ვალდესს სტანდარტულებზე ვინც ყავს, იმათი თავზე პროცენტული: პიკე 68%, მასკერანო 47%, ადრიანო 52% და ბუსკეტსი 55%
(ვისაც აინტერესებს: პუიოლი 81%, ბარტრა 68%)
ტერ შტეგენის 3 მცველი: 66%, 53%, 52% და +3 ფეხბურთელი ეხმარებათ (არანგო, კრამერი, ხაკა, სამივეს მინიმუმ 53%)
ანუ ტერ შტეგენს 6 ძლიერი ყავს სტანდარტულებზე თავზე რომ იბრძოლონ, ვალდესს 2, მაქსიმუმ 3 (თუ ადრიანო თამაშობს ან ბარტრა)
დასკვნა: ტატას უნდა შევაწმინდო ხელი და არა ვალდესი რომ გამოსვლებზე შედარებით სუსტია. ინდივიდუალურად პიკეც, პუიოლის და ბარტრაც თავზე კარგები არიან, არადა კუთხურებზე მაინც გვატერორებენ (დუეტში რომ დგანან ბარტრა-პიკე სიტყვაზე ან პიკე-პუიოლი რომ იდგა ახლახანს). არ ვარგა ეგ სისტემა, ერთი კაცი ვითომ ,,მწმენდავად" რომ არის (თან მცველი

, იბრა გვყავდა მაგისთვის ადრე და ზოგადად ეგეთი ტიპის ხალხი ასრულებს მაგ სამუშაოს და არა ტიაგო სილვა თუ ნესტა. მცველის ,,მოცდენაა" ეგ უბრალოდ, ჯობია სახიფათო კაცი აიყვანოს ან თავისი ინტუიციით იმოქმედოს)
მაგრამ მეორე საკითხია, რა არჩევანი აქვს მწვრთნელს, თუ მხოლოდ მაქსიმუმ 3-4 თავზე კარგად მოთამაშე ფეხბურთელი ყავს, ის ვერ იტყვის ,,ჯგროდ" (ზონურად) თავი დავიცვათო, სისტემა უნდა მოიფიქროს, რადგან ჯგრო არ ყავს ფიზიკურად, ანუ რაოდენობრივად, ალბა, სესკი, ხავი, ალვეში, ინიესტა ჯგროში ვერ გავლენ

არ არიან თავზე მებრძოლები
სიტყვაზე: ტიაგო სილვა, ჰუმელსი, პიკე და ბუსკეტსი ერთად იმყოფებიან მოედანზე, ყველა 70%-ს იგებს, მაინც ტერორში იქნება სტანდარტულებზე, რადგან არიან მხოლოდ 4-ნი. სხვა გუნდებში 6 კაცი (შემტევებიდან ვინმე უნდა თამაშობდეს კარგად თავზე, ანუ მოიყვანონ ან აყლაყუდა 9-იანი, ან ხავის ხარჯზე ვიდალის ტიპის მებრძოლი ათამაშონ და ა.შ.)
ამ ყველაფრის წაშლას ვაპირებდი, მაგრამ იყოს სპოილერში 
იმით დავამთავრებ რომ ძალიან მაგარი მეკარე უნდა გყავდეს გამოსვლებზე, რომ მცველებს ,,დაემატოს", პიკე, ბუსკეტსი, პუიოლი (მისი შემცვლელი), ადრიანო დგანან სიტყვაზე და + ტერ შტეგენი, რომელიც გამოსვლებზე მაგრად იბრძვის

, 5 კაცი გამოვა და ამოისუნთქავს ცოტას გუნდი

აი რეალს: პეპე, რამოსი, არბელოა, ხაბი ალონსო, კრისტიანო რონალდო (რომელიც ასრულებს ზუსტად იმას, რასაც ტატა მცველს აკეთებინებს ხოლმე), 5 კაცი ყავთ და გამოსვლებზე კარგად მოთამაშე მეკარე, ,,ჯგროც" აღემატება ჩვენს ჯგროს

და მაინც პრობლემა აქვთ სულ სტანდარტებზე
ჩელსის მსგავს გუნდებზე აღარც ვლაპარაკობ, ანუ სისტემა თუ გიშველის, რადგან ჯგრო ფიზიკურად არ გეყოლება
უფრო მარტივად: როცა ,,პატარების" იგივე ,,პას-მასტერების" გუნდი ხარ, ერთი უნდა გაწირო. ისიც და ესეც, არ გამოდის. ივანოვიჩი-ტიაგო სილვა-ჰუმელსი-ალაბა, მათ წინ ბუსკეტსი, მოაგვარებენ სტანდარტულებს, მაგრამ გაათამაშებენ და ამოიტანენ ბურთს ისე - არიან ისეთივე ტექნიკურნი, როგორც ალვეში-პიკე-მასკერანო-ალბა? ბარსას ფეხბურთში? რაც არ უნდა მაგარი ,,ამომტანი" იყოს ტიაგო სილვა (არ აფასებენ ამ თვისებას თორემ პიკეზე უკეთესიც აქვს მგონი) ან ჰუმელსი ფეხით მაგარი იყოს, ბარსას ფეხბურთში არამგონია ბურთთან მოპყრობაში პიკეს აჯობონ ან მასკერანოს, თუნდაც იმიტომ რომ ,,ტიკი-ტაკას" უფრო მეტ დროს მოანდომებენ მგონია, ბურთი უფრო დაყოვნდება...თავზე კი ბატონო
ის ვთქვი, რომ რთული ამბავია

, ანუ აბიდალი უნიკალური იყო

სანამ ალბა გვყავს, როცა სერხი გვყავდა, უბრალოდ განწირულნი ვართ ასე ვიყოთ. ალვეშის ადგილზე ფიზიკურად ძლიერი თუ გამოჩნდება შემდეგ, შეიცვლება ალბათ რაღაც
ახლა ვინმე იტყვის, მასკერანომ თუ არ ამოიტანა ბურთი და დიაგონალზე არ გაჭიმა, გადავიტანთო, ეგაა, მაგრამ ალვეში-პიკე-ტიაგო სილვა-ალბა, მაინც დატერორებული იქნება, ცოტას ჰა, თეორიულად მოუმატებენ.
უსაქმური პოსტი