შეძლებს თუ არა როჯერსი ულლიესა და ბენიტესისგან განსხვავებით სტაბილურობის შენარჩუნებას (?!) 41წლის ჩრდილოეთ ირლანდიელს პრემიერლიგაში საუკეთესო პერიოდი უდგას. მიუხედავად შემადგენლობის სიმწირისა, როჯერსმა შეძლო და გუნდს ათამაშა ლამაზი, შემტევი ფეხბურთი, ამასთან იგი არ აქცია მთლიანად "ბარსელონურად" და მოსაწყენად. როეჯრსმა შემადგენლობაში გაამყარა ახალგაზრდა შემტევები (სტერლინგი,კოუტინიო,ჰენდერსონი) ნაწილს კი ჯერჯეორბით მხოლოდ რამდენიმე წუთი მისცა (ტეიშეირა,აიბი). ამასთნ, მან (თუ მან აარა, ყოველშემთხვევაში მისი მონაწილეობით მაინც) დაიყოლია სუარესი , რომელიც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს პრემიერ ლიგაში. მიუხედავად წარმატებებისა, ჩნდება კითხვა. შეინარჩნებს კი როჯერსი აღებულ ტემპს და რამდენად შეძლებს ის მომავალ წლებში, ახლანდელი მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლას. შეძლებს კი, ისწავლოს წინამორბედი მწვრთნელების შეცდომებზე, რომელთაც ასევე ჰქონდათ რამდენიმე ბრწყინვალე სეზონი. ამ შემთხვევაში შედარების საუკეთესო ობიექტებად ფრანგი ულიე და ესპანელი რაფაელ ბენიტესი გამოდგებიან, რომელთაც ლივერპულის ორიათასიანი წლების წარმატებების (თუ შეიძლება ამ პერიოდის რაღაც ნაწილს წარმატებული ეწოდოს) დიდი ნაწილი უკავშირდება.

ჟერარდ ულიე – 2002 წელი.
01–02 წლების სეზონი იდეალური გამოდგა ლივერპულისთვის. წითლებმა ულიეს ხელმძღვანელობით 80 ქულას მოუყარეს თავი და ისტორიის განამვლობაში მესამე საუკეთესო პირადი შედეგი აჩვენეს. მიუხედავად ამისა, წინ გაუშვეს არსენალი. თუმცა, 00–01 წლების ტრებლის შემდგომ ყველა ფიქრობდა, რომ ლივერპული ახლოს იყო ჩემპიონობასთან.
და მაინც, რა გახდა წარუმატებლობის მიზეზი ?! პირველ რიგში ეს იყო არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა. ლივერპულმა კონტრაქტი გააფორმა ელ ჰაჯი დიუფთან, იმის ნაცვლად რომ წინა სეზონში მშვენიერ ფორმაშ მყოფი ნიკოლა ანელკა (რომელიც იჯარით თამაშობდა მერსის სანაპიროზე) გაეფორმებინათ. ასევე გაურკვეველი იყო ბრუნო ჩეიროუსა და სალიფ დიაოს ტრანსფერები. 02–03 წლების მშვენიერი დასაწყისის მიუხედავად ლივერპულმა მალევე დაკარგა ფორმა და შემადგენლობის კლასის არქონის გამო სეზონი საბოლოოდ მე5 ადგილზე დაასრულა, წააგო რა, უკანასკნელი მატჩში ჩელსის წინააღმდეგ. აამის შემდგომ ფრანგი სპეციალისტი მალევე გაუშვეს 2004 წელს.

რაფაელ ბენიტესი - 2009 წელი
კარგი იყო 2005 ს ფინალი და კარგი იყო 2006ში FA თასი, თუმცა რაფასგან ყველა პრემიერლიგაში წარმატებას ელოდა. პრინციპში, 08-09 წლების სეზონში, ესპანელმა შეკრა ბოლო წლების საუკეთესო " წითელი " შემადგენლობა და ტიტულის მოგებასთანაც საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა აქაც თავი იჩინა შემადგენლობის სიმცირემ და პრაქტიკულად, სათადარიგოთა სკამის არარსებობამ.\
უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდისთვის ბენიტესმა შეძლო რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარდაცვა ჩამოეყალიბებინა ალონსო ჯერარდის მეთაურობით, მაგრამ მიუხედავად ამისა მფლობელების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა ყველაფერი ნელ-ნელა უკან დაწია. ჯერ იყო ალონსოს უსამართლო გაშვება, რაც მთლიანად რაფას კისერზეა და შემდგომ მისი აკვილანით შეცვლა (17მილიონი) რომელიც გუნდში უკვე ტრავმირებული მოვიდა და პრინციპში არც კი უთამაშია.
გუნდი სწორედ მაშინ დასუსტდა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა სტაბილურობა
ალონსოს გაშვების თავიდან აცილებაც შესაძლებელო იქნებოდა, რომ არა მფლობელების გაურკვეველი სატრანსფერო პოლიტიკა.
ასეა თუ ისე, დღევანდელი მწვრთნელი ტრანსფერებს თავს კარგად ართმევს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ახალწვეული რომელშიც საკმაოდ სოლიდური თანხაა გადახდილი, თავს სათანადოდ ვერ წარმოაჩენენ; როჯერსის დაფასება თუნდაც იმიტომ ღირს, რომ პრემიერლიგის საუკეთესო შეტევის ხაზი ჩამოაყალიბა.
იმედი ვიქონიოთ, რომ დღევანდელი ხელმძძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი წინამორბედთა შეცდომებს არ გაიმეორებენ და ამ ზაფხულს ერთ-ერთი აქტიური მოთამაშის სახით შევლენ ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე.
This post has been edited by Henyd0r1 on 5 Mar 2014, 17:08