masterofmasterss ვნახე მაგის სტატისტიკა
გამოსვლაზე უხეში შეცდომების
ვალდესს აქვს 93%-იანი შედეგი წელს, 38-ჯერ კარგად გამოვიდა და 3-ჯერ უხეში შეცდომა დაუშვა
ამ სტატისტიკაში რომელი ჩაითვალა შეცდომად:
და ვალენსია 2:3 ბარსა, კარი რომ დატოვა და ცარიელ კარში რომ ურტყამდა როგორც მახსოვს რ. კოშტა (გახსოვთ ალბათ) ვერ ვნახე ეგ მომენტი მიმოხილვებში
სხვა მეკარეებთან შედარება: პრიმერას ძირითადი მეკარეებიდან, მხოლოდ
კიკო კასილიას აქვს უარესი შედეგი (92%, 73 კარაგდ გამოსვლა და 6 შეცდომა)
სიტყვაზე
დიეგო ლოპეს 94%, 64/4-ზე, ანუ შეცდომები იმანაც დაახლოებით იმდენი დაუშვა პროცენტულად, მაგრამ გამოსვლებზე გაცილებით ხშირად თამაშობს (25-ით მეტჯერ)
ყველაზე მაგარი მეკარე გამოსვლებზე არის
კაბალიერო , 73-ჯერ გამოვიდა სწორად და 0 შეცდომა.
დიეგო ალვეში 51 და 0
ფაქტი: ვალდესს არ უყვარს გამოსვლებზე თამაში, რადგან ძირითადი მეკარეებიდან მხოლოდ
მ. ერერა გამოდიოდა უფრო ნაკლებად - 37 გამოსვლა (ვალდესს 38+3=41)
დიეგო ალვეშს შეცდომა არ აქვს, მაგრამ გამოსვლაზე თამაშზე არც ეგ გიჟდება, ვალდესის შემდეგ მოდის
(აქ რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ვის რამდენჯერ ჩაუწოდეს, რომ უფრო ზუსტად განვსაზღვროთ, უყვარს თუ არა
. მაგრამ ლოგიკურად, ალვეშს გაცილებით მეტს ჩაუწოდებდნენ ვიდრე ვალდესს და მაინც არ აქვს დიდი რაოდენობა გამოსვლების. აი ელჩეს დაბომბავდნენ და მ. ერერას ვალდესზე უფრო არ უყვარს გამოსვლა)
რა ხდება
ტერ შტეგენთან , 57-ჯერ წარმატებულად გამოვიდა და შეცდომა არ დაუშვია...ამით არის საუკეთესო
ლენოსთან ერთად, ეს 84-ჯერ გამოვიდა წარმატებულად და 0 შეცდომა
ფაქტი: გამოსვლებზე ტერ შტეგენი უფრო ცდილობს ითამაშოს, მაგრამ თავს არც ეს იკლავს, ვალდესი 22 თამაშში 41-ჯერ გამოვიდა (საშუალოდ 2 გამოდის თითქმის) და ტერ შტეგენი 23 თამაშში 57-ჯერ, საშუალოდ 2.5-ჯერ. კი არის სხვაობა შესამჩნევიც (0.5 ბევრია), მაგრამ ტერ შტეგენს ბევრს უწოდებენ, ვიდრე ვალდესს (ლენო არის ყველაზე მეტად ვინც გამოდის გერმანიაში)
სანამ მოვრჩები კროს-ლიგაც ვნახოთ, პრემიერი.
შესნი-ლორისს უყვართ გამოსვლაზე თამაში სხვასთან შედარებით და არ უყვარს
ჰარტს და ჩეხს (მაგრამ ამათ ცოტას უწოდებენ, მცველებიც ძლიერი არიან და მოკლედ დატვირთვა ნაკლები უნდა იყოს). ყველაზე ცუდი მაჩვენებელიც ამათ აქვთ, ჰარტს 94%, ჩეხს 95%, შესნის 94%. საუკეთესო მაჩვენებელი
დე ხეას 65-ჯერ სწორად გამოვიდა და 0 შეცდომა (
სტეკელენბურგი 55 და 0)
საბოლოო დასკვნა: სხვაზე მეტ შეცდომას ვალდესი ნამდვილად არ უშვებს
(პროცენტულად), რამდენად უყვარს გამოსვლა ამის განსაზღვრა მეზარება (რამდენს უწოდებენ უნდა ვნახო და შევადარო სხვებისას), უხეშად თუ ვიტყვით ჰარტი კიდევ ნაკლებად გამოდის (საშუალო მაჩვენებელი რაოდენობრივად) და ჩეხსაც მსგავსი აქვს, ანუ დიდი გუნდების მეკარეებისთვის ნორმალურია ყველა მონაცემი (გამოსვლაზე არც
რეინა გიჟდება, 41-ჯერ გამოვიდა 20 თამაშში,
ჰანდანოვიჩია ამ მხრივ კარგი, ხშირად გამოდის, მაგრამ ინტერი სუსტია, ბევრსაც უწოდებენ სავარაუდოდ
)
This post has been edited by უვიცი on 3 Mar 2014, 23:50