვაქვს, განსაკუთრებით 30,40 წელია ძალიან წარმატებულები გავხდით. მიუნხენის ბაიერნს განვლილი 114 წლით თავისუფლად შეუძლია იამაყოს. თუმცა ეიფორიას არ მივცემთ უფლებას, ჩვენზე იბატონოს. ნამდვილი დიდი წვეულება 100 წლის იუბილეზე გვქონდა.``
- კლუბის ყველაზე წარმატებული წელი არც ისე შორეულ წარსულშია . . .
``დიახ. საოცარი წელი იყო. სწორედ ახლა წარმატების ისტორიას ვწერთ, ისეთი წარმატების, რომელიც ასეთი ფორმით აქამდე არასოდეს განგვიცდია. ძალიან ბევრი დიდი გუნდი გვყავდა, 70-იანების დასაწყისში ფრანც ბეკენბაუერით, გერდ მიულერითა და ზეპ მაიერით, რომლებმაც მაშინ სამჯერ ზედიზედ მოიგეს ევროპის თასების მფლობელთა თასი. წარმოუდგენელი შედეგია! მაგრამ ის სხვა დროება იყო. ის ხარისხი და ის სამწვრთნელო შტაბი, რაც დღეს გვყავს, აბსოლუტურად ესქტრაკლასია. შესაძლოა კლუბი ახლა არსებობის მანძილზე აქამდე ყველაზე საუკეთესო ფაზაში იმყოფება.``
- ამაყობთ, რომ ამ გუნდის სათავეში იმყოფებით?
``ერთი ვიცე-პრეზიდენტი გვყავდა - ჰანს შიფელე. გამარჯვებების შემდეგ ყოველთვის ამბობდა: ``სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ბატონებო! ჩვენ ყველა მიუნხენის ბაიერნს ვემსახურებით!``
- გასულ კვირას ჰანოვერის წინააღმდეგ ბაიერნმა ბუნდესლიგაზე ზედიზედ მე-14-ე შეხვედრა მოიგო. შეძელით ტრიბუნებიდან ამ თამაშით ტკბობა?
``ამჟამად თითოეული მატჩით ვტკბები - თუნდაც საწყისი წუთები ისეთი იყოს, როგორც ლონდონში. გუნდს ინდივიდუალურად დიდებული ხარისი აქვს. მაგრამ: ეს ხარისხი ფილოსოფიას უნდა ეფუძნებოდეს. სწორედ ეს გააკეთა იუპ ჰაინკესმა და ამას აკეთებს ახლა პეპ გუარდიოლა. თითოეულ შეხვედრაში არის ხელწერა, შეიცნობა აბსოლუტურად ნათელი გეგმა. თითოეულ მეტოქეს საჭირო პატივისცემით ვუდგებით. არასოდეს მომისმენია პეპის ქედმაღლური საუბარი. სწორედ ეს მომწონს მასში ყველაზე მეტად ჯერ კიდევ ბარსელონაში მოღვაწეობის პერიოდიდან. გუნდი ახლა ისეთი საყოველთაო სიმპათიით სარგებლობს, როგორც არასოდეს. ეს პეპის დამსახურებაცაა.``
- რა წვლილი მიუძღვის პეპ გუარდიოლას ამჟამინდელ წარმატებაში?
``ამ ადამიანის ბაიერნში ყოფნა ნამდვილი ბედნიერებაა, რადგან თავისი ხარისხითა და შრომისმოყვარეობით ყოველდღე მაქსიმუმის მიღწევას ცდილობს. ყველაფერი, რაც ამ მომენტისთვის საჯაროდ ასე კარგად გამოიყურება, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გაწეული დიდი შრომის შედეგია. ვარჯიშების ინტენსიობა, რომელსაც სისტემატურად ვადევნებ თვალს ჩემი ოფისიდან, ახალი ეტაპისთვის ჩადებული ფუნდამენტის ქვებია. ის, რომ წარმატების ისტორიას ვწერთ, შემთხვევითი ნამდვილად არ არის.``
- გერმანიის ჩემპიონატზე 19 ქულიანი უპირატესობით საჩემპიონო ბრძოლა წინასწარ არის მოგებული?
``ეს ძალიან დიდი უპირატეობაა. ჯერ არ ყოფილა გუნდი, რომელსაც 22 ტურის შემდეგ ამდენი ქულა ქონდა. მაგრამ: საკმაოდ მშვიდად ვუყურებთ ამ მდგომარეობას და თავადვე არაფერს ვზეიმობთ.``
- კვირას ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ბასტიან შვაინშტაიგერი. რამდენად მნიშვნელოვანია იგი მიუნხენის ბაიერნისთვის?
``ბასტიანი სამაგალითო ბავარიელია. აქ გაიზარდა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოიკიდა ფეხი და გულშემატკივრებშიც უზომო სიყვარულით სარგებლობს. ძალიან მიხარია, რომ გუნდს დაუბრუნდა. ჩვენი მიზნების მისაღწევად ის აუცილებლად გვჭირდება. ისევე, როგორც ფრანკ რიბერი, რომელიც მეტოქის დაცვისთვის ნამდვილი საშიში მოჩვენებაა. საკუთარ ხარისხს კარგად ვიცნობთ.``
- შაბათს საკუთარ მოედანზე შალკეს უმასპინძლებთ. რას ელით ამ შეხვედრისგან?
