ამ წაგებაზე ის უფრო მეწყინება, მომდევნო თამაშში ვინცა მკტარს რომ ვხვდებით, ტატა რომ გამოვიდეს უძლიერესებით

კოპა-სოსიედადურ-სიტის შემადგენლობით ალმერიასთან და ვალიადოლიდთან, რასაც ქვია გული ჩამწყდება

იმედია უფრო უარეს ექსპერიმენტებს დააყენებს, ეგ თუ არ მიჩევნოდეს
მარა სონგი საყრდენად და ბუსკეტსი მის წინ, აღარ სცადო არასდროს ტატჩა
აი აქ, ძალიან ბევრი მისტირის ხავის, არადა მაგარს არი გადარჩენილი

, ეგ რომ ყოფილიყო (მარტო ეგ, ანუ მარტო ხავი, გინდა მარტო ხავი-სესკი, გინდა მარტო ხავი-სესკი-ალვეში ვერ უშველიდა, მაგ თამაშის მოგება შეიძლებოდა მხოლოდ სრული (სიტის) შემადგენლობით და დამოკიდებულებით, რომ თამაშობენ აი ზუსტად მაგ დონის შეხვედრას) ზუსტად ეგრე წააგებდნენ და ახლა მთავარი თემა იქნებოდა ,,ხავი დაბერდა" მოკლედ ანტი-გმირი N1
კიდევ საინტერესო საკითხია, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, რას აყენებდა ტატა, 1 დღით ადრე, კრიტიკა კი არავითარი
არავის უთქვამს ის, რასაც ახლა ამბობენ
ჰო, ამ თემაში ორმა ჰა სამმა კაცმა თქვა (მე მათ შორის) ,,არა მგონია..." ,,რა დროს ეგეთია" ,,იქნებ არ ღირდეს..." გაუბედავის მსგავსი ნათქვამები, თუმცა ჩანდა რომ ეგრე არ შეიძლებოდა, სანამ ურემი არ გადაბრუნდა, მკვეთრად არავინ თქვა ,,რას აკეთებ ბიჯო რააას!!!"

- ახლა რომ ამბობენ
ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ,,რას გავაკეთე ბიჯო რაა" ტატამაც კი თქვა, როცა საქმე გააფუჭა
ვისწავლე ჭკუაო თქვა, მაგრამ აი ამ როტაციებს მაინც განაგრძობს ეგ კაცი (წინაზეც თქვა აღარ იქნებაო, მაგრამ კი დატოვა) და ,,ავტომატურ ცვლილებებს" კომპიუტერში რომ დააყენებ კონკრეტულ წუთებზე და იზამს თვითნ

როტაციებს რა უჭირს, მაგრამ როცა უჭკუოდ აკეთებ, ანუ ამასაც ავტომატურად
აი ეს არის ამ კაცის უმთავრესი ნაკლი, ეს მექანიკური, მათემატიკური როტაცია-ცვლილებები და რომ არ იცის საერთოდ ,,რისთვის ასვენებს"
ასვენებს ასვენებს, რას ასვენებს ამდენს? არ გამიგია მთელი სეზონი დასვენება, პირველ ნახევარში ჰო, მეორეში? პირველად ვხედავ ვინმე სეზონის ბოლოს ცდილობდეს ფეხბურთელი 1 თამაში ათამაშოს, მეორე არა, მესამე კი, მეოთხე არა - თითქოს სეზონის ბოლოს დასაწყები რამე ახალი ტურნირისთვის ემზადებოდეს
და კიდევ ამ კაცის აშკარა ნაკლი ისაა, რომ ვერ გაიგო, ენდოს ზოგს თუ არ ენდოს. ბოლომდე არ ენდობა ეგ არც ხავის, არც ინიესტას, არც მესისაც კი, სხვაზე რაა სალაპარაკო
ენდობა სანჩესს, მასკერანოს, პიკეს და იქნებ (ეგეც კი არ ვიცი ბოლომდე) სესკს
თუ ეს იქნება მწვრთნელი სიტყვაზე 5 სეზონი, არასდროს მოხდება ისეთი ტრანსფერი, რაც გუნდს შეცვლის. აი რომელიმე მხარეს. ეს სულ ,,პატარა რამის დამატებაზე" იზრუნებს, იქ მესამე ხარისხის 9 ნომერი, ადრიანოს სათადარიგო, სონგის შემცვლელი და ა.შ.
უბრალოდ ვერ წყვეტს, რომელ მხარეს წავიდეს, არც აქეთაა, არც იქით
ხედვასთან დაკავშირებით მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე სამწვრთნელო შესაძლებლობებთან, აი პიტო ბავშვთა მწვრთნელის მეტი არაფერი იყო, მაგრამ ხედვა ქონდა და თავისას მიერეკებოდა ბოლომდე

ამან არ იცის, საერთოდ ახლა მგონია რატომღაც, რომ ეგ ფეხბურთელებს აბრალებს შინაგანად წაგებას და ფეხბურთელები ამას. აი ეგაა მთავარი პრობლემა, არამგონია ამას ენდობოდნენ და ავტორიტეტად ყავდეთ, აქამდე (კონკრეტული თარიღი-მოგება-წაგება არა) შეიძლება, მაგრამ ახლა დიდი ბზარი მგონია აქვთ.
სხვათაშორის, სიტისთან თამაშის შემდეგ ბევრი ქება დაიღვარა, მაგრამ ყოველთვის გამოერია ტატას კრიტიკა, რომ მან უბრალოდ ვერ გაბედა, ან ვერ შეძლო 1:0-ის შემდეგ, მეტნი რომ იყვნენ, გუნდი ,,წაეყვანა" მეორე გოლისკენ, ანუ რომ იქვე მოემთავრებინა საქმე და არ გადაედო. ის მეორე გოლი, პირადად ალვეშის ჟინის დამსახურებაა, არ მოისვენა და იარა წინ, გუნდი საერთოდ არ აპირებდა ამას, ტატა თანახმა იყო 1:0-ზე, 1:1-ზე, ანუ ამბიციას არ ავლენდა, რაც საჭიროა ეგეთ დროს. კონკრეტულ თამაშზე არაა, არამედ აი ხასიათი იკვეთება მწვრთნელის და იმ გუნდის, რაც მას ყავს.