,,ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო", ,,მამაცი გული" და მსგავსი სტატიები გამოცხვა – ყოველთვის ვამბობდი რომ ჩემთვის პუიოლი არის ბარსას N1 მოთამაშე ისტორიაში
48 გვერდიანი დღევანდელი ემდ–დან 20 გვერდი პუიოლზეა

, არასდროს მინახავს მსგავსი რამ არსად და არაფერზე (არამარტო ბარსაზე)

ემდ-ში ყველა სტატია ავტორის სურათის ნაცვლად იწყება პუიოლის მაისურით (რომ სახე არაა საჭირო, არამედ წარწერა ,,პუიოლი" გამოხატავს ბარსას)
აი მე პირადად, ბარსას თუ წარმოვიდგენდი პიროვნებაც, ყოველთვის იყო პუიოლი, ამიტომ არასდროს არავისთან (სპორტში) მქონია სურვილი ურთიერთობის (პირადი

) გარდა პუიოლის

საინტერესოა რომ ყველაზე ნაღდი ,,აღწერა" პუიოლის გააკეთა (ადრე) არა აქაურომა, არამედ ყველა დროის N1 მცველმა ბარეზიმ: ,,იქ სადაც სხვა ფეხის ჩადგმასაც ვერ ბედავს, პუიოლი სახით მიდის" (ბარეზი დღესაც გამოეხმაურა ტვიტერზე ,,დიდი კაპიტანი წავიდა")
კამპნოუზე ერთხელ სუსტად, ყველასთვის უსტვენიათ, გამონაკლისი იყო მხოლოდ პუიოლი (ადრე მიგელი და ნეესკენსი, რაც არ უნდა ცუდად ეთამაშათ, ხალხი არ დაუსტვენდა მათ)
ვერ შეძლო პუიოლმა თავისი კერპის (მალდინის) მსგავსად 40-მდე თამაში, არ მინდა უბრალო ,,თას-ამღებად" ვიქცეო გუნდისთვის - ,,ყველაფერი მიდის, პუიოლიც კი"
ადრე იყვნენ კაპიტნებად: ბიოსკა - მარკიზად წოდებული, ოლიველია სიფხიზლე და სიმშვიდე, გალიეგო ვის გამოც ბევრმა ,,არასაფეხბურთომ" დაიწყო ბარსას გულშემატკივრობა და ტარზანი მიგელი რომელიც გამოხატავდა ,,გაუმარჯოს ბარსას", მაგრამ ბარსას უდიადესი კაპიტანი (სეგარასთან ერთად, რომელიც იყო მსგავსად ქარიზმატული პიროვნება და ,,მუდმივ კაპიტნად" შერაცხული, პუიოლამდე არ გამოჩენილა ვინც სამკლაურს მოირგებდა როგორც კუთვნის, გვარდიოლაც კი არ იყო ასეთი)
,,თვითონ 38 ტრავმა გადაიტანა და მეტოქეებისთვის 1-იც არ მიუყენებია" ან ,,ერთადერთი ვინც კარლოსის დარტყმა სახით მოიგერია"
ტურე: ,,უდიდესი პიროვნება"
ტიაგო: ,,მისგან რაღაც ყველგან გამოგყვება"
ედმილსონი: ,,ისეთი ვისზეც თამამად იტყვი რომ მსგავსი კაპიტანი არ გეყოლება, ასეთი ჩემთვის მარტო კაფუ იყო"
მიგელი: ,,დღეს ვიტირე"

ბარსას ყველაზე რთულ 4 წელიწადს, ტიტულის მსგავსიც რომ არ მოჩანდა ჰორიზონტზე, კატალონიის საფეხბურთო გადაცემაში სეზონის ბოლოს გამოკითხვაში ,,სეზონის საუკეთესო მოთამაშე" ყოველთვის ხდებოდა პუიოლი (არადა იყვნენ რივალდო, კლუივერტი ან ლუის ენრიკე)
აპირებენ ბარტომეუს მიმართონ რომ 5 ნომერი აღარავინ ჩაიცვას, ჩემი აზრით ერთადერთი ვინც ამას იმსახურებს ბარსადან (ფეხბურთში ნომერი გაუქმებულია ბარეზი-მალდინის მილანში, კრუიფის აიაქსში, პუშკაშის ჰონვედში და ბაჯოს ბრეშაში)
არცერთ თამაშზე არ დაიწერება ,,11 მესი" ,,11 რონალდინიო",,11 ხავი" ან 11 ვინც გინდათ არის საჭიროო, მხოლოდ კაპი <3
მიმაგრებული სურათი