``რეალთან შეხვედრის გამოკლებით შალკეს კარგი მეორე წრე ქონდა. მაგრამ ფაქტია: ჩვენ წარმატებული სერიის გაგრძელება და მოგება გვსურს, რომ ამ დადებით რიტმში დავრჩეთ. თითოეული გამარჯვება მეტ თავდაჯერებულობასა და მეტ უსაფრთხოებას გვმატებს.``
- მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა ლონდონის არსენალთან. საწყის წუთებში არ გაგიჩნდათ იმის შეგრძნება, რომ შესაძლოა ყველაფერი ბაიერნისთვის ცუდად განვითარებულიყო?
``ინგლისში სტანდარტია, როდესაც გუნდები მოედანზე გამოდიან, მაშინვე შეტევაში თამაშობენ, განსაკუთრებით საშინაო შეხვედრებში. არსენალმა ცოტა გაგვაოცა. მაგრამ მოგერიებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ უკვე ვდომინირებდით და იმედიც დაბრუნდა, რომ მოედანს გამარჯვებულები დავტოვებდით.``
- მანუელ ნოიერმა დიდებული მატჩი ჩაატარა . . .
``იგი 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე შემთხვევით არ გამხდარა. ფანტასტიური მეკარეა. მანუელისნაირი ფეხბურთელები დიდი თამაშების ბედს წყვეტენ. თანაც დიდებული პიროვნებაა. ასეთი ადამიანები ბაიერნს უკეთესს ხდიან.``
- ბაიერნის კარში სხვა მეკარე წარმოგიდგენიათ?
``ამის წარმოდგენა ამჟამად არც გვჭირდება. მანუს ხელშეკრულება 2016 წლამდე აქვს. ჩემთვის ადვილი წარმოსადგენია, რომ მან ძალიან, ძალიან დიდხანს ითამაშოს მიუნხენის ბაიერნში. აქ ბედნიერია - ჩვენც ბედნიერები ვართ მისი აქ ყოფნით.``
- როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა არსენალთან საპასუხო შეხვედრაში?
``განსხვავებით, ვიდრე წინა წელს. მაგრამ წინა წლის შეხვედრაზე ბევრი არ უნდა ვიფიქროთ. ბევრი რამ ცუდად განვითარდა. 0:1-ზე ერთს ფეხი დაუცდა. შემდეგ ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. ბოლოს კი ნერვიულობა მოგვიწია. მაგრამ იქნებ ეს კარგი გაკვეთილია. არსენალთან მომავალ შეხვედრას საჭირო პატივისცემითა და ყურადღებით დავიწყებთ.``
- ბაიერნს მიმდინარე სეზონზე კვლავაც აქვს ყველა ტიტულის მოგების შესაძლებლობა . . .
``რაც შეეხება გერმანიის ჩემპიონობას, კარგ გზას ვადგავართ. ეს არის ის ტიტული, რომელიც მიზნად დავისახეთ. გერმანიის თასზე რომ კაიზერსლაუტერნთან ფავორიტები ვართ, ფაქტია. ჩემპიონთა ლიგის პროგნოზისთვის კი ჯერ ადრეა. ჯერ არსენალს უნდა გავცდეთ და მეოთხედფინალში გავიდეთ. ღამეები ტრიპლზე არ ვოცნებობ, მაგრამ ვიცი, რომ ყოვედღიურად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გუნდი ფიზიკურად, ტაქტიკურად და მენტალურად საუკეთესოდ იყოს მომზადებული. ამიტომ, ღამით მშვიდად მძინავს.``
- ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, ეს 2014/15 წლების მოსამზადებელ პერიოდზე გავლენას მოახდენს. თებერვლის ბოლოსთვის როგორ გამოიყურება მომავალი სეზონისთვის მომზადების გეგმა?
``საბოლოოდ ყველაფერი შესათანხმებელია. ადვილი არ იქნება. ბუნდესლიგა 22 აგვისტოს დაიწყება. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ფეხბურთელებს ძალების აღსადგენად საკმარისი დრო მიეცეთ. ტრენტინოს საწვრთნელ ბაზაზე წავალთ, ივლისის ბოლოს კი ამერიკაში. იქ ორი-სამი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი.``
- ბოლოს ბაიერნს უთანხმოება ქონდა გულშემატკივართან - მათ შორის სამხრეთ ტრიბუნაზე ბლოკის თავისუფალ არჩევანთან დაკავშირებით. როგორ განვითარდა ეს საკითხი? ``ერთმანეთთან შესანიშნავად, ჰარმონიულად და კოოპერირებულად გამოვნახეთ საერთო ენა. ვიმედოვნებ, ასეთი მდგომარეობა დიდხანს შენარჩუნდება. ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ, რადგან გულშემატკივართა სურვილებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. სადაც გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს, გავაუმჯობესებთ კიდეც. მეორეს მხრივ კი ბედნიერი ვარ, რომ ეს პრობლემა წარსულს ჩაბარდა - ისევე, როგორც პიროტექნიკა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალი პარტნიორობა გაგრძელდეს.``
----------
FCB
https://www.facebook.com/503146609707533/ph...?type=1&theater