მინავლული მუგუზალიც არ იყო ალმერია და ესენი 80 წუთი მაინც ცეცხლს ეთამაშებოდნენ

აი რას ვამბობდი სოსიედადთან თამაშზე, ტატა ერთი, მეორე განწყობა: ამ თამაშმა მხოლოდ დამარწმუნა, რომ ,,ძირითადი შემადგენლობა" ასევე წააგებდა - განწყობა 0. ატლეტიკო და რეალი თავს ახტებიან ისე იბრძვიან, ამათ ვერ გაუგებ რა ამოძრავებთ. ვერავითარი ზე-გენიალური მწვრთნელი ვერ უშველის ასეთი განწყობით მოთამაშე გუნდს
მოუვიდათ 2 კვირიანი რაღაც და გადაურათ

, ველოდოთ-ვიმედოვნოთ ახლა ისევ როდის მოუვა

, მაგრამ ვიცოდეთ: ისევ გადაუვლით

ტატა უბრალოდ უცნაური იყო, ისე იქცეოდა თითქოს განთავისუფლების ფურცელისთვის ხელი მოეწეროს

, რაღაც იცის მაგან და არ ამხელს

მერე თამაშის დასასრულამდე წავიდა, მაურინიოა? კიდევ ერთი დადასტურება ჩემთვის, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც ყოველთვის
ნეიმარის თამაშში დადებითიც იყო, მაგრამ ისეა თითტქოს ახლა მე-5 თამაშს თამაშობდეს გუნდში. ფიზიკურად წინა თამაშთან შედარებით აშკარად მოუმატა, მაგრამ ბოლოს დაიღალა და თითქმის არ ეხებოდა ბურთს. 8 დრიბლინგი კი მოუსწრია, სტატისტიკურად ქულას ვუწერ :დ, თან თითქმის სანჩესივით აპრესინგებდა მალიმალ :დ (სანჩესს 6 ართმევა, ნეიმარს 5)
ამ თამაშის დადებითი ჩემთვის პუიოლის და ხავის გოლებია, ერთ თამაშში რომ გამოიჩინეს თავი <3
პუიოლი სადღაა ძველებური, მაგრამ ,,ამოსვლაში" და ,,კლოუსინგ დაუნ" თუ რა ჯანდაბაც ქვია :დ მაგაში ძალიან მაგარია (წინაც აღვნიშნე). 5 მოგებული ბურთიც თავზე
სესკი ჩემთვის საუკეთესო (10 ართმევა), უცნაურია და ნახევარდცა გამართულად თამაშობდა, თავდასხმას კი ეს მაინც არ დატყობია, ისე როგორც უნდა დაეტყოს იდეაში
სესკმა ხავი ,,გაათავისუფლა" და მისცა საშუალება შეტევაში გული ეჯერებინა :დ, ამანაც პასების მხრივ ანთოლოგიური :დ თამაში ითამაშა, 96%-იანი სიზუსტე და 8(!) KEY პასი - ორივე ერთდროულად, რაღაც მიუღწეველს გავს
მოკლედ, ბუნდოვანება წინ. ტატა ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს (თუნდაც ის რატომ უნდა თქვა წინდახედულმა კაცმა ალმერიასთან სულ სხვა მიდგომა იქნება ვიდრე სოსიედადთანო). ახლაც ვერ გაუგია, 4-3-3 თუ სესკი-ხავი-ინიესტა ერთად. არა, იცის რომ 4-3-3-ს და სანატრელ თავის სანჩესს არ დასვამს, მაგრამ რაღაც თან იქით იყურება. შემდეგ თამაშში ვის სვამ ტატაშკა სკამზე?

რა დრო დადგა, ინიესტა შეცვლაზე უნდა დარბოდეს, ვითომ ,,ასვენებენ"
მეორე ტაიმში თითქმის ყველამ მოუკლო...(პუიოლმა მოუმატა), მესი კიდევ ვერ ბრწყინავს ამ გაუგებრობაში რაც წინა ხაზშია (უსისტემო შეტევა), მაგრამ თუ ვინმემ გადამწყვეტი წვლილი დაიდო შედეგის გაკეთებაში, ისევ ეგაა
ჩამოწოდებაზე ხომ კატასტროფაა, ეს ახალი კაცი კაცზე შერეული ზონაში, უბრალოდ კატასტროფაა, გვივარდება ის მოგერიებები უბრალოდ

პირველ რიგში ეგ შეცვალოს უნდა მწვრთნელმა, მაგრამ ჩაყვება მიწაში მაგას.