#40059426 · 3 Mar 2014, 10:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამონარიდი ზლატან იბრაჰიმოვიჩის წიგნიდან "მე - ზლატან იბრაჰიმოვიჩი"
"ადრე დავწერე, რომ იტალიაში ვარსკვლავი ფეხბურთელები ვარჯიშისას მწვრთნელის ნათქვამზე არ ხტუნაობენ. ეს კაპელოს შემთვევაში სხვაგვარად იყო. მის დანახვაზე ყველა ფეხის წვერებზე დგებოდა. ხალხი მის ირგვლივ ტრიალებდა და მე ვიცნობ ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა:
- როგორ შეძელით ყველასგან ამხელა პატივისცემა მოგეპოვებინათ? - პატივისცემას ვერ მოიპოვებ, ის უნდა მიიტაცო - უპასუხო კაპელომ და მისი ეს სიტყვები გონებაში ჩამებეჭდა.
როცა კაპელო ბრაზობს, თითქმის ვერავინ ახერხებს მას თვალი გაუსწოროს. თუ ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსს მისცემს, ხოლო ეს უკანასკნელი კი მას ვერ გამოიყენებს, შეუძლია სტადიონისკენ მისასვლელი გზა დაივიწყოს. კაპელოსთან პრობლემებზე ვერავინ დაიჩივლებს. კაპელო ფეხბურთელის მეგობარი არ არის. ის ფეხბურთელებს არ ესაუბრება. ის რკინის სერჟანტია და თუ თქვენთან ინდივიდუალური შეხვედრა გადაწყვიტა კარგ ნიშნად არ უნდა ჩათვალოთ. თუმცა წინასწარ არასოდეს იცი რას გეტყვის. მას შეუძლია ადამიანი გაანადგუროს და შემდეგ ისევ თავიდან შექმნას. მახსოვს ერთ-ერთ ვარჯიშზე ტაქტიკური სქემის დახვეწაზე ვმუშაობდით. კაპელომ სასტვენი დაახეთქა და იყვირა:
- დატოვეთ მოედანი - და ვერავინ გავიგეთ რა ხდებოდა. - რა დავაშავეთ? რატომ უნდა გავიდეთ? - ძლივს დაიზლაზნებით. საზიზღრები ხართ.
იმ დღეს ვარჯიში აღარ გამართულა."
|