კოენტრაოს რატომ გაუშვებს რეალი? პონტი არაა, რაღაც უთანხმოება იყო ადრე არ აყენებდა სასტავში, მაგრამ ახლა დრო მისცა კარლომ და სახე გააძრო ლიგაზე ყველას, თან ნაკრების ფეხბურთელებიც მანდვე ყავს, კოეს გადმოსვლის შანსი 0-ია.
სანჩესი მართლა კარგია, ეგ და ტევესი - ორი სწრაფი, ტექნიკური + ძალიან მებრძოლი თავდამსხმელი გვეყოლება წინ
მესისთან ერთად თამაშში ბოლომდე ვერ იხსნება, აქ ვფიქრობ გაცილებით უკეთ ითამაშებს.
ყველაზე რეალური ალბათ სანჩესის ყიდვაა, ჰო + იმობილეს შანსი + ბოაკიეზეც შეიძლება ფიქრი.
ვუჩო,კვალია,პადოინი - კაი ხნის გასაშვებები არიან.
ჯოვინკოს გამშვები კონტე არაა, აი ფლანგზე თუ ათამაშა, მაშინ შეძლებს რაღაცას, თორე ახლა სადაც აყენებს ჯერ ხო სიმაღლე არ უწყობს ხელს, მერე მცველები ძალიან ჩაგრავენ + ხშირად მაღალ პასს აძლევენ და სასაცილოა ცოტა არ იყოს

არადა კარგი ტექნიკა აქვს +ჯარიმებსაც კარგად ურტყამს, ვინ გვყავს კარგი ჯარიმის დამრტყმელი? პირლოს დიდი კლასის მიუხედავად, მაინც ვერ ურტყამს როგორც საჭიროა, თან უკვე ასაკშია და მაგის შემცვლელიც აუცილებლად საჭიროა, ეჰჰ ვერატიზე როგორ მწყდება გული, არც პსჟ არ გამოუშვებს, მაგის შანსიც 0-ია(თუ თვითონ არ გაიგიჟა თავი, მაგრამ მგონი უკვე კონტრაქტიც გაახანგრძლივა, ან რატო გადმოვა ლიგის 1/4ში თამაშობს, იბრა, კავანი, ტიაგო სილვა, ლავეცი, ლუკას მოურა ასეთ სასტავთან თამაშობს პადოინთან აგორავოს ბურთი?).
ფლანგები ყველაზე დიდი პრობლემაა იუვეში და პირველ რიგში კარგი ფლანგელი დაითრიონ ერთი მაინც და სანჩესი(ან ამ კალიბრის ვინმე),
აი ეს ორი ტრანსფერი მაინც უნდა გააკეთონ თუ ოდნავ რაღაც პრეტენზია გვაქვს ლიგაზე რაიმე წარმატების.
კოპერჰაგენი, გალათასარაი, ბენფიკა - აი ამ გუნდებს რომ ვერ მოუგებ თან კონკრეტულ მატჩს, რომელიც პრიორიტეტი უნდა იყოს და ეს კი მეორე სასტავით თამაშობს პირველ მატჩებს, ბოლო გადამწყვეტ თამაშში კი ვერაფერს აკეთებს... თან მერე ამინდს აბრალებს.. კაი რა, კაი რა. ნუ ამინდში არ გვიმართლებს მართლა, მაგრამ ეგ რა საბაბია, მაგ დონის კლუბებს ყველანაირ ამინდში უნდა ვუგებდეთ, თან ლიგაზე!
ველი კარგ ტრანსფერებს + გუნდის შესაფერისს თამაშშს.
არც ის დაგვავიწყდეს ცხრილის შუაში რო ვამთავრებდით სეზონებს, და კრასიჩი გვათრევდა.
დროა დაჭირო რო მძლავრი გუნდი შეიკრას(+სერია ა-ც ძაან დასუსტდა და ეგ ძალიან ცუდია გუნდისთვის), თუმცა აი შემდეგ სეზონში ლიგაზე თუ ვერაფერი ქნა ისევ კონტემ, დაიფაროს თავის კეპკა და დააწვეს სიენაში ისევ